"Bild"-ის ცნობით, მიუნხენის "ბაიერნის" მთავარ მწვრთნელს, თომას ტუხელს, ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაში ვარსკვლავური ნახევარმცველების, იოზუა კიმიხის და ლეონ გორეცკას გაყიდვა სურდა.
როგორც ცოტა ხნის წინ გავრცელდა ინფორმაცია, ტუხელის დრო ბავარიაში დასრულდა.
კიმიხი და გორეცკა იმ სახელებიდან მხოლოდ ორია, ვინც ამ სეზონში ტუხელს დაუპირისპირდა და თუ ტუხელი დარჩებოდა, მაშინ ისინი წავიდოდნენ.