bayern.ge სიახლეები გვერდი 163
მაქს ებერლი მუსიალასთან კონტრაქტის მოლაპარაკებებზე საუბრობს
მაქს ებერლი მუსიალასთან კონტრაქტის მოლაპარაკებებზე:

„ჩვენ ვაკეთებთ ჩვენს საქმეს. ვაწარმოებთ მოლაპარაკებებს. ამის შესახებ გამოვაცხადებთ ინფორმაციას მაშინ, როცა რაიმე იქნება სათქმელი.

ორივე მხარეს აქვს თავისი სურვილები. ასევე არსებობს გუნდის გეგმა მომდევნო რამდენიმე წლისთვის.

ჩვენ განვიხილავთ მას, იქნება ეს კიმიხთან, მუსიალასთან, სანესთან, ნოიერთან თუ დეივისთან. გუნდი კარგ მოლაპარაკებებშია."
ვიხილავთ თუ არა მიულერს კარიერის დასრულების შემდეგ ხელმძღვანელობაში?
პასუხისმგებელმა ადამიანებმა მიულერს უთხრეს, რომ მათ სურთ კარიერის დასრულების შემდეგ თომასის სხვა როლში ხილვა.

იქნება ეს კლუბის წარმომადგენელი თუ აქტიური როლი მენეჯმენტში.

გერმანიის ფედერაცია ასევე ცდილობს დაარწმუნოს მიულერი ნაკრების ხელმძღვანელობაში წასვლაზე.
"ბაიერნი" დეივისის აგენტთან საუბარს არ აპირებს - ცნობილია დეტალები
"ბაიერნს" არ სურს ალფონსო დეივისის აგენტთან საუბარი.

ისინი დაინტერესებულნი არიან თავად მოთამაშესთან კავშირის შენარჩუნებაში, მაგრამ პოტენციური ახალი გარიგება უფრო რთული ხდება.

მადრიდის "რეალს" ძალიან სურს დეივისი და კვლავ ფავორიტია მის უფასო ტრანსფერზე.

ასევე მანჩესტერ "იუნაიტედს" ექნება შანსი, თუ ისინი მზად არიან დააკმაყოფილონ დეივისის ფინანსური მოთხოვნები.
"ბაიერნი" და "ბარსელონა" პორტუგალიელი ვარსკვლავისთვის იბრძოლებენ
"ბარსელონას" შესაძლოა ძალიან გაურთულდეს "პორტუს" მეკარის, დიოგო კოშტას შეძენა.

კატალონიელები აუცილებლად ჩაერთვებიან ცხარე სატრანსფერო ბრძოლაში მიუნხენის "ბაიერნთან" პორტუგალიელისთვის.

"ბარსას" მეკარე, ტერ შტეგენი მიმდინარე სეზონის დასრულებამდე 33 წლის გახდება და მისმა ასაკმა უდროო ხანგრძლივ ტრავმასთან ერთად აიძულა "ბარსელონა" შეეხედა ახალგაზრდა მეკარეებისთვის, რის შედეგადაც მათ 25 წლის კოშტა შესანიშნავ კანდიდატად მიიჩნიეს.

თუმცა, მათ სასტიკი კონკურენცია ექმნებათ "ბაიერნისგან", რომელსაც 38 წლის მანუელ ნოიერი ჰყავს.
კომპანი: "კიმიხი თამაშობს ყოველ წუთს იმიტომ, რომ ამას იმსახურებს"
"ბაიერნმა" ვენსან კომპანის ხელმძღვანელობით 1170 წუთი ითამაშა. იოზუა კიმიხი კი ყოველი მათგანისთვის იყო მოედანზე.

კომპანი ამის შესახებ საუბრობს:

"კიმიხი თამაშობს ყოველ წუთს იმიტომ, რომ ამას იმსახურებს.

ის ბევრს მუშაობს როგორც ვარჯიშზე, ასევე თამაშებზე. საუბარია არა მხოლოდ ნიჭზე, არამედ თქვენს გულზე და მუშაობის ტემპზე.

ეს არის უმაღლეს დონეზე ყოფნის ნაწილი. იოზუა არის ფეხბურთელი, რომელიც ამას ასხივებს."
"მას დიდი სიხარული მოაქვს გუნდში" - კომპანი მუსიალაზე
ვენსან კომპანი ჯამალ მუსიალას შესახებ:

"ის სწორ ნაბიჯებს დგამს. მას დიდი სიხარული მოაქვს გუნდში.

ჩვენ ვზრუნავთ, რომ ის ასეთი შევინარჩუნოთ. იმედია მას შეუძლია გააგრძელოს ისე, როგორც "მაინცთან" იყო.

ჩვენ მხარს ვუჭერთ. ხანდახან ყველაფერი კარგად არ მიდის და როცა ყველაფერი კარგად მიდის, ყოველთვის მეტის გაკეთება შეგიძლია."
"კარგი იქნება თუ ამაზე დაფიქრდება.." - მიულერი მუსიალას მომავლის შესახებ
თომას მიულერი ჯამალ მუსიალას მომავლის შესახებ საუბრობს:

„ვფიქრობ, ჯამალმა იცის, რამდენად მნიშვნელოვანია ის გულშემატკივრებისთვის და რამდენად უყვარს ხალხს.

არა მხოლოდ მიუნხენში, არამედ მთელ გერმანიაში.

"ბაიერნიდან" წასვლის გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, კარგი იქნება თუ ამაზე დაფიქრდება."
გერმანიის თასის მერვედფინალში კვალიფიცირებული გუნდები
გერმანიის თასის მერვედფინალში კვალიფიცირებული გუნდები:

• ბაიერნი
• აუგსბურგი
• ლევერკუზენი
• ლაიპციგი
• კარლსრუე
• კიოლნი
• რეგენსბურგი
• შტუტგარტი
• ვოლფსბურგი
• აინტრახტი
• ფრაიბურგი
• ჰერტა
• ვერდერის ბრემენი
• ბილეფელდი
• დარმშტადტი
• ჰოფენჰაიმი
“მაინცი” - “ბაიერნი” (ოფიციალური სასტარტო შემადგენლობა)
დღეს, თბილისის დროით 23:45 - საათზე, “ბაიერნი” გერმანიის თასზე დაუპირისპირდება “მაინცს”.

მატჩამდე 1 საათით ადრე ცნობილია მიუნხენელთა შემადგენლობა:

ნოიერი © - ლაიმერი, დაიერი, კიმი, დეივისი - კიმიხი, პალინია - სანე, მუსიალა, გნაბრი - კეინი. 
“მაინცთან” შეხვედრას “ბაიერნის” 4 ფეხბურთელი გამოტოვებს
დღეს, თბილისის დროით 23:45 - საათზე, მიუნხენის “ბაიერნი” გერმანიის თასზე “მაინცს” დაუპირისპირდება.

მატჩამდე ცნოვილია იმ ფეხბურთელების ვინაობა, რომლებიც შეხვედრას გამოტოვებენ:

• ალექსანდარ პავლოვიჩი 
• ჰიროკი იტო 
• იოსიპ სტანიშიჩი
• საშა ბოე
მიულერი შესაძლოა ამერიკაში გადავიდეს - რა შემთხვევაში მოხდება ეს?
თომას მიულერს ჯერ კიდევ არ მიუღია საბოლოო გადაწყვეტილება იმის შესახებ, დაასრულებს თუ არა კარიერას 2025 წლის ზაფხულში.

თუ მან გადაწყვიტა კარიერის გაგრძელება, მაგრამ “ბაიერნი” არ დათანხმდება, მიულერი არ ითამაშებს სხვა ევროპულ გუნდში.

თუმცა, როგორც ამბობენ, ამერიკის კლუბები მისთვის საკმაოდ მიმზიდველია - მით უმეტეს, რომ ეს ქვეყანა 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატს უმასპინძლებს.
  • ბომბარდირები
  • ასისტენტები
  • ბარათები
1
ჰარი კეინი
გოლი: 54 14 34 6
2
მაიკლ ოლისე
გოლი: 21 6 13 2
3
ლუის დიასი
გოლი: 20 7 11 2
1
მაიკლ ოლისე
ასისტი: 26 5 19 2
2
ლუის დიასი
ასისტი: 17 3 13 1
3
იოზუა კიმიხი
ასისტი: 10 2 6 2
1
კონრად ლაიმერი
7 0 2 5 0
2
ლუის დიასი
8 2 1 8 1
3
დაიოტ უპამეკანო
6 0 1 3 2