28 სექტემბერს, გაიმართა ბუნდესლიგური შეხვედრა მიუნხენის "ბაიერნსა" და "ლევერკუზენს" შორის. მატჩი ფრედ, 1 - 1 დასრულდა.
მანუელ ნოიერის პირველი კომენტარი თამაშის შემდეგ:
"ვფიქრობ, დღეს უფრო მეტს ვიმსახურებდით. ჩვენ უკეთესი გუნდი ვიყავით და მეტი შანსი გვქონდა.
ჩვენი გაშვებული გოლი კი გამაღიზიანებელი იყო. სამი ქულა დავიმსახურეთ."
ნოიერი იმის შესახებ, ნაკრებში ტერ შტეგენის ტრავმის შემდეგ ნაკრებში დაბრუნებაზე:
"ჩვენ გვყავს მინიმუმ ორი შესანიშნავი მეკარე, ოლივერ ბაუმანი და ალექსანდერ ნიუბელი.
ასევე არიან დანარჩენებიც, რომლებიც ამჟამად ტრავმირებულები არიან. არ არის საჭირო შეშფოთება."