ლეროი სანე ოდესღაც გერმანიის ეროვნული ნაკრების განუყოფელი ნაწილი იყო, მაგრამ 4 თვე გავიდა მას შემდეგ, რაც მიუნხენის "ბაიერნის" ფეხბურთელმა ბოლოს ითამაშა თავისი ქვეყნისთვის.
28 წლის გარემარბი კვლავ გამოტოვებს ნაკრების მომავალ თამაშებს უეფას ერთა ლიგაზე და ალბათ, მისი ამჟამინდელი ფორმის გათვალისწინებით, ეს კარგიცაა.
ფლორიან პლეტენბერგის მოხსენების თანახმად, სანეს სწორედ ახლა ესაჭიროება ის, რომ მას დრო მივცეთ, რათა ხელახლა იპოვნოს ფორმა.
თუმცა ის მარტო არ არის, ლეონ გორეცკა ასევე დატოვა შემადგენლობის გარეთ ნაგელსმანმა.
გუშინ გარდაცვლილი მაყურებელი 2006-2012 წლებში ლუქსემბურგის ქალთა ეროვნული საფეხბურთო ნაკრების ყოფილი მთავარი მწვრთნელი, 66 წლის რომენ ჟანია.
მას სტადიონზე ინფარქტი დაემართა და პირველადი დახმარების თანამშრომლებმა ყველაფერი გააკეთეს მის შესანარჩუნებლად, სანამ საავადმყოფოში გადაიყვანეს ინტენსიური თერაპიის ქვეშ, მაგრამ ის გზაში გარდაიცვალა.
ჟანი ცნობილი ფიგურა იყო ლუქსემბურგის საფეხბურთო საზოგადოებაში.
კრისტოფ ფროინდი ამბობს, რომ “ბაიერნი” იანვრის სატრანსფერო ფანჯარაში აქტიურობის საფუძველს ვერ ხედავს. "ჩვენ ძალიან კმაყოფილები ვართ ამჟამინდელი შემადგენლობით. ახლა ვერ ვხედავთ საჭიროებას, რომ რაიმე გავაკეთოთ.
ჩვენ ვართ ისეთ სიტუაციაში, როდესაც ზოგიერთ მნიშვნელოვან მოთამაშეს აქვს კონტრაქტები, რომლებსაც ვადა მალე გაუვათ - სწორედ ამაზე ვართ ორიენტირებულები.
ამჟამად კონცენტრირებულები ვართ იმ გუნდზე, რომელიც ჩვენს განკარგულებაშია. გასაკეთებელი ბევრია."
ჰარი კეინი "ბენფიკასთან" გამარჯვებაზე: "თითქმის მთელი თამაშის განმავლობაში ჩვენ დომინანტები ვიყავით. მათ საერთოდ არ შეუქმნიათ ბევრი პრობლემა. ნამდვილად კარგია გამარჯვების მოპოვება.
უბრალოდ, ბოლო მესამედში ცოტა სიმშვიდე გვაკლდა, რომ მეორე და მესამე გოლები გაგვეტანა. ჩვენ ვთამაშობთ უამრავ თამაშს მოკლე დროში, ასე რომ დომინირება ისე, როგორც ჩვენ გავაკეთეთ, ნამდვილად სასიამოვნოა.
ჩვენდა საბედნიეროდ, ჯამალმა გოლი თავის დროზე გაიტანა, შემდეგ კი ჩვენ ვდომინირებდით და იმ გუნდს დავემსგავსეთ, რომელიც შემდეგ გოლს გაიტანდა.
ახლა მშვიდად უნდა ვიყოთ, საბოლოოდ ეს სამი ქულაა და ჩვენთვის მნიშვნელოვანია იმ სტარტის შემდეგ, რაც გვქონდა."
ჩემპიონთა ლიგის მატჩში “ბენფიკასთან”, “ბაიერნის” 1-0 გამარჯვება სამწუხარო მოვლენამ დაჩრდილა.
"ალიანც არენას" ტრიბუნაზე სასწრაფო სამედიცინო დახმარება თამაშის დაწყებიდან მალევე გამოჩნდა.
ასევე “ბაიერნის” ფან დაჯგუფებამ თავი შეიკავა ჩვეული ხმამაღალი ქომაგობისგან მათი გუნდისთვის.
ფინალური სასტვენიდან დაახლოებით ერთი საათის შემდეგ, გერმანიის რეკორდსმენებმა სამწუხარო ამბავი მიიღეს, რომ გულშემატკივარი საავადმყოფოში მიყვანის გზაზე გარდაიცვალა. “ბაიერნი” გულშემატკივართა ახლობლებთან ერთად გლოვობს.