მიუნხენის "ბაიერნს" ლევერკუზენის "ბაიერთან" ბოლო შეხვედრებში თამაში ძალიან გაუჭირდა.
ბოლო ექვს დაპირისპირებაში "ბაიერნმა" მხოლოდ ერთხელ მოიპოვა გამარჯვება – 2022 წლის სექტემბერში (ბუნდესლიგაში). ამავე პერიოდში "ლევერკუზენმა" სამჯერ გაიმარჯვა, ხოლო ორი მატჩი ფრედ დასრულდა.
ამ შედეგების ერთ-ერთი მთავარი მიზეზი "ლევერკუზენის" შეტევაში ფლორიან ვირცის შესანიშნავი თამაშია.
თუმცა, "ბაიერნთან" თამაში არც ვირცისთვის ყოფილა მარტივი.
Sky Sport-თან ბოლო ინტერვიუში ვირცმა აღიარა, რომ ამის მიზეზი ალფონსო დეივისია. კითხვაზე, თუ ვინ იყო ყველაზე რთული მეტოქე, ვირცმა თქვა:
"პირველ თამაშებში მის წინააღმდეგ თამაში მომიწია. ადვილი არ ყოფილა."