მანუელ ნოიერი ტრანსფერების შესახებ:
„ჯერჯერობით კონკრეტულად არაფერი ვიცი, მაგრამ ვიცი, რომ პასუხისმგებელი ადამიანები აკვირდებიან ბაზარს და ხედავენ არის თუ არა სწორი გამოსავალი ჩვენთვის და კლუბისთვის.
ვიცით, რომ ტრავმების დროს თხელი შემადგენლობა გვყავდა. ჩვენ ვენდობით პასუხისმგებელ პირებს სწორი გადაწყვეტილებების მიღებაში“.
ერიკ დაიერზე რას იტყვი?
ნოიერი: "სახელი ნამდვილად კარგად ჟღერს. ბაიერნი შეისწავლის ბაზარს, ჩვენ კი სრულიად მოდუნებულები ვართ ამ საკითხში."