„ინსაიდერები“ ფიქრობენ, რომ ტომ ბიშოფი უფრო მეტად ემხრობა მიუნხენის „ბაიერნში“ გადასვლას.
გადაწყვეტილება შეიძლება მიღებულ იქნას ოთხშაბათს „ბაიერნსა“ და „ჰოფენჰაიმს“ შორის მატჩის შემდეგ. დროის გასვლასთან ერთად და ყოველი მორიგი მარცხის შედეგად, „ჰოფენჰაიმის“ შანსები, ბიშოფი დარჩენაზე დაითანხმოს, მცირდება.
ინფორმაცია, რომ „ბაიერნს“ ბიშოფის იჯარით გაშვება სურს, მცდარია. თუ ის კლუბს შეუერთდება, მას, სავარაუდოდ, ლეონ გორეცკას შეცვლისთვის განიხილავენ. ბიშოფით ასევე დაინტერესებულები არიან „აინტრახტი“ და „ლაიფციგი“.