ინგლისური წყაროების თანახმად, "მანჩესტერ იუნაიტედი" მზადაა გაყიდოს ბრუნო ფერნანდეში. პორტუგალიელის წასვლა მათთვის დიდი დარტყმა იქნება, ხოლო 29 წლის ნახევარმცველით ბევრი კლუბი ინტერესდება.
ტენ ჰაგმა განაცხადა, რომ მათი სურვილია ბრუნოს შენარჩუნება. მან თქვა: ”წლების განმავლობაში, ის იყო ძალიან მნიშვნელოვანი ფეხბურთელი მანჩესტერ იუნაიტედისთვის, შექმნა ყველაზე მეტი შანსი პრემიერ ლიგაში. აშკარაა, რომ ის ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი მოთამაშეა."
"იუნაიტედის" ვარსკვლავს მიუნხენის "ბაიერნს" უკავშირებენ. ბავარიელებმა კი ბრუნოს მიმართ ინტერესი უკვე გამოხატეს და ზაფხულში მის შეძენას შეეცდებიან.