ბოლო ინტერვიუში დეივისს კიდევ ერთხელ ჰკითხეს გერმანულ კლუბში მისი მომავლის შესახებ.
"ჩემი მთელი ყურადღება ამ გუნდზეა მიმართული. ახლა აქ ვთამაშობ, მიუნხენის "ბაიერნში" და სწორედ ამაზე ვარ კონცენტრირებული.
ყველა თამაშის მოგება მინდა. ამიტომ ამ მომენტში არ ვფიქრობ მომავალზე. მიუხედავად იმისა, დავრჩები თუ დავტოვებ კლუბს, ეს გუნდი ყოველთვის იქნება ჩემს გულში.“, - თქვა დეივისმა.
კანადელს ასევე ჰკითხეს კონტრაქტის შესაძლო გახანგრძლივების შესახებ:
”ეს კარგი კითხვაა, თქვენ მოგიწევთ ამის შესახებ ჩემს აგენტთან საუბარი. ჩემი ყურადღება ახლა ყველა თამაშის მოგებაზეა. ამ მომენტში სხვა თემაზე არ ვფიქრობ.” - განაცხადა ალფონსომ.