"ბაიერნის" ხელმძღვანელობა ბოლო დღეებში დაუკავშირდა ზინედინ ზიდანის გარემოცვას, რათა გამოეხატათ ინტერესი და გაეგოთ მისი სურვილი სამწვრთნელო საქმიანობაში დაბრუნებაზე.
ის თანახმაა და შესაძლოა ტუხელი სწორედ მან ჩაანაცვლოს. ჯერჯერობით მეტი ინფორმაცია არ არის ცნობილი, მაგრამ მას რობერტო დე ზერბი და იულიან ნაგელსმანი გაუწევენ კონკურენციას.
ფრანგი სპეციალისტი 2021 წლიდან უკლუბოდ დარჩა, მიზეზი კი ის იყო, რომ ოჯახთან ერთად უფრო მეტი დროის გატარება უნდოდა.