დღეს, გაიმართა ბუნდესლიგური შეხვედრა ბაიერნსა და აინტრახტს შორის. მატჩი მიუნხენელთა სასარგებლოდ, 4 - 0 დასრულდა...
მანუელ ნოიერის კონტრაქტის გახანგრძლივების შემდეგ, ალექსანდერ ნიუბელის ბაიერნთან ხელშეკრულებაც ავტომატურად ერთი წლით, 2030 წლამდე გაგრძელდა.
ეს პუნქტი გასული წლის აპრილის შეთანხმების ნაწილი იყო.
ნიუბელი შტუტგარტში იჯარით 2026 წლამდე რჩება, ხოლო ყველა მხარე ელოდება, რომ ის მომავალ სეზონსაც ისევ მანდ გაატარებს.
დაიო უპამეკანო ძალიან ახლოსაა ბაიერნთან კონტრაქტის გახანგრძლივებასთან 2026 წლის შემდეგაც.
მოლაპარაკებები უკვე კარგად წარიმართა. კლუბში არანაირი ეჭვი არ აქვთ, რომ უპამეკანო მომავალში გუნდის ერთ-ერთ მთავარ საყრდენად იქცევა, ამიტომ მისი ხელმოწერის უზრუნველყოფა სურთ რაც შეიძლება მალე.
სავარაუდოდ, უპამეკანო ახალ კონტრაქტს იოზუა კიმიხზე ადრე მოაწერს ხელს.