ლოთარ მათეუსი ჯამალ მუსიალაზე და მაღალი ხელფასის მოთხოვნაზე: "როგორც მესისთვის არ იყო ლიმიტი, ჩემი აზრით, არც მუსიალასთვის არ უნდა იყოს. თქვენ ის გჭირდებათ არა მხოლოდ სპორტული მიზეზების გამო.
თქვენ გჭირდებათ მუსიალა, როგორც სარეკლამო სახე საერთაშორისო მარკეტინგისთვის. ეს არის ღირებულება, რომელსაც ფულით ვერ იყიდი.
ჩემი აზრით, მუსიალას აქვს თავისუფალი არჩევანი. მას პრაქტიკულად თავად შეუძლია დაწეროს ციფრები, როგორც ერთხელ ფრანც ბეკენბაუერმა თქვა ჩემზე.
თუ მანუელ ნოიერი და ლევანდოვსკი წელიწადში 25 მილიონს შოულობენ ან გამოიმუშავებენ, ვფიქრობ, რომ მუსიალაც ამ კატეგორიას მიეკუთვნება.
ხუთი წელი 25 მილიონი წელიწადში პლუს ხელმოწერის საფასური, ეს იქნება 150 მილიონი. ეს იქნება კარგი ფასი და, ჩემი აზრით, გონივრული თანხა."
ვიქტორ გიოკერესი მიუნხენის "ბაიერნის" რადარზეა. მისი "სპორტგინგთან" დაშორება სავარაუდოა მომავალ ზაფხულს.
შვედი ფეხბურთელი ამჟამად ყველაზე სასურველი ფორვარდია ევროპაში. ამჟამად სენსაციურ ფორმაში მყოფმა 26 წლის ფეხბურთელმა სულ ახლახან აჩვენა თავისი კლასი, როდესაც მან 4 გოლი გაიტანა მანჩესტერ სიტის წინააღმდეგ ჩემპიონთა ლიგაზე.
"BILD"-ის მოხსენების თანახმად, გიოკერესი შეიძლება 75 მილიონ ევროდ იყიდონ მომავალ ზაფხულს.
მიუნხენის "ბაიერნის" ქალთა გუნდის ვარსკვლავს, მარია გროსს კიბო აღმოაჩნდა.
23 წლის გროსმა, ემოციურ ვიდეოში გამოაცხადა, რომ თამაშს "განუსაზღვრელი ვადით" დატოვებს, რათა კონცენტრირება მოახდინოს გამოჯანმრთელებაზე.
გერმანელმა მეკარემ თქვა: "ავადმყოფობა ის გამოწვევაა, რომლის გადალახვაც არასდროს მიფიქრია, რომ მომიწევდა. მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ იმ დახმარებით, რომელსაც ახლა ყველა მხრიდან ვიღებ, გავუმკლავდები და კვლავ სრულიად ჯანმრთელი გავხდები".
გროსმა "ბაიერნში" 81 მატჩი ჩაატარა მას შემდეგ, რაც 2019 წელს ბოხუმიდან გადმოვიდა, მოიგო გერმანიის სამი ტიტული და გერმანიის სუპერთასი. "ბაიერნი" ასევე დათანხმდა მისი კონტრაქტის გაგრძელებას მომავალ ზაფხულამდეც.
გავრცელდა ინფორმაცია, რომ დეივისი მადრიდის "რეალში" გადაწყვეტილი იყო თუმცა, ფეხბურთელის აგენტი უარყოფს მადრიდის "რეალთან" შეთანხმების შესახებ. "ეს სიმართლეს არ შეესაბამება, თუმცა ფეხბურთელს ბევრი ვარიანტი აქვს, ჩვენ არცერთ კლუბთან არ შევთანხმებულვართ.
"ბაიერნიც" შეიძლება იყოს ვარიანტი. ნებისმიერი ინფორმაცია, რომელიც სხვაგვარად მიუთითებს, არასწორია."