ნოიერის განცხადების შემდეგ, რომ მან სანაკრებო კარიერა დაასრულა, მთელი ყურადღება ახლა მიუნხენის ბაიერნზეა. კლუბთან კონტრაქტი ერთ წელზე ნაკლებ დროში ეწურება, რა დროსაც ის 39 წლის გახდება, მისი მომავალი კი გაურკვეველი რჩება.
ბაიერნის აღმასრულებელი დირექტორი იან-კრისტიან დრეზენი განმარტავს, რომ მომთმენი მიდგომა ამ შემთხვევაში საუკეთესოდ ვარიანტია:
„მოხარულები ვართ, რომ მანუელი იქნება ბაიერნის კარში ამ სეზონში და დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ ვიქნებით წარმატებული მასთან ერთად.
მის მომავალზე ჯერ არ გვისაუბრია. მომდევნო რამდენიმე კვირა და თვე გვიჩვენებს, როგორ განვითარდება მოვლენები.”