ჯონათან ტა განმარტავს, თუ რატომ სურდა ლევერკუზენის დატოვება და მიუნხენში გადასვლა:
"მე ცხრა წელია ლევერკუზენში ვარ, აქ განვიცადე ყველა აღმავლობა და ვარდნა. მთავარი კი იყო გასული სეზონი, რომელშიც თითქმის ყველაფერი მოვიგეთ.
უკეთესი არც შეიძლებოდა ყოფილიყო და ამიტომ ვიფიქრე: თუ ლევერკუზენში კონტრაქტი გავაგრძელე ახლა, 28 წლის ასაკში, ეს ნიშნავს, რომ აქ ვითამაშებ 30 წლამდე.
საფეხბურთო კარიერა ხანმოკლეა და ამიტომ ჩემი იდეა იყო მისგან ყველაფერი გამომეტანა. მე უბრალოდ მინდა გამოვიყენო ის პოტენციალი, რომელიც ჩემს კარიერაშია." - განაცხადა გერმანელმა.