ბეკენბაუერის საკულტო 5 ნომრიანი მაისური სამუდამოდ ხელშეუხებელი იქნება
მიუნხენის “ბაიერნის” ლეგენდის, ფრანც ბეკენბაუერის საკულტო 5 ნომრიანი მაისური სამუდამოდ ხელშეუხებელი ხდება...
რამდენ მატჩს გამოტოვებენ დეივისი და კომანი?
ალფონსო დეივისმა და კინგსლი კომანმა გუშინ ჰეიდენჰაიმის წინააღმდეგ ბარძაყის დაჭიმულობა განიცადეს და ამ დროისთვის მოედანის გარეთ იქნებიან.

კანადელი მცველი და ფრანგი ვინგერი გამოტოვებენ წლის ბოლო სამ თამაშს.

თუ რაიმე გართულება არ იყო, მათი დაბრუნება მოსალოდნელია ზამთრის შესვენების შემდეგ.
ფაბრიციო რომანო: "რეალი და მანჩესტერი დეივისს არ თმობენ"
ტრანსფერების ექსპერტმა, ფაბრიციო რომანომ გააკეთა განცხადება, რომელშიც დეტალურადაა აღწერილი მისი ინფორმაცია დევისის სიტუაციის შესახებ.

"ჩემი ინფორმაციით, ალფონსო დეივისს არაფერი გადაუწყვეტია. სიტუაცია აბსოლუტურად ღია რჩება. ასევე ვიცი, რომ ამ დროისთვის კანადელი არაფერს აწერს ხელს შობამდე ან წლის ბოლომდე. უნდა გავითვალისწინოთ ყველა შესაძლებლობა. "ბაიერნი" ფეხბურთელის ხელმძღვანელობასთან კონტაქტზეა და კონტრაქტის გახანგრძლივებას ცდილობს, მაგრამ ასევე არის მადრიდის "რეალი" და მანჩესტერ "იუნაიტედი". არაფერია გამორიცხული."

ჭორები მიუნხენის "ბაიერნსა" და დეივისის ბანაკს შორის დაძაბული ურთიერთობის შესახებ გადაჭარბებული იყო.

გუნდისა და ფეხბურთელის წარმომადგენლებს შორის არანაირი პრობლემა არ ყოფილა. ორივე მხარეს კარგი ურთიერთობა აქვს და ერთმანეთს აქტიურად ეკონტაქტებიან.

რამდენი ხნით იუქმებენ კომანი და მიულერი? - ცნობილია დეტალები
“ბაიერნი” შიშობს, რომ კინგსლი კომანმა დღეს “ჰაიდენჰაიმის” წინააღმდეგ კუნთების დაჭიმულობა მიიღო, რაც მას წლის ბოლო სამ მატჩში მოედნის გარეთ დატოვებს.

იმავდროულად, თომას მიულერი, რომელმაც დაზიანება მიიღო, ამბობს, რომ არაფერია საშიში და ისსამშაბათს “შახტარისთვის” დროულად დაბრუნდება.

მატჩი “ბაიერნსა” და “ჰაიდენჰაიმს” შორის მიუნხენელთა გამარჯვებით, 4-2 დასრულდა.
"კვირა რთული გრაფიკით დავიწყეთ" - კომპანი პრესკონფერენციაზე
ვენსან კომპანი: "კვირა რთული გრაფიკით დავიწყეთ, "ლევერკუზენთან" 10 კაცით 70 წუთი ვითამაშეთ.

ასე რომ, ჩვენთვის ეს რთული თამაში იყო. პირველი ტაიმი ნამდვილად კარგად ჩავატარეთ.

ჩვენ შევქმენით დიდი მომენტები, რომლებიც გვეგონა, რომ უპირატესობას მოგვცემდა. მეორე ტაიმში უკვე მშვიდად ვიყავით.

"ჰაიდენჰაიმი" ჯერ კიდევ თამაშში იყო ბოლო 15-20 წუთი, მაგრამ საბოლოოდ 4 გოლი გავიტანეთ და ეს ძალიან კარგი დღე იყო ჩვენთვის."
მიულერი: “ბოლო 20 წუთი პრობლემები გვქონდა, მაგრამ..”
თომას მიულერი “ჰაიდენჰაიმთან” 4 - 2 გამარჯვების შემდეგ:

“პირველი ტაიმი ძალიან კარგი ვითამაშეთ, მაგრამ შედეგი მხოლოდ 1-0 იყო.

ეს კრიტიკის საგანია, ჩვენ შევქმენით მომენტები, მაგრამ არ ვიყავით ეფექტური. დაძაბულ თამაშებში, ეს განსხვავებას ქმნის.

სამშაბათს “ლევერკუზენთან” კარგად ვითამაშეთ, გვინდოდა დღეს გზაზე დავბრუნებულიყავით და კიდევ ერთი კარგი თამაში გვეთამაშა.

დღეს ბოლო 20 წუთში პრობლემები გვქონდა, მაგრამ საერთო ჯამში კარგი თამაში იყო.”
ბაიერნი - ჰაიდენჰაიმი (ოფიციალური სასტარტო შემადგენლობა)
დღეს, თბილისის დროით 18:30 - საათზე, მიუნხენის “ბაიერნი” დაუპირისპირდება “ჰაიდენჰაიმს”.

მატჩამდე 1 საათით ადრე ცნობილია შემადგენლობა:

პერეცი - ბოე, უპამეკანო, კიმი, დეივისი - კიმიხი, პავლოვიჩი, გერეირო - ოლისე, მიულერი ©, სანე.
“ჰაიდენჰაიმთან” მატჩს “ბაიერნის” 6 ფეხბურთელი გამოტოვებს
7 დეკემბერს, თბილისის დროით 18:30 - საათზე, მიუნხენის “ბაიერნი” დაუპირისპირდება “ჰაიდენჰაიმს”.

მატჩამდე ცნობილია იმ ფეხბურთელების ვინაობა, რომლებიც მატჩს ოფიციალურად გამოტოვებენ:

• მანუელ ნოიერი
• სერჟ გნაბრი
• ჰარი კეინი
• ჰიროკი იტო
• იოსიპ სტანიშიჩი 
• ჟოაო პალინია
ტომ ბიშოფის ხელმძღვანელობასთან პირველი მოლაპარაკებები შედგა
“ბაიერნსა” და ტომ ბიშოფის ხელმძღვანელობას შორის პირველი მოლაპარაკებები შედგა, თუმცა კონკრეტული რიცხვები ჯერ არ განიხილება.

შინაგანად, 19 წლის ფეხბურთელი კლუბის სატრანსფერო სამიზნედ გამოცხადდა. ვენსან კომპანიც იყო ჩართული და აქვს გეგმები ბიშოფთან დაკავშირებით.

"ჰოფენჰაიმი" ფეხბურთელთან კონტრაქტის გახანგრძლივებას კვლავ ცდილობს. ასევე დაინტერესებულია “ლაიფციგი” და “აინტრახტი”.
ცნობილია - როდის დაუბრუნდება პავლოვიჩი მოედანს?
ამჟამინდელი ტენდენციაა, რომ ალექსანდრ პავლოვიჩი სასტარტო შემადგენლობას ხვალ ჰაიდენჰაიმის წინააღმდეგ დაუბრუნდება.

გერმანელმა ფეხბურთელმა ვარჯიში თითქმის ორი კვირის წინ განაახლა და მას შემდეგ გუნდთან ერთად რამდენიმე ინტენსიური სესია დაასრულა და სათამაშოდ თავიდანვე მზად უნდა იყოს.

მატჩი ხვალ, თბილისის დროით 18:30 - საათზე გაიმართება.
იბრაჰიმოვიჩი: “ჩემთვის “ბაიერნი” მსოფლიოს ხუთ უდიდეს კლუბს შორისაა”
ზლატან იბრაჰიმოვიჩი:

"გერმანული ფეხბურთი გამორჩეულია. მე მიყვარს იქაური მოედნები, რადგან ბილეთები ყოველთვის გაყიდულია.

მიუნხენის “ბაიერნის” მსგავს კლუბში თამაში, რა თქმა უნდა, ცუდი არ იქნებოდა, მხოლოდ კლუბის ისტორიისა და მისი მოთამაშეების გამო.

ჩემთვის “ბაიერნი” მსოფლიოს ხუთ უდიდეს კლუბს შორისაა. ძალიან აღფრთოვანებული ვარ გერმანული ფეხბურთით და ეროვნული ნაკრებით.

იქ გადასვლის საშუალება არასდროს მქონია. კარგი იქნებოდა - მაგრამ ბედს სხვა გეგმები ჰქონდა ჩემთვის.”
19 წლის ვარსკვლავით გერმანული ტოპ კლუბები ინტერესდებიან
გერმანული ტოპ კლუბები, შტუტგარტი, ფრანკფურტი და დორტმუნდი - დაინტერესებულები არიან ტომ ბიშოფით.

ფეხბურთელმა იცის, რომ მიუნხენის ბაიერნი წინაა მისთვის ბრძოლაში.

19 წლის ნახევარმცველი შეიძლება იყოს ლეონ გორეცკას შემცვლელი, რომელიც გამოიმუშავებს 17 მილიონ ევროს წელიწადში, რაც ასევე დაეხმარება კლუბს ხელფასის შემცირებაში.
“ბარსელონა” ჯონათან ტას გაფორმებასთან ახლოსაა - ცნობილია დეტალები
"ბარსელონა" ზაფხულში ჯონათან ტას უფასო ტრანსფერზე შეთანხმებასთან ახლოს არის.

“ბარსას” სპორტული დირექტორი, დეკო დღეს შუადღისას ლევერკუზენში გაემგზავრა და ფეხბურთელსა და მის წარმომადგენლებს შეხვდა.

შეხვედრის შემდეგ ორივე მხარე ძალიან კმაყოფილია.
  • ბომბარდირები
  • ასისტენტები
  • ბარათები
1
ჰარი კეინი
გოლი: 32 8 23 1
2
ჯამალ მუსიალა
გოლი: 17 2 12 3
3
მაიკლ ოლისე
გოლი: 13 5 8 0
4
ლეროი სანე
გოლი: 10 1 8 1
5
თომას მიულერი
გოლი: 5 2 1 2
1
მაიკლ ოლისე
ასისტი: 13 2 10 1
2
ჰარი კეინი
ასისტი: 10 2 7 1
3
იოზუა კიმიხი
ასისტი: 9 4 5 0
4
ჯამალ მუსიალა
ასისტი: 6 4 2 0
5
სერჟ გნაბრი
ასისტი: 6 2 3 1
1
იოზუა კიმიხი
5 0 1 3 1
2
ჰარი კეინი
2 0 0 2 0
3
ჯამალ მუსიალა
1 0 0 1 0
4
საშა ბოე
1 0 0 1 0
5
დეიოტ უპამეკანო
3 0 0 3 0