სელტიკთან ფრედ თამაშის შემდეგ, მიუნხენის ბაიერნი ჩემპიონთა ლიგის შემდეგ ეტაპზე გადავიდა...
ჯამალ მუსიალა ლევერკუზენთან მატჩზე:
„ვფიქრობ, ამაზე უკვე ვისაუბრეთ – ამ სეზონში ბურთის კონტროლი ყოველთვის გვქონდა. ის, რაც ლევერკუზენის წინააღმდეგ მოხდა, როცა ასე ხშირად გვიწევდა დაცვა, არასდროს ყოფილა აქამდე.
ეს კარგი გამოცდილება იყო – რაღაც მსგავსი ერთხელ მაინც უნდა მომხდარიყო, რომ მისგან გვესწავლა. ახლა ამ გამოცდილებას მომდევნო მატჩებში გამოვიყენებთ.“
კრისტოფ ფროინდი იმაზე, შეეცდება თუ არა ბაიერნი ჯონათან ტას ტრანსფერს ზაფხულში:
„ამ ეტაპზე ეს ჩვენთვის აქტუალური თემა არ არის. შეგიძლიათ ნახოთ, რომ ჩვენი დაცვა ახლა ძალიან კარგად მუშაობს და მართლაც მყარია.
ცოტა გოლს ვუშვებთ, ამიტომ ამჟამად ძალიან, ძალიან კმაყოფილები ვართ.“