გერმანიის ეროვნული ნაკრებისა და მიუნხენის „ბაიერნის“ ტალანტმა, ჯამალ მუსიალამ, ბავშვობის საყვარელ კლუბსა და მის მიერ აღტაცებულ ფეხბურთელებზე ისაუბრა:
„ჩემი ბავშვობის საუკეთესო გუნდი „ბარსელონა“ იყო. მათი ნახევარდაცვა, სადაც ჩავი, ინიესტა და ბუსკეტსი თამაშობდნენ, ძალიან მომწონდა.
მქონდა ლიონელ მესისა და ნეიმარის მაისურები. მესი ჩემი გმირი იყო. ამ გუნდის თამაშებს დაუსრულებლად ვუყურებდი,“ – აღნიშნა მუსიალამ.
დღეს ჯამალ მუსიალა უკვე 4 წელია მიუნხენის „ბაიერნის“ რიგებში თამაშობს და გერმანული გრანდი ცდილობს, ახალგაზრდა ვარსკვლავთან ხანგრძლივი კონტრაქტი გააფორმოს.