ნიკ ჰუოსე (ალფონსო დეივისის აგენტი): "ჩვენ ახლოს ვიყავით შეთანხმებასთან ერთი წლის წინ. შემდეგ მთელი კლუბის ხელმძღვანელობა შეიცვალა. შვიდი თვის განმავლობაში არაფერი გვსმენია.
ახლა კი ულტიმატუმს გვიყენებენ და ორ კვირაში უნდა მოვახდინოთ რეაგირება.
ეს ძალიან მნიშვნელოვანი კონტრაქტია დეივისის კარიერაში და ჩვენ მოგვიწევს გადაწყვეტილების მიღება ისე, რომ არ ვიცით ვინ იქნება მწვრთნელი მომავალ სეზონში ან როგორ ფორმაშია გუნდი.
ამიტომ მიგვაჩნია, რომ ულტიმატუმზე რეაგირება უსამართლობაა. ჩვენ გადავწყვეტთ, როგორ მოვიქცეთ სეზონის ბოლოს."