bayern.ge სიახლეები გვერდი 513
ფლიკი: "ჩემთვის საფეხბურთო ასაკს ლიმიტი არ გააჩნია, კარი ყველასთვის ღიაა"
ჰანს ფლიკის საკმაოდ ვრცელ ინტერვიუს მეორე სტატიადაც შემოგთავაზებთ, სადაც ის გერმანიის ნაკრების ვეტერან ფეხბურთელებზეც საუბრობს.

"ჩემთვის არ არსებობს საფეხბურთო ასაკის ლიმიტი, რადგან, თუ ფეხბურთელს თამაში უმაღეს დონეზე წარმატებულად შეუძლია, რა მნიშვნელობა აქვს მის ასაკს."

"მე ვესაუბრე მიულერსაც და ჰუმელსსაც და მათ იციან, რომ კარი ყოველთვის ღია ექნებათ, მთავარია ფორმაში იყვნენ."

"ჩვენ საუკეთესო გერმანელ ფეხბურთელებთან ერთად ვიმუშავებთ, ისეთებთან, რომლებიც ამტკიცებენ, რომ მართაც საუკეთესოები არიან. ჩემთვის საკმარისია ფეხბურთელმა დამანახოს, რომ ის საკმარისზე უფრო კარგია ნკრებისათვის."

"სექტემბერში სამ თამაშს გავმართავთ და ვიცით, რომ უდიდესი გამოცდა იქნება ეს ჩვენთვის, თუმცა მიზანი ერთია - გოლს მოაქვს გამარჯვება. გვჭირდება გოლები, იმისათვის, რომ 9 ქულა მოვიპოვოთ.", - განაცხადა ფლიკმა ინტერვიუს დასასრულს.
ფლიკი: "იყო ნაკრების მწვრთნელი დიდი პასუხისმგებლობაა, ჩვენ საინტერესო ფეხბურთს ვითამაშებთ"
ჰანს ფლიკმა, გერმანიის ნაკრებში ახლადდანიშნულმა თავკაცმა, ვრცეი ინტერვიუ შემოგვთავაზა, ერთ-ერთ უცხოურ გამოცემასთან.

ის გერმანიის ნაკრებში მის მომავალზე, საფეხბურთო ფილოსოფიასა და სამომავლო გეგმებზე საუბრობს.

"ჩემთვის ნაკრებში მუშაობა უდიდესი პასუხისმგებლობაა, ჩემგან საუკეთესოს ელოდეთ. წარმატების მიღწევა ნაკრებში ურთულესია, თუმცა ამაში ყველაფერი, რომ ჩადო რაღაც გამოვა. უმთავრესი სამომავლო მიზანი არის შეთამაშებული და საინტერესო ფეხბურთის თამაში."

"ამ წელს 7 მატჩი გველის და ეს ძალიან დიდი გამოწვევაა ჩვენთვის. საკვალიფიკაციოს ჯგუფში პირველ ადგილზე უნდა გავიდეთ და ამისათვის ყველაფერს გავაკეთებთ.", - განაცხადა ფლიკმა.

შეგახსენებთ, რომ "ბაიერნის" ყოფილმა თავკაცმა, გერმანიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე ლეგენდარული იოახიმ ლოვი შეცვალა.
ზირკზეს მომავალი გაირკვა - ახალგაზრდა ფორვარდი იჯარით მიდის
მიუხენის "ბაიერნის" ახალგაზრდა შემტევი, ჯოშუა ზირკე ახალ კლუბში გადავიდა. 

იწერებოდა, რომ ზირკე ცალი ფეხით უკვე ვერონას ფეხბურთელი იყო, თუმცა მოვლენები სულ სხვანაირად განვითარდა.

გავლენიანი ჟურნალისტი, ფაბრიციო რომანო, ადასტურებს, რომ ჯოშუა "ანდერლეხტის" მხარეს შეუთანხმდა და მათ შორის საიჯარო ხელშეკრულება აუცილებლად გაფორმდება.

მხარეებს შორის ხელშეკრულება მომავალ კვირაში ნებისმიერ შემთხვევაში გაოფიციალურდება და "ბაიერნის" თავდამსხმელი შემდეგ სეზონს ბელგიაში ჩაატარებს.
"ბაიერნი" ხვალ "ნაპოლთან" ამხანაგურ მატჩს გამართავს
მიუხენის "ბაიერნი" პრე-სეზონზე მორიგ ამხანაგურ მატჩს გამართავს იტალიურ "ნაპოლთან".

იულიან ნაგელსმანმა განაცხადა, რომ მატჩში მონაწილეობას ის ფეხბურთელები მიიღებენ, რომლებიც სრულად ჯანმრთელნი არიან და ფორმაშიც ხვდებიან შეხვედრას.

აღსანიშნავია, რომ სულემ ტრამვა მიიღო დღეს ვარჯიშზე და ხვალინდელ მატჩს გამოტოვებს. 

მატჩს 10 000 მაყურებელი დაესწრება ალიანს არენაზე. დაშვებული 20 000 ადამიანი იყო, თუმცა გაყიდვები 10 000-ზე შეჩერდა, ჰიგენური წესებისა და კოვიდ რეგულაციების დაცვის მიზნით.


თომას მიულერს უნიკალური მიღწევა აქვს - ამას ყურადღებას არ მიაქცევდით
მიუხენის "ბაიერნის" ვეტერანი ფეხბურთელი, თომას მიულერი, საინტერესო და უნიკალურ შედეგს აფიქსირებს.

გერმანელი შემტევი არის ფხბურთელი, რომელსაც ბოლო სამი წლის განამვლობაში ტოპ 5 ჩემპიონატში მოთამაშე ფეხბურთელებს შორის ყველაზე მეტი საგოლე გადაცემა აქვს გაკეთებული.

ცნობილი უცხოური საიტის, WhoScored-ის, მიერ შემოთავაზებული სტატისტიკის მიხედვით, თომასს 48 საგოლე გადაცემა აქვს გაკეთებული.

შემდეგ მესი, რონალდუ, სანჩო, კოსტიჩი, დე ბრუინი, დი მარია და ალექსანდერ-არნოლდი არიან.
"ბუნებრივია რომ ხელფასის მომატება სურთ" - "ბაიერნის" პრეზიდენტმა გორეცკასა და კიმიხზე ისაუბრა
„ბაიერნის“ პრეზიდენტმა, ჰერბერტ ჰაინერმა, იოზუა კიმიხისა და ლეონ გორეცკას შესახებ ისაუბრა.
"ბაიერნის" პრეზიდენტი: "ლევანდოვსკი ოქროს ბურთის მოგების ერთ-ერთი ფავორიტია"
"მიუნხენის ბაიერნის" პრეზიდენტმა, ჰერბერტ ჰაინერმა, ოქროს ბურთთან დაკავშირებით ლევანდოვსკის შანსებზე ისაუბრა.
ნაგელსმანი: "არაგერმანულ კლუბებს უფრო მეტი ფული აქვთ ტრანსფერებისთვის, ვიდრე ჩვენ"
"რეკორდმაისტერის" თავკაცმა, იულიან ნაგელსმანმა, თავისი კლუბის სატრანსფერო პოლიტიკაზე ისაუბრა.
სერია ა-ს გუნდი ზირკზეს ტრანსფერზე მუშაობს
"ბაიერნის" ახალგაზრდა თავდამსხმელით, ჯოშუა ზირკეს ტრანსფერით, სერია ა-ს გუნდი დაინტერესდა.

საუბარია "ვერონაზე", რომელსაც 20 წლის შემტევის გადაბირება ამ სატრანსფერო ფანჯრის დროსვე სურს.

აღსანიშნავია, რომ სერია ა-ში ჯოშუა ზირკე 2020/21-წლების სეზონის მცირე ნაწილშიც თამაშობდა.

იგი აწ უკვე სერია ბ-ს წარმომადგენელი გუნდის "პარმას" რიგებში გამოდიოდა და სულ 4 მატჩში მიიღო მონაწილეობა. ამ მცირე დროში ნიდერლანდელმა გოლის გატანა ვერ მოასწრო.
შეცვლის თუ არა ჰოლანდი ლევანდოვსკის - ჰაინერის პასუხი
ბოლო პერიოდში აქტიურად მიდის საუბრები იმის შესახებ, რომ რობერტ ლევანდოვსკიმ შესაძლოა "ბაიერნი" დატოვოს.

ამასთანავე ერლინგ ჰალანდს მიუხენურ კლუბს აქტიურად უკავშირებენ და მედია მას პოლონელი თავდამსხმელის სავარაუდო შემცვლელეად განიხილავს.

ჰერბერტ ჰაინერმა დააფიქსირა საკუთარი აზრი იმასთან დაკავშირებით, რომ იქნებოდა, თუ არა ნორვეგიელი ლევანდოვსკის საუკეთესო შემცვლელი.

"ამ დროისათვის ჩვენ არ ვეძებთ საუკეთესო შემცველს, რადგან ვიცით, რომ ლევანდოვსკი ჩვენთვის კიდევ ორი წეი ითამაშებს. აი, როცა ის წავა ამ დროის შემდეგ, მერე ვიფიქრებთ საუკეთესო შემცვლელზე.", - განაცხადა აღმასრულებელი საბჭოს წევრმა.

"ბაიერნის" ფეხბურთელს კორონავირუსი დაუდასტურდა
''მიუნხენის ბაიერნის" ფეხბურთელს კორონავირუსი დაუდასტურდა, კორენტინ ტოლისომ კოვიდ-19-ზე ტესტი გაიკეთა, რომელმაც, სამწუხააროდ, დადებითი პასუხი აჩვენა.
4 ახალგაზრდა ფეხბურთელი, რომელმაც ნაგელსმანი სასიამოვნოდ გააკვირვა
"ბაიერნში" პრე-სეზონზე ბევრი ახალგაზრდა ფეხბურთელი ვარჯიშობს და ბევრმაც სცადა ბედი ამხანაგურ შეხვედრაში.

წარმოგიდგენთ იმ 4 ფეხბურთელს, რომელმაც ნაგელსმანს თავი ძალიან მოაწონა.

იოსიპ სტანსიჩი, არმინდო სიები, კრისტოფერ სკოტი და ტორბენ რიენი არიან ის მოთამაშეები, რომებმაც კარგი შთაბეჭდილება დატოვეს გერმანელი მწვრთნელშისათვის.

სიებმა "კიოლნთან" ამხანაგურში გატანა უკვე მოასწრო და ორივე თამაშში ძალიან კარგად გამოიყურებოდა. თავდამსხმელი მიუხენურმა კლუბმა 2020 წელს "ჰოფენჰაიმიდან" დაიმატა და დიდი შანსია, რომ ნაგესმანმა ის წელს პირველ გუნდში ამოწიოს. 

სტანსიჩი და რიენი ნახევრამცველები არიან, რომებმაც ნორმალური შთაბეჭდილება დატოვეს ორივე ამხანაგურ თამაშში. რიენმა საგოლე პასიც მიითვალა "აიაქსთან" მატჩში. ორივე მოთამაშემ მაღალი შეფასება მიიღო ორივე თამაშში.

სკოტი ნომინალური ნახევარმცველია, თუმცა იწერება, რომ ნაგელსმანი მის გამოყენებას მარჯვენა მცველად ფიქრობს. გერმანელი ფიქრობს, რომ მას პოზიცია ისე შეუცვალოს, როგორც "ლაიფციგში" ტაილერ ადამსს.
"ბაიერნის" ერთ-ერთი ლიდერის დამატება ინგლისურ გრანდს სურს
ბოლო პერიოდში "მანჩესტერ იუნაიტედი" გორეცკას დამატებას აქტიურად ცდილობს.

როგორც sky sports - იტყობინება, გორეცკას წითელი ეშმაკები პოგბას წასვლის შემთხვევაში შემცვლელეად განიხილავენ.

ასევე მოგახსნებეთ, რომ გორეცკას "ბაიერნთან" კონტრაქტი მალე ეწურება და მხარეები ვერ თანმხდებიან მის გახანგრძლივებაზე.

მეორე მხრივ "ბაიერნსა" და კამავინგაზეც უკვე დიდი ხანია იწერება სხვადასხვა ინფრომაციები და არც გერმანელები იქნებიან გულხელდაკრეფილნი გორეცკას გაშვების შემთხვევაში.

მოკლედ, წინ კიდევ ბევრი რამ გველის, როგორც ჩანს, ამიტომ დაველოდოთ მოვლენათა განვითარებას.
რა თანხა დახარჯეს "ბაიერნმა" და ბუნდესლიგის კლუბებმა ზაფხულში ტრანსფერებზე
ახლახანს გავრცელდა ინფრომაცია, თუ რამდენი თანხა დახარჯეს წამყვანმა ჩემპიონატებმა ტრანსფერებში.

ალბათ არავის გაგვიკვირდება, რომ პირველ ადგილს დახარჯული თანხით პრემიერ ლიგა იკავებს დაახოებით 443 მილიონით. შემდეგ ადგილზე ბუნდესლიგაა 257 მილიონით, აქედან კი ბაიერნს 42.5 მილიონი აქვს დახარჯული, ოღონდ ესეც გერმანული კლუბის ბიუჯეტში, "ლაიფციგში" შევიდა.

მათ იტალიის სერია ა ჩამორჩება 257 მილიონით, თუმცა აქ სხვაობა ბუნდესლიგასთან რამდენიმე ათასშია. 227 მილიონი დაუხარჯავს ლიგა ერთს.

ბოლო ადგილს კი ლა ლიგა იკავებს 116 მილიონით. ამ ციფრებშიც ჩანს, თუ როგორ უჭირს ესპანეთის საფეხბურთო სამყაროს ფინანსურად.

  • ბომბარდირები
  • ასისტენტები
  • ბარათები
1
ჰარი კეინი
გოლი: 54 14 34 6
2
მაიკლ ოლისე
გოლი: 21 6 13 2
3
ლუის დიასი
გოლი: 20 7 11 2
1
მაიკლ ოლისე
ასისტი: 26 5 19 2
2
ლუის დიასი
ასისტი: 17 3 13 1
3
იოზუა კიმიხი
ასისტი: 10 2 6 2
1
კონრად ლაიმერი
7 0 2 5 0
2
ლუის დიასი
8 2 1 8 1
3
დაიოტ უპამეკანო
6 0 1 3 2