“ის ერთ დღეს ჩვენი კაპიტანი უნდა გახდეს” - ჰაინერი კიმიხზე
ჰაინერი კიმიხის მომავალზე:

"რა თქმა უნდა, ჩვენც გვინდა მისი შენარჩუნება. მოხარული ვიქნები, თუ ის კარიერას "ბაიერნში" დაასრულებს.

ის ერთ დღეს ჩვენი კაპიტანი უნდა გახდეს და როცა იყო: ბეკენბაუერი, მათეუსი, ეფენბერგი, კანი, ნოიერი - ვის არ სურს მათთან შეერთება?

ეს ის სახელებია, რომლებზეც “ბაიერნის” გულშემატკივრები სამუდამოდ აღფრთოვანდებიან.

კიმიხი ყოველთვის იძლევა 110%. ის მისაბაძი მაგალითია და ასე უნდა დარჩეს."
“ბაიერნს” მნიშვნელოვანი პროგრესი აქვს დეივისთან მოლაპარაკებებში
“ბაიერნს” მნიშვნელოვანი პროგრესი აქვს ალფონსო დეივისთან კონტრაქტის მოლაპარაკებებში.

მოლაპარაკებები წინ წავიდა, რამდენიმე მნიშვნელოვანი ფინანსური დეტალი უკვე დაზუსტებულია. სხვები ჯერ კიდევ დეტალურად უნდა განიხილონ.

ფეხბურთელს ასევე მნიშვნელოვნად დააკლდა ხელფასი, რამაც საგრძნობლად დააჩქარა მოლაპარაკებები.

მაქს ებერლი და კრისტოფ ფროინდი ყველაფერს აკეთებენ, რომ გარიგება დასრულდეს. მანჩესტერ იუნაიტედი, რომელიც დეივისით იყო დაინტერესებული, აცნობიერებს სიტუაციას და ვარაუდობენ, რომ კანადელი “ბაიერნთან” ახალ კონტრაქტს მალე მოაწერს ხელს.
ნოიერს 2-მატჩიანი აკრძალვა დაეკისრა - ცნობილია დეტალები
ოფიციალურად: მანუელ ნოიერს 2-მატჩიანი აკრძალვა დაეკისრა ლევერკუზენის წინააღმდეგ წითელი ბარათის გამო.

თუ მან გაახანგრძლივა კონტრაქტი, ნოიერი გამოტოვებს მომავალი სეზონის გერმანიის თასის პირველ და მეორე ტურს.

ბოლო გამოსვლების მიხედვით ნაკლებად სავარაუდოა, რომ “რეკორდმაისტერი” ნოიერს ახალ კონტრაქტს შესთავაზებს.
პავლოვიჩი: "ყველაფერს ვაკეთებ, რომ სასტარტო შემადგენლობაში დავბრუნდე"
ალექსანდრ პავლოვიჩი თავის მდგომარეობაზე "ლევერკუზენის" წინააღმდეგ ადრეული დაბრუნების შემდეგ:

"ისევ სრულ ფორმაში ვარ. აღარ მაქვს არანაირი პრობლემა. ძალიან ბედნიერი ვარ. ყველაფერს ვაკეთებ, რომ სასტარტო შემადგენლობაში დავბრუნდე.

ყველაფერს გავაკეთებ და მერე ვნახოთ რა იქნება."
როდის მიიღებს "ბაიერნი" საბოლოო გადაწყვეტილებას სანესთან დაკავშირებით?
მიუნხენის "ბაიერნის" ხელმძღვანელები ზამთრის შესვენების დროს დაკავებულნი იქნებიან ახალი გარიგებებით. ჯამალ მუსიალა და კიმიხი, სავარაუდოდ, მიიღებენ გადაწყვეტილებას თავიანთ მომავალთან დაკავშირებით მას შემდეგ, რაც "ბაიერნი" ჩაატარებს წლის ბოლო მატჩს.

'Sky Sports'-ის ცნობით, "ბაიერნი" სანეს მომავალზე გადაწყვეტილებას მარტ-აპრილში მიიღებს. გერმანელი გარემარბი პრიორიტეტს მიუნხენურ კლუბს ანიჭებს, ამიტომ იანვრის განმავლობაში კლუბებთან მოლაპარაკებას არ აპირებს.

ასევე ვრცელდება ინფორმაცია, რომ ლეროი სანეს ახალი კონტრაქტი ნაკლებად სავარაუდოა, რადგან "რეკორდმაისტერში" არ მოსწონთ მისი თამაშები.
მათეუსი: “მე ვნახე ნოიერი, რომელმაც მისი ძველი დღეები გამახსენა”
ლოთარ მათეუსი მანუელ ნოიერის გარშემო დებატებზე წითელი ბარათის შემდეგ:

„რა თქმა უნდა, ახლა ისევ იბადება კითხვები: რატომ შეაფასა სიტუაცია, რატომ გამოვიდა გვიან ხაზიდან, არის თუ არა ძალიან მოხუცი? ვფიქრობ, ახლა ეს ძალიან არასწორია, მიუხედავად იმისა, რომ ეს ალბათ გადამწყვეტი იყო თამაშისთვის.

ბარსელონაში დამარცხების შემდეგ მეც გავაკრიტიკე, მაგრამ ბოლო რამდენიმე კვირაში ვნახე მანუელ ნოიერი, რომელმაც მისი დიდების დღეები გამახსენა. პარიზის წინააღმდეგ ორ-სამ მსგავს სიტუაციას მარტივად გაუმკლავდა.

დორტმუნდის წინააღმდეგ მისი სეივი საბიცერის წინააღმდეგ მსოფლიო დონის იყო. ეს არის მისი აგრესიული თამაშის რისკი. მართლაც სასწაულია, რომ მან მიიღო თავისი პირველი წითელი ბარათი ძალიან ბევრი მატჩის შემდეგ, მისი თანამედროვე მეკარის სტილის გათვალისწინებით.”
კიმიხი: "წითელი ბარათი არ იყო გადამწყვეტი. 11 კაცითაც ვერ მოვიგებდით."
იოზუა კიმიხი გუშინდელ მატჩზე: "წითელი ბარათი არ იყო გადამწყვეტი წერტილი და ეს არ არის საბაბი. მანუმ ჩვენ ბევრჯერ გადაგვარჩინა.

ვფიქრობ 11 კაცითაც ვერ ვიქნებოდით უკეთესები და დომინანტები.

ჩვენ ვერ გამოვიყენეთ შანსები, საგოლე სიტუაციაში სათანადოდ ვერ ვიცავდით.

თუ ჩვენს თამაშს დააკვირდებით, საკუთარ თავებს ბევრს ვერ დავაბრალებთ, გარდა იმისა, რომ შანსები არ გამოვიყვანეთ, მაგრამ ეს ახლა არაფერს ცვლის“
.
"ფეხბურთი ზოგჯერ ასეათია.." - კომპანი "ლევერკუზენთან" მარცხზე
ვენსან კომპანი "ლევერკუზენთან" მარცხზე: "ფეხბურთი ზოგჯერ ასეათია.

ჩვენ მწვრთნელები ვცდილობთ ყველაფერი კონტროლის ქვეშ გვქონდეს და ყველაფერი დავგეგმოთ, მაგრამ ზოგჯერ ესეც ხდება.

ჩემთვის არის ორი შეგრძნება. პირველი არის ის, რომ ჩვენ დავმარცხდით და ვერ მოვიგებთ გერმანიის თასს ამ სეზონში.

მეორე განცდა კი არის, რომ ეს გამოსვლა განსაკუთრებული იყო.

ჩვენ ვიყავით პოზიტიურად. თუ ასე გავაგრძელებთ, ბევრ თამაშს მოვიგებთ - თუმცა არა გერმანიის თასს."
სრული სიგიჟე - მანუელ ნოიერმა უხეშობის გამო წითელი მიიღო (ვიდეო)
მატჩის პირველ ნახევარში მანუელ ნოიერი უხეშობის გამო გააძევეს. ვენსან კომპანის კი მოუწია სანეს გაყვანა და კარში დანიელ პერეცი ჩადგება...
ბაიერნი - ლევერკუზენი (ოფიციალური სასტარტო შემადგენლობა)
დღეს, თბილისის დროით 23:45 - საათზე, მიუნხენის “ბაიერნი” გერმანიის თასზე დაუპირისპირდება “ლევერკუზენს”.

მატჩამდე 1 საათით ადრე ცნობილია შემადგენლობა:

ნოიერი © - ლაიმერი, უპამეკანო, კიმი, დეივისი - კიმიხი, გორეცკა - სანე, ოლისე, კომანი - მუსიალა.
"ბაიერნში" კომანის თამაშებით კმაყოფილები არიან - ცნობილია გადაწყვეტილება
ვენსან კომპანი და მისი თანამშრომლები კმაყოფილები არიან კინგსლი კომანის გამოსვლებით ამ სეზონში.

მას შემდეგ, რაც გასულ ზაფხულს კლუბის დატოვებასთან ახლოს იყო, ფრანგი ახლა კომპანიის ქვეშ ბედნიერია და იანვარში გადასვლას არ გეგმავს.

კომანს სურს გადააფასოს თავისი მდგომარეობა ზაფხულში. კონტრაქტი მოქმედებს 2027 წლამდე.
პალინიამ ვარჯიში განაახლა - როდის შეუერთდება გუნდს?
მიუხედავად იმისა, რომ ჟოაო პალინიამ მოედანზე სირბილი განაახლა, გუნდთან დაბრუნებამდე ჯერ კიდევ რამდენიმე კვირაა დარჩენილი.

გუნდურ ვარჯიშზე მისი დაბრუნება ახალი წლის პირველ სესიაზე, 2 იანვარს იგეგმება.

შობისთვის ფეხბურთელი თანდათანობით დაუბრუნდება საკონკურსო ფორმას ინდივიდუალური ვარჯიშებით.
ახალი სახელი რადარზე - ვინ შეიძლება გახდეს "ბაიერნის" სამიზნე?
ვენსან კომპანი, მაქს ებერლი და კრისტოფ ფროინდი რეგულარულად იკრიბებიან და სატრანსფერო იდეებს განიხილავენ.

განხილული სახელებიდან ერთ-ერთი იყო "ჰოფენჰაიმის" ტომ ბიშოფი.

"ბაიერნი" დაინტერესებულია ნახევარმცველის უფასო ტრანსფერზე ზაფხულში.

უკვე იყო კონტაქტი ფროინდსა და ბიშოფის ხელმძღვანელობას შორის.
  • ბომბარდირები
  • ასისტენტები
  • ბარათები
1
ჰარი კეინი
გოლი: 32 8 23 1
2
ჯამალ მუსიალა
გოლი: 17 2 12 3
3
მაიკლ ოლისე
გოლი: 13 5 8 0
4
ლეროი სანე
გოლი: 10 1 8 1
5
თომას მიულერი
გოლი: 5 2 1 2
1
მაიკლ ოლისე
ასისტი: 13 2 10 1
2
ჰარი კეინი
ასისტი: 10 2 7 1
3
იოზუა კიმიხი
ასისტი: 9 4 5 0
4
ჯამალ მუსიალა
ასისტი: 6 4 2 0
5
სერჟ გნაბრი
ასისტი: 6 2 3 1
1
იოზუა კიმიხი
5 0 1 3 1
2
ჰარი კეინი
2 0 0 2 0
3
ჯამალ მუსიალა
1 0 0 1 0
4
საშა ბოე
1 0 0 1 0
5
დეიოტ უპამეკანო
3 0 0 3 0