თომას მიულერმა "ლევერკუზენთან" დაპირისპირების შესახებ ისაუბრა:
"ორივე გუნდი ერთ-ერთი ყველაზე საინტერესოა ბუნდესლიგაში. საერთაშორისო დონეზე, "ბაიერნი" მრავალი წლის განმავლობაში იყო ყველაზე დიდი გერმანული გუნდი, მაგრამ "ლევერკუზენმა" შეძლო ჩვენი დამარცხება [გასულ სეზონში].
მათ დაამყარეს რეკორდები, მაგრამ საქმე უფრო მეტად იმაზეა, თუ როგორ გააკეთეს ეს. იმის გათვალისწინებით, თუ როგორ თამაშობენ ფეხბურთელები, მათთან ყოველი შეხვედრა ნამდვილად რთული იქნება.
მათ შეუძლიათ ძალიან კარგი ფეხბურთის თამაში - დამატებულ წუთებში გოლების გატანა კი გასაოცარია." - თქვა მიულერმა.