გიორგი მამარდაშვილი "ბაიერნში" გადასვლასთან გავრცელებულ ჭორებზე:
"მიუნხენის "ბაიერნს" ჯერ კიდევ ჰყავს მსოფლიოში საუკეთესო მეკარე, მანუელ ნოიერი. ამიტომ, ამჟამად იქ გადასვლა შეუძლებელია.
მხოლოდ იმ შემთხვევაში წავალ, თუ ძირითადი მეკარე ვიქნები და ხშირად მათამაშებენ. თუ არ მოხდება ასე, მაშინ არ გადავალ." - განაცხადა მამარდამ.
საქართველოს ნაკრების და "ვალენსიას" ძირითადი მეკარის, გიორგი მამარდაშვილის ფასი ამჟამად 35 მილიონი ევროა.