მაქს ებერლი: "ბარსელონას წინააღმდეგ თამაშს არ უნდა ვუყუროთ. ჩვენ ვიმუშავეთ მთელი თამაშის განმავლობაში, იქ 4-1 წავაგეთ, მეორე ტაიმი არ იყო კარგი.
ახლა ჩვენ სამი მატჩის შემდეგ კარი სუფთად შევინარჩუნეთ. ეს გვაძლევს განცდას, რომ ჩვენ გვჭირდება ეტაპობრივად განვითარება.
ჩვენ გვყავს ახალი მწვრთნელი, ჩვენ ფეხბურთს სხვანაირად ვთამაშობთ, ფაქტია, რომ რაღაცეების ადაპტირება უნდა მოხდეს და ეს კარგია, მაგრამ გუნდმა ეს გააკეთა და ჩვენ ძალიან კარგად გამოვდივართ ბუნდესლიგაში."
გრეგორ კობელი იმედგაცრუებული და გაბრაზებულია “დორტმუნდის” ცუდი თამაშების შემდეგ.
მიუხედავად იმისა, რომ მან გასულ წელს გაახანგრძლივა კონტრაქტი 2028 წლამდე, შვეიცარიელ მეკარეს ტიტულების მოგება სურს და გამორიცხული არ არის, თუ კლუბს დროზე ადრე დატოვებს.
“ბაიერნი” იმ კლუბებს შორის იყო, რომლებსაც კობელი ჰყავდათ რადარზე, მაგრამ ამ დროისთვის კონკრეტული არაფერია.