ჯამალ მუსიალასთან კონტრაქტის მოლაპარაკებებში მიუნხენის "ბაიერნი" პროგრესირებს.
21 წლის ფეხბურთელს, რომელიც ევროპის ერთ-ერთ უნიჭიერეს ნახევარმცველად მიიჩნევა - "ბაიერნთან" კონტრაქტის ამოწურვამდე ორ წელზე ნაკლები რჩება.
მიუნხენელთა სპორტულმა დირექტორმა, მაქს ებერლმა აღიარა, რომ დისკუსიები არ წარიმართა ისე მშვიდად, როგორც მას იმედოვნებდა.
გერმანელი ფეხბურთელი ითხოვდა კვირაში დაახლოებით 300,000 ფუნტს. ახალ პირობებთან დაკავშირებით ჯერ არაფერია გადაწყვეტილი.