"ბაიერნის" ქართველმა ფეხბურთელმა, ლუკა პარკაძემ დღევანდელი ვარჯიში "რეკორდმაისტერის" მთავარ გუნდთან ერთად ჩაატარა.
მიუნხენელთა მთავარმა მწვრთნელმა, ვინსენტ კომპანიმ მეორე გუნდიდან, მთავარი გუნდის შეკრებაზე რამდენიმე ფეხბურთელი დაიმატა.
მათ შორის მოხვდა 19 წლის ლუკა პარკაძეც, რომელმაც პროფესიონალური კარიერა "დინამო" თბილისში დაიწყო.
ფოტოები ვარჯიშიდან: