მოგეხსსენებათ, ოქროს ბურთისთვის ბრძოლაში "ბაიერნის" ვარსკვლავი, ჯამალ მუსიალა ნომინირებული არ არის.
მაქს ებერლი ამ ფაქტს ეხმაურება:
"მოხარული ვარ ყველა ნომინირებული მოთამაშისთვის, მაგრამ ჩვენ "ბაიერნში" ძალიან გაკვირვებული ვართ, რომ ჯამალ მუსიალა აკლია ამ სიას.
ჯამალი ევროპის ჩემპიონატის ერთ-ერთი გამორჩეული მოთამაშე იყო, საუკეთესო თერთმეტეულში მოხვდა და ტურნირის ერთ-ერთი საუკეთესო ბომბარდირი იყო.
გარდა ამისა, "ბაიერნი" ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში გავიდა ჯამალის შესანიშნავი თამაშის წყალობით. ფაქტი, რომ ის გასული სეზონის 30 საუკეთესო მოთამაშეს შორისაც კი არ არის, ჩვენთვის სრულიად გაუგებარია.
ჩვენი თვალით, ჯამალი არის ერთ-ერთი ყველაზე მომხიბვლელი მოთამაშე საერთაშორისო ფეხბურთში, აბსოლუტურად განსაკუთრებული, უნიკალური შესაძლებლობებით. ჩვენ ძალიან ვამაყობთ იმით, რასაც ის აკეთებს "ბაიერნისთვის" და ასევე ეროვნული ნაკრებისთვის."