"ბაიერნი" აქტიურად აკვირდება "ჩელსის" 20 წლის ნახევარმცველ ანდრეი სანტოსს, რომელიც ამჟამად "სტრასბურგშია" იჯარით.
მისმა თამაშმა განსაკუთრებით მიიპყრო ყურადღება და მიუნხენელები ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრისთვის გეგმავენ მის პოტენციურ ტრანსფერს.
ანდრეი სანტოსი ბრაზილიელია და ერთ-ერთ ყველაზე პერსპექტიულ ახალგაზრდად ითვლება თავის პოზიციაზე. მისი ტექნიკური უნარები, მოედანზე ხედვა და ტაქტიკური მრავალფეროვნება მას ევროპული ტოპ კლუბების ინტერესის ობიექტად აქცევს.
"ბაიერნის" გარდა, სანტოსს ყურადღებას აქცევენ "მილანი" და რამდენიმე პრემიერლიგის კლუბი.
"ბაიერნის" გულშემატკივრებს ურჩიეს, რომ როტერდამის ქუჩებში დღევანდელი თამაშის წინ არ ატარონ კლუბის მაისურები, შარფები ან სხვა სიმბოლიკა, რათა თავიდან აიცილონ ჰოლანდიელი ხულიგნების თავდასხმები.
"ფეიენორდის" ხულიგნები, განსაკუთრებით ჯგუფი "Het Legioen," წარსულში ხშირად იპყრობდნენ ყურადღებას ნეგატიური ქმედებებით. მაგალითად, 2021 წელს, მათ კონფერენს ლიგის მატჩის წინ "უნიონ ბერლინის" დელეგაციას შეუტიეს და სკამები ესროლეს.
"ბაიერნის" 2,400 გულშემატკივარი, რომლებსაც სტუმართა სექტორის ბილეთები აქვთ, სტადიონზე პოლიციის დაცვით 18:00 საათიდან მივლენ.
ალექსანდრ პავლოვიჩის იშვიათად ძირითად შემადგენლობაში ყოფნის მიზეზი წლის დასაწყისიდან არ არის ტრავმასთან დაკავშირებული, არამედ მხოლოდ და მხოლოდ მისი თამაშის ხარისხს ეფუძნება.
კომპანი ძირითად შემადგენლობას არჩევს შესრულების პრინციპის მიხედვით და არ ითვალისწინებს სახელებსა თუ სატრანსფერო გეგმებს. ამავეს მაგალითია ლეონ გორეცკა, რომელიც, მიუხედავად იმისა, რომ ზაფხულში გაყიდვის კანდიდატად რჩება, ბოლო პერიოდში რეგულარულად იწყებს თამაშებს.
ჟოაო პალინია მალე შეუერთდება ნახევარდაცვის პოზიციების კონკურენციას - პორტუგალიელი იმედოვნებს, რომ ამ შაბათ კვირას ისევ დაბრუნდება შემადგენლობაში.
„ბაიერნმა“ 19 წლის ტომ ბიშოფი 4-წლიანი კონტრაქტით 2029 წლამდე თავისუფალი აგენტის სტატუსით დაიმატა.
კრისტოფ ფრინდის კომენტარი:
„ტომ ბიშოფი გერმანიის ერთ-ერთი ყველაზე დიდი ტალანტია, რომელიც უკვე იპყრობს საერთაშორისო ყურადღებას.
ის სულ რაღაც 19 წლისაა, მაგრამ უკვე დიდი გამოცდილება აქვს ფეხბურთში – ბუნდესლიგაში, გერმანიის თასზე და ევროპის ლიგაში.
როგორც კარგი მოთამაშე ნახევარმცველი, ტომი იდეალურად ერგება ჩვენს სტრატეგიას. ჩვენ ძალიან ბედნიერები ვართ, რომ მან გადაწყვიტა კარიერის მომდევნო ნაბიჯები სწორედ მიუნხენის „ბაიერნში“ გადადგას. ტომს ყველაფერი აქვს იმისთვის, რომ უმაღლეს დონეზე გაიბრწყინოს.“
მაქს ებერლი ოთხშაბათის თამაშის შესახებ ფეიენორდთან: "ჩვენ იქ გამარჯვებისთვის მივდივართ და გვინდა, რომ პლეი-ოფში არ ჩავვარდეთ. ეს იქნება რთული თამაში. ფეიენორდს ძალიან კარგად ვიცნობ, რადგან როცა გლადბახის სპორტული დირექტორი ვიყავი, ხშირად დავდიოდი იქ სკაუტინგისთვის.
ფანები ძალიან, ძალიან მტკიცედ იბრძვიან თავიანთი კლუბისთვის. ჩვენ უნდა ვცადოთ თამაში დავაკონტროლოთ, რადგან მაშინ უკეთესი ხარისხი გვექნება.
პირველ რიგში, უნდა ვიბრძოლოთ ამ გულშემატკივრების და ამ გუნდის წინააღმდეგ, რომელიც ეიფორიულად ითამაშებს."
"ბაიერნს" სურს იონას ურბიგის ტრანსფერი იანვარში. მიუხედავად იმისა, რომ კლუბი პერეცის მომავალზე ჯერ კიდევ არ არის საბოლოოდ ჩამოყალიბებული.
კლუბს სჯერა, რომ პერეცი, ახალგაზრდა ასაკის გათვალისწინებით, რეგულარული სათამაშო პრაქტიკით უფრო სწრაფად განვითარდება. "ლანსის" შეთავაზება, რომელიც მის იჯარას ითვალისწინებს, კლუბისთვის მისაღებია. თუმცა პერეცმა, გარკვეული მიზეზების გამო, გადაწყვიტა გუნდში დარჩენა და მუშაობა.
ეს გადაწყვეტილება მოულოდნელი აღმოჩნდა "ბაიერნის" ხელმძღვანელებისთვის, რადგან ისინი ფიქრობდნენ, რომ მოთამაშე თავადაც შეეცდებოდა მეტი სათამაშო დროის მოპოვებას.
ბაიერნის პერსპექტივიდან ლეონ გორეცკას მიმართ არაფერი შეცვლილა. კლუბში კვლავ ამბობენ, რომ ნახევარმცველს წასვლის უფლება აქვს. იანვარში გორეცკას გადაბარგება გამორიცხულია. თუმცა ზაფხულში, მისი კონტრაქტის დასრულებამდე ერთი წლით ადრე, შესაძლოა სიტუაცია შეიცვალოს.
კიდევ ერთი სეზონი კლუბის ხელმძღვანელობის მხარდაჭერის გარეშე მისთვის ზედმეტი იქნება. თუ კონკრეტულ შეთავაზებებს მიიღებს უცხოეთიდან, განსაკუთრებით პრემიერლიგიდან, გორეცკა მათ სერიოზულად განიხილავს.
კლუბის ხელმძღვანელობასთან მის მომავალზე საუბარი ჯერჯერობით არ ყოფილა და ამისთვის ზეწოლაც არ არის. ვენსან კომპანი ძალიან აფასებს გორეცკას და ხშირად აქებს მის ერთგულებას, შრომისმოყვარეობას და ვარჯიშზე გამოჩენილ გულმოდგინებას. გორეცკას მოსწონს კომუნიკაცია მწვრთნელთან. თუმცა, მას პროფესიონალურ ფეხბურთში იმდენი გამოცდილება აქვს, რომ კლუბისგან წამოსული სიგნალები სწორად შეაფასოს. ამ ეტაპზე ის იშვიათად საუბრობს საჯაროდ, არ სურს ჩივილი და განზრახ არ აძლევს ინტერვიუებს. მას სურს, რომ თამაშმა მის მაგივრად ილაპარაკოს.
ჯამალ მუსიალას ახალი კონტრაქტი შესაძლოა თებერვლის დასაწყისში იყოს გაფორმებული.
მიუნხენის „ბაიერნის“ დატოვება 21 წლის ფეხბურთელისთვის არასდროს ყოფილა ვარიანტი, და მიუხედავად უცხოეთიდან არსებული ინტერესისა, მისი პრიორიტეტი ყოველთვის „ბაიერნი“ იყო.
მინიმალური დეტალები, განსაკუთრებით იურიდიული ხასიათის, ჯერ კიდევ დასაზუსტებელია. თუმცა, პრინციპში, ორივე მხარე ახლოს არის შეთანხმების მიღწევასთან, მათ შორის გათავისუფლების მუხლზე, რომლის გარანტიასაც მუსიალას მხარე ითხოვდა და, როგორც ჩანს, მიიღებს.