მატჩამდე 1 საათით ადრე ცნობილია გერმანელთა შემადგენლობა:
ბაუმანი - რუდიგერი, ტა, შლოტერბეკი - კიმიხი ©, გორეცკა, სტილერი, მიტელშტადტი - სანე, მუსიალა - კლაინდინსტი
სირთულეები არ ცხრება მიუნხენის ბაიერნისთვის ამ სანაკრებო პაუზის დროს.
თავდაპირველად კლუბმა გაიგო, რომ იონას ურბიგს გერმანიის 21-წლამდელთა ნაკრების დატოვება მოუწია მცირედი ტრავმის გამო. თუმცა ახლა საქმე უფრო სერიოზულია – ძირითადი მეკარე მანუელ ნოიერმა კუნთის ტრავმის აღდგენის პროცესში უკუსვლა განიცადა.
ნერვიულობის საფუძველი ნამდვილად გაჩნდა. ამის შესახებ განცხადება ოფიციალურად გამოაქვეყნა FCBayern.com-მა:
"მანუელ ნოიერი უკვე დაუბრუნდა აღდგენის ვარჯიშებს მას შემდეგ, რაც ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალის პირველ შეხვედრაში ლევერკუზენის წინააღმდეგ კუნთის დაჭიმულობა მიიღო.
ახლა კი ნოიერი კიდევ რამდენიმე დღით შეაჩერებს ვარჯიშებს, რადგან კუნთზე რეაქცია მიიღო."
ნაგელსმანი ტერ შტეგენზე:
"მარკი სწორ გზაზეა, მაგრამ თუ ის მზად არ იქნება, პირველი მეკარის პოზიციისთვის ბრძოლა დაიწყება.
თუმცა, მასთან კომუნიკაცია ასეთია - თუ ჯანმრთელად იქნება, სასტარტოდან დაიწყებს შეხვედრას.
ამ ეტაპზე ვაძლევთ დროს და ვნახავთ, რა იქნება."
იულიან ნაგელსმანისკენ ძალიან დიდი კრიტიკა წავიდა პავლოვიჩზე გაკეთებული კომენტარების გამო. კრიტიკოსების თქმით, ის მოთამაშეზე ზეწოლას ახდენდა, მაშინ როცა ფეხბურთელს სრული აღდგენა სჭირდება და დაბრუნება არ უნდა იჩქაროს.
ნაგელსმანი პასუხობს: „არაფერს ვაიძულებ მას. მე ვგულისხმობდი იმ პერიოდს, სანამ მას სარძევე ჯირკვლების ინფექცია დაემართებოდა. პავლოს სჭირდება სათამაშო რიტმი.
მე არასდროს ვაიძულებ ავადმყოფ ფეხბურთელს, რომ დაუყოვნებლივ გახდეს ჩვენი ძირითადი მოთამაშე. პავლომ იმდენი დრო უნდა აიღოს, რამდენიც სჭირდება, რომ გააგრძელოს თავისი შესანიშნავი პროგრესი.“
ფლორიან ვირცმა ლევერკუზენის ახალ შეთავაზებაზე პასუხი აპრილის დასაწყისში უნდა გასცეს.
ლევერკუზენი მას ახალ კონტრაქტს სთავაზობს 2028 წლამდე, რომელშიც გათვალისწინებულია დაახლოებით 125 მილიონი ევროს გამოსასყიდი პუნქტი, რომელიც 2026 წლიდან შევა ძალაში. იმ შემთხვევაში, თუ ვირცს ზაფხულში გუნდის დატოვება ენდომება, ლევერკუზენი მის სანაცვლოდ მინიმუმ 150 მილიონ ევროს მოითხოვს.
მიუხედავად ამისა, ვირცი და მისი მშობლები თვლიან, რომ საუკეთესო დრო კარიერაში შემდეგი ნაბიჯის გადასადგმელად იქნება 2026 წლის ზაფხული მსოფლიო ჩემპიონატის შემდეგ. ამიტომ, ლევერკუზენს ჯერ კიდევ აქვს დიდი შანსი, გერმანელი მომდევნო სეზონშიც შეინარჩუნოს.
არიენ რობენი ინტერვიუში:
• როგორია ბაიერნის ძალა 2025 წელს?ა
რობენი: „ვფიქრობ, ბაიერნი ძლიერია. ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალი საინტერესო იქნება იტალიური გუნდის წინააღმდეგ, რომელიც განსაკუთრებული სიძლიერით გამოირჩევა დაცვაში. ინტერის დამარცხება ყოველთვის რთულია. თუმცა, ბუნდესლიგაშიც კარგად გამოიყურებიან – ლევერკუზენს ექვსი ქულით უსწრებენ. გარედან თქმა ადვილია, მაგრამ ჩემთვის სხვა ჩემპიონი არ ჩანს, გარდა ბაიერნისა.“
• გაცდება თუ არა ბაიერნი ინტერს?
რობენი: „ვნახოთ. რთული და დაძაბული ბრძოლა იქნება. ბაიერნს მცირე უპირატესობა შეიძლება ჰქონდეს, მაგრამ ინტერი დაცვაში ძალიან, ძალიან ძლიერია. ასევე, კონტრშეტევებზე ძალიან სახიფათო გუნდია.“
ფრანკ რიბერი მაიკლ ოლისეზე:
„ის ძალიან კარგი მოთამაშეა. მარტივი არ არის, როცა ასეთ დიდ კლუბში ახალგაზრდა მოდიხარ და ენა არ იცი. თუმცა, ის მშვენივრად ართმევს თავს. მიხარია.“
• იქნება თუ არა ოლისე შემდეგი რიბერი?
რიბერი: „იმედია, ასე იქნება.“