მოგეხსენებათ, მიუნხენის "ბაიერნის" ვარსკვლავი, იოზუა კიმიხი გერმანიის ნაკრების ახალი კაპიტანი გახდა.
პრესკონფერენციაზე საუბრისას, 29 წლის ფეხბურთელმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ კაპიტნის პოზიციის მისაღწევად უნდა იმუშაო.
"განსაკუთრებით სასიამოვნოა, როცა ვხედავ, საიდან მოვდივარ. ბავშვობაში, ბუნებრივია, ნაკრებში თამაშზე ოცნებობ, მაგრამ კაპიტნობაზე ოცნება არარეალურია. არავინ ოცნებობს კაპიტანობაზე.
ეს არის რაღაც ძალიან განსაკუთრებული. ასევე მიხარია, რომ ჩემს ირგვლივ მყოფი ხალხი ბედნიერია და მათ ნდობა გამომიცხადეს." - თქვა კიმიხმა.