bayern.ge სიახლეები გვერდი 287
ნაგელსმანმა კლუბს "ლაიფციგის" ფეხბურთელის ტრანსფერი მოსთხოვა
"ბაიერნის" მთავარმა მწვრთნელმა, იულიან ნაგელსმანმა, თავის კლუბს "ლაიფციგიდან" ფეხბურთელის შეძენა მოსთხოვა.
კიმიხის ახალი კონტრაქტის დეტალები ცნობილია
როგორც მოგეხსენებათ, იოზუა კიმიხი და "ბაიერნი" ახალი კონტრაქტის პირობებზე ვერ თანხმდებოდნენ. გერმანელი ფეხბურთელი თავისი დაბალი ხელფასის გამო გაუნაწყენდა კლუბს და მომატება მოსთხოვა, "რეკორდმაისტერმა" კი ბევრი ფიქრის შემდეგ იოზუას გუნდში დარჩენის სანაცვლოდ სურვილი აუსრულა.
ნაგელსმანს მიუნხენში კიდევ ერთი ყოფილი "ლაიფციგელი" მოჰყავს
მიუნხენის "ბაიერნის" რიგებში, შესაძლოა, "ლაიფციგის" კიდევ ერთი ყოფილი წევრი ვიხილოთ.

გერმანული გამოცემა BILD-ის ინფორმაციით, იულიან ნაგელსმანს თავის გუნდში ექიმი მაქსიმილიან პელკას ხილვა სურს.

გამოცდილი სპეციალისტი ფეხბურთელების მენტალურ მდგომარეობას შეაფასებს და მათთან ინდივიდუალური საუბრები ექნება ხოლმე.

სპორტული ფსიქოლოგი "ლაიფციგის" რიგებში 4 წელი მუშაობდა. ის "ბაიერნს" 1 სექტემბერს შეუერთდება.
კიმიხის კონტრაქტით "ბაიერნი" ორ პრობლემას გადაჭრის
იოზუა კიმიხთან ახალი კონტრაქტის გაფორმების შემთხვევაში მიუნხენის "ბაიერნი" კიდევ ერთ მნიშვნელოვან პრობლემას გადაჭრის.

გერმანული გამოცემების ინფორმაციით, იმ შემთხვევაში, თუ იოზუა "რეკორდმაისტერთან" შეთანხმებას მიაღწევს, მაშინ გუნდში ლეონ გორეცკაც დარჩება.

მოგეხსენებათ, ორივე ფეხბურთელს კლუბთან კონტრაქტი 2023 წელს ეწურება. კიმიხთან მოლაპარაკებები უკვე დასკვნით ფაზაშია შესული და სავარაუდოდ, ის მალევე გახანგრძლივდება, გორეცკასთან კი საქმე უფრო რთულადაა.

წყაროს ცნობით, ფეხბურთელებს ერთმანეთთან ძალიან კარგი ურთიერთობა აქვთ და სწორედ ეს გახლავთ მიზეზი იმისა, რომ ლეონი თანაგუნდელის პასუხს ელოდება.
ნუბელი: "სწორედ ამიტომ ავირჩიე მონაკო"
ალექსანდერ ნუბელი "მონაკოში" გადასვლაზე საუბრობს. მას პრეს-კონფერენცია ჰქონდა სადაც სხვადასხვა საკითხებსაც შეეხო.

"მონაკო" იმითომ ავირჩიე, რომ მშვენიერი შანსი იყო ჩემთვის. მინდოდა სხვა ქვეყანაში, სხვა გამოცდილების მიღება. ეს სწორი გადაწყვეტილება იყო და ბედნიერი ვარ."

"უკვე ვსწავლობ ახალ ენასაც, გუნდში გერმანულიც ესმინთ მცირე დოზით, თუმცა ფრანგულად ყველაფერი უფრო ადვილად მოგვარდება."

"იმედი მაქვს მაე გავივლი აკიმატიზაციას და შევეწყობი ახალ ფეხბურთელებსა და ლიგა 1-ს. უკეთესი იქნება, თუ აქ ორი წლით დავრჩები.", - განაცხადა ნუბელმა პრესასთან.




სასიხარულო სიახლე: "ბაიერნის" ფეხბურთელმა ვარჯიში განაახლა
რამდენიმე დღის წინ შემოგთავაზეთ სტატია იმის შესახებ, რომ მიუხენელებს არც ერთი მარცხენა მცველი სეზონის სტარტზე არ ეყოლებოდათ.

თუმცა დღეს გავცელდა ინფორმაცია და სურათიც, რომ აფონსო დევისი ვარჯიშს დაუბრუნდა და ინდივიდუალურად მსუბუქად იტვირთავს თავს.

მოგეხსენებათ, მას მუხლის ტრამვა ჰქონდა, რაც ასე თუ ისე რთული სამკურნალო გახლდათ.

კანადელის დაბრუნებას სექტემბრამდე მაინც არ ელიან და ის სეზონის საწყის თამაშებს მაინც გამოტოვებს დიდი ალბათობით.
ოფიციალურად: "ბაიერნის" სეზონის სადებიუტო მატჩი კოვიდის გამო გადაიდო
რამდენიმე საათის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ მუხენელთა სეზონის პირველი მატჩი, სათასო დაპირისპირების პირველი რაუნდი გადაიდო.

"ბაიერნის" მეტოქე "ვერდერი" გახლდათ და ზუსტად მეტოქე გუნდის ფეხბურთელების კარანტინში გადაყვანის გამო გადაიდო მატჩიც. 

DFB Pokal-ის წარმომადგენლება გადაწყვიტეს თამაშის გადადება და საკოორდინაციო საბჭო გადაწყვეტს, როდის აიღებს სტარტს ტურნირი ამ ორი გუნდისათვის.
გორეცკას შემდეგ კიდევ ერთი, ბაიერნის ლაზარეთი იზრდება
6 აგვისტოს მიუნხენის "ბაიერნი" სეზონის პირველ ოფიციალურ მატჩს ჩაატარებს. გუნდი სათასო შეხვედრაში ბრემენის "ბრემერს" ესტუმრება.

"რეკორდმაისტერი" სეზონის სტარტს არაერთი ტრავმირებული ფეხბურთელით ხვდება.

მიუხენელებს სეზონის სტარტზე არც ერთი მარცხენა მცველი არ ეყოლებათ. მათთან ერთად ლაზარეთს ტოლისო, მარკო როკა და გორეცკაც ავსებენ. ეს უკანასკნელი ტრამვილებულებს გუშინ შეემატა.

კინგსლი კომანი კი არის ფეხბურთელი, რომელიც რეკორდმაისტერს სხვებთან ერთად ვერ დაეხმარება გუნდს. მან გუშინდელი ვარჯიში გამოტოვა და არც დღეს გახლდათ გუნდთან ერთად. ტრამვის მიზეზად ტკივილი ნეკნების არეში სახელდება.


"ბაიერნის" რადარზე "პსჟს" ფეხბურთელი გამოჩნდა
მიუნხენის "ბაიერნი" ახალი მარჯვენა მცველის ძიებას აქტიურად განაგრძობს.

ფრანგული გამოცემების ინფორმაციით, ამჯერად "რეკორდმაისტერის" რადარზე "პსჟს" ახალგაზრდა ფეხბურთელი, ტიმო კერერი გამოჩნდა.

წყაროს ცნობით, კერერი გერმანიაში ძალიან მოსწონთ და ის არაერთი სკაუტის ყურადღების ქვეშ მოექცა.

კერერს პარიზული კლუბი 20 მილიონ ევროდ აფასებს. ტრანსფერში "ბაიერნს" დორტმუნდის "ბორუსია" და "გლადბახი" ეცილებიან.
კიდევ ერთი ტრავმა - "ბაიერნს" სეზონის დაწყებამდე მორიგი ლიდერი დაუშავდა
6 აგვისტოს მიუნხენის "ბაიერნი" სეზონის პირველ ოფიციალურ მატჩს ჩაატარებს. გუნდი სათასო შეხვედრაში ბრემენის "ბრემერს" ესტუმრება.

"რეკორდმაისტერი" სეზონის სტარტს არაერთი ტრავმირებული ფეხბურთელით ხვდება.

უკვე გადაწყვეტილია, რომ სექტემბრამდე ვერ დაბრუნდებიან ლუკას ერნანდესი და ალფონსო დეივისი. ასევე ტრავმირებულები არიან მარკ როკა და კორენტინ ტოლისო.

დღეს დაშავებულთა სიას ლეონ გორეცკაც შეუერთდა. გერმანელმა ვარჯიშის დროს ბენჟამინ პავართან საჰაერო ორთაბრძოლისას მიიღო დაზიანება. გორეცკა მუხლზე იკიდებდა ხელს.

საბედნიეროდ, ფეხბურთელმა მალევე შეძლო ვარჯიშის განახლება, თუმცა ინდივიდუალურად ჩაამთავრა სესია.

ამ მომენტისთვის უცნობია, რამდენად სერიოზულია გორეცკას დაზიანება.
საგანგაშო სიტუაცია - "ბაიერნი" მარცხენა მცველის გარეშე რჩება
მოგეხსენებათ, ამ დროისათვის მიუხენის "ბაიერნში" ორი მაღალი კლასის მარცხენა მცველი, ალფონსო დევისი და ლუკას ერნანდესი, თამაშობენ.

სამწუხარო ინფორმაცია გავრცელდა რამდენიმე წუთის წინ "ბაიერნის" ფანებისათვის გამოცემა Sky Germany-ის მიერ.

რეკორმაისტერებს სექტემბრის თვის დასაწყისამდე არც ერთი მარცხენა მცველი მწყობრში არ ეყოლებათ. გამოდის, რომ ამ დროისათვის გუნდი მაღალი კლასის მარცხენა მცველის გარეშეა და ასეც დაიწყებს ბუნდესიგას, რომელიც 13 აგვისტოს დაიკავებს ჩვენს ტელეეკრანებზე საკუთარ ადგილს. 
"ბაიერნი" "ჩელსის" ახალგაზრდა ტალანტს უმიზნებს
"ბაიერნსა" და ლონდონის "ჩელსის" შორის 16 წლის ემრან სოგლოს გარშემო მოლაპარაკებები მიმდინარეობს.

ემრან სოგლო "ჩელსის" აკადემიის აღზრდილი გახლავთ, თუმცა მას კვირის ბოლოს გუნდთან კონტრაქტი უმთავრდება.

ის ამ კვირაში "ბაიერნის" აკადემიაში დაიწყებს მომზადებას. საბოლოო გადაწყვეტილება მის დარჩენა-არ დარჩენასთან დაკავშირებით მიღებული არ არის, თუმცა სოგლოს ალიანს არენაზე თამაშს ურჩევენ.

FussballTransfers-თან ფეხბურთელის აგენტმაც ისაუბრა: "ბაიერნთან" მოლაპარაკებები მიმდიანრეობს, თუმცა არაფერია გადაწყვეტილი. ასევე ვესაუბრებით სხვა ევროპულ კლუბებს. ჩვენ გავაკეთებთ გონივრუ არჩევანს და სოგლოს კარიერისათვის მაქსიმალურად მართებულ გუნდს ავარჩევთ."

სოგლო ნახევარმცველია, რომელსაც ცენტრში, 10 ნომერზე და ფლანგზეც შეუძლია თამაში.
ფლიკი: "ჩემთვის საფეხბურთო ასაკს ლიმიტი არ გააჩნია, კარი ყველასთვის ღიაა"
ჰანს ფლიკის საკმაოდ ვრცელ ინტერვიუს მეორე სტატიადაც შემოგთავაზებთ, სადაც ის გერმანიის ნაკრების ვეტერან ფეხბურთელებზეც საუბრობს.

"ჩემთვის არ არსებობს საფეხბურთო ასაკის ლიმიტი, რადგან, თუ ფეხბურთელს თამაში უმაღეს დონეზე წარმატებულად შეუძლია, რა მნიშვნელობა აქვს მის ასაკს."

"მე ვესაუბრე მიულერსაც და ჰუმელსსაც და მათ იციან, რომ კარი ყოველთვის ღია ექნებათ, მთავარია ფორმაში იყვნენ."

"ჩვენ საუკეთესო გერმანელ ფეხბურთელებთან ერთად ვიმუშავებთ, ისეთებთან, რომლებიც ამტკიცებენ, რომ მართაც საუკეთესოები არიან. ჩემთვის საკმარისია ფეხბურთელმა დამანახოს, რომ ის საკმარისზე უფრო კარგია ნკრებისათვის."

"სექტემბერში სამ თამაშს გავმართავთ და ვიცით, რომ უდიდესი გამოცდა იქნება ეს ჩვენთვის, თუმცა მიზანი ერთია - გოლს მოაქვს გამარჯვება. გვჭირდება გოლები, იმისათვის, რომ 9 ქულა მოვიპოვოთ.", - განაცხადა ფლიკმა ინტერვიუს დასასრულს.
ფლიკი: "იყო ნაკრების მწვრთნელი დიდი პასუხისმგებლობაა, ჩვენ საინტერესო ფეხბურთს ვითამაშებთ"
ჰანს ფლიკმა, გერმანიის ნაკრებში ახლადდანიშნულმა თავკაცმა, ვრცეი ინტერვიუ შემოგვთავაზა, ერთ-ერთ უცხოურ გამოცემასთან.

ის გერმანიის ნაკრებში მის მომავალზე, საფეხბურთო ფილოსოფიასა და სამომავლო გეგმებზე საუბრობს.

"ჩემთვის ნაკრებში მუშაობა უდიდესი პასუხისმგებლობაა, ჩემგან საუკეთესოს ელოდეთ. წარმატების მიღწევა ნაკრებში ურთულესია, თუმცა ამაში ყველაფერი, რომ ჩადო რაღაც გამოვა. უმთავრესი სამომავლო მიზანი არის შეთამაშებული და საინტერესო ფეხბურთის თამაში."

"ამ წელს 7 მატჩი გველის და ეს ძალიან დიდი გამოწვევაა ჩვენთვის. საკვალიფიკაციოს ჯგუფში პირველ ადგილზე უნდა გავიდეთ და ამისათვის ყველაფერს გავაკეთებთ.", - განაცხადა ფლიკმა.

შეგახსენებთ, რომ "ბაიერნის" ყოფილმა თავკაცმა, გერმანიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე ლეგენდარული იოახიმ ლოვი შეცვალა.
ზირკზეს მომავალი გაირკვა - ახალგაზრდა ფორვარდი იჯარით მიდის
მიუხენის "ბაიერნის" ახალგაზრდა შემტევი, ჯოშუა ზირკე ახალ კლუბში გადავიდა. 

იწერებოდა, რომ ზირკე ცალი ფეხით უკვე ვერონას ფეხბურთელი იყო, თუმცა მოვლენები სულ სხვანაირად განვითარდა.

გავლენიანი ჟურნალისტი, ფაბრიციო რომანო, ადასტურებს, რომ ჯოშუა "ანდერლეხტის" მხარეს შეუთანხმდა და მათ შორის საიჯარო ხელშეკრულება აუცილებლად გაფორმდება.

მხარეებს შორის ხელშეკრულება მომავალ კვირაში ნებისმიერ შემთხვევაში გაოფიციალურდება და "ბაიერნის" თავდამსხმელი შემდეგ სეზონს ბელგიაში ჩაატარებს.
"ბაიერნი" ხვალ "ნაპოლთან" ამხანაგურ მატჩს გამართავს
მიუხენის "ბაიერნი" პრე-სეზონზე მორიგ ამხანაგურ მატჩს გამართავს იტალიურ "ნაპოლთან".

იულიან ნაგელსმანმა განაცხადა, რომ მატჩში მონაწილეობას ის ფეხბურთელები მიიღებენ, რომლებიც სრულად ჯანმრთელნი არიან და ფორმაშიც ხვდებიან შეხვედრას.

აღსანიშნავია, რომ სულემ ტრამვა მიიღო დღეს ვარჯიშზე და ხვალინდელ მატჩს გამოტოვებს. 

მატჩს 10 000 მაყურებელი დაესწრება ალიანს არენაზე. დაშვებული 20 000 ადამიანი იყო, თუმცა გაყიდვები 10 000-ზე შეჩერდა, ჰიგენური წესებისა და კოვიდ რეგულაციების დაცვის მიზნით.


  • ბომბარდირები
  • ასისტენტები
  • ბარათები
1
ჰარი კეინი
გოლი: 37 6 31 0
2
ჯამალ მუსიალა
გოლი: 12 2 10 0
3
ლეროი სანე
გოლი: 9 1 8 0
4
მატის ტელი
გოლი: 8 2 5 1
5
კინგსლი კომანი
გოლი: 5 2 3 0
1
ლეროი სანე
ასისტი: 12 1 11 0
2
ჰარი კეინი
ასისტი: 10 3 7 0
3
ტომას მიულერი
ასისტი: 9 1 8 0
4
იოზუა კიმიხი
ასისტი: 8 2 5 1
5
ჯამალ მუსიალა
ასისტი: 7 1 6 0
1
ლეონ გორეცკა
5 0 2 3 0
2
ლეროი სანე
5 0 1 4 0
3
დე ლიხტი
5 0 0 5 0
4
ალექსანდარ პავლოვიჩი
5 0 0 5 0
5
დეიოტ უპამეკანო
2 2 1 3 0