გერმანიის ნაკრების და მიუნხენის "ბაიერნის" ყოფილმა მცველმა, ფილიპ ლამმა ევროპის ჩემპიონატზე მყოფ ნაკრებების სათამაშო სტილზე ისაუბრა:
"ინგლისი განსხვავებულად თამაშობს იტალიასთან, ხორვატიასთან და ჩეხეთთან შედარებით. ეს კარგია. ეროვნულ ტურნირზე სხვადასხვა სტილი გამოდის წინა პლანზე. გერმანია კი არის ტურნირების გუნდი.
ისინი ხშირად ირხევიან დასაწყისში, მაგრამ როგორც კი "თავიანთ ფეხს იპოვიან", ძნელი ხდება მათი დამარცხება. ჩვენ არ ვადგენთ სტრატეგიას, როგორც ნიდერლანდები, დანია ან პორტუგალია. ჩვენ ვსარგებლობთ ჩვენი ინფრასტრუქტურით, ანუ ჩვენი ქვეყნის სიდიდით და ბევრი ფეხბურთელებით.
აღფრთოვანებული ვარ ორი ახალი ნაკრებით. ალბანეთმა ახლახან დაიწყო ევროკავშირთან გაწევრიანების მოლაპარაკებები, ხოლო საქართველო იბრძვის მისი დემოკრატიისა და ევროპის წევრობისთვის.
მათი გუნდები გერმანიაში ისე ითამაშებენ, რომ რაც შეიძლება მეტმა თანამემამულემ თავი კარგად წარმოდგენილმა იგრძნოს. ევროპის ჩემპიონატი უფრო მეტია, ვიდრე უბრალოდ ბიზნესი."