"ბაიერნი", "არსენალი" და ევროპის სხვადასხვა დიდი კლუბები დაინტერესებულები არიან ჯერემი ფრიმპონგით.
ჰოლანდიელი გახსნილია ახალი გამოცდილებისთვის და არსებობს საკმაოდ დიდი შანსი, რომ ზაფხულში "ლევერკუზენს" დატოვებს. ფრიმპონგს აქვს 40 მილიონი ევროს გათავისუფლების პუნქტი, რომელიც ამოქმედდება ზაფხულში.
მას შეუძლია თამაში მარჯვენა მცველის პოზიციაზე. სიმაღლეში კი არის 1.71. ამ სეზონში ჯერემიმ 22 მატჩი ჩაატარა, სადაც 7 გოლი და 10 საგოლე პასი გააკეთა.