როგორც ცნობილია, ლეონ გორეცკას სახელს მადრიდის "ატლეტიკოში" და "ნაპოლიში" განიხილავენ. ამას გამოცემა "BILD"-იც ადასტურებს.
“ატლეტიკოში” ლეონ გორეცკას შეძენა ნამდვილად სურთ და ის სიაშიც ჰყავთ, ისევე როგორც "ნაპოლის", მაგრამ თუ გერმანელს ამ ორ კლუბს შორის არჩევანის გაკეთება მოუწევს, ეს მადრიდის "ატლეტიკო" იქნება.
ეს შესაძლო ტრანსფერი ნაკლებად სავარაუდოა, რომ გაოფიციალურდება რადგან ნახევარმცველი "ბაიერნის" ძირითადი ფეხბურთელია და კლუბის დატოვებას კიდევ ერთი სეზონი არ აპირებს.