მიუხედავად იმისა, რომ ზიდანმა ენის არ ცოდნის გამო მანამდე უარყო პრემიერ ლიგის შეთავაზებები, მისთვის ბაიერნში მუშაობა საინტერესოა.
ფრანგმა ბაიერნის შესახებ ინფორმაცია კლუბის გარემოცვაში ითხოვა.
კლუბის პრეზიდენტს, ჰერბერტ ჰაინერს დაუსვეს კითხვა: გერმანული ენის არცოდნა აკრძალულია ბაიერნისთვის?
მისი პასუხი: "გერმანულის არ ცოდნა ჩვენთვის გამომრიცხავი კრიტერიუმი არ არის. ჩვენ ვეძებთ საუკეთესო გამოსავალს ბაიერნისთვის და გვყავს საერთაშორისო გუნდიც."