bayern.ge სიახლეები გვერდი 406
ჩემპიონთა ლიგის დებიუტანტების სიმბოლური ნაკრები ცნობილია
UEFA-ს ოფიციალურმა საიტმა ჩემპიონთა ლიგის გასული წლის საუკეთესო დებიუტანტებისგან შემდგარი თერთმეტეული დაასახელა.

შემადგენლობა ორი კრიტერიუმით გახლავთ არჩეული. პირველი - ფეხბურთელი უნდა იყოს 24 ან უფრო ნაკლები წლის და მეორე - დებიუტი უნდა ჰქონოდა 2020 წელს ან მცირე გამოცდილება მანამდე და მთავარი ნახტომი (პროგრესი) სწორედ ამ წელს უნდა ჰქონოდა.

თერთმეტეულში ყველაზე მეტი, 5 მოთამაშე გერმანიის ბუნდესლიგიდან მოხვდა. აქედან ერთი "ბაიერნის" წევრი, ალფონსო დეივისი გახლავთ.

სრული სიმბოლური ნაკრები შემდეგნაირად გამოიყურება:

ტრუბინი - რომერო, სანუსი, კუნდე, დეივისი - პედრი, ბელინგამი, რეინა, შობოშლაი - ჟოტა, ტურამი.
გერმანიაში გადაწყვიტეს - როდის და ვინ ჩაანაცვლებს ლიოვს
გერმანიის ნაკრების ბოლოდროინდელი შედეგებიდან გამომდინარე ხშირია საუბრები იმის შესახებ, რომ უახლოეს პერიოდში იოახიმ ლიოვს დაკავებული თანამდებობიდან გაანთავისუფლებენ.

ევროპული გამოცემების ინფორმაციით, ბუნდესნაკრებში საბოლოო გადაწყვეტილება უკვე მიიღეს და ლიოვი გუნდს 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატის დასრულების შემდეგ დატოვებს.

წყაროს ცნობით, გამოცდილ სპეციალისტს მერსისაიდული "ლივერპულის" ამჟამინდელი დამრიგებელი, იურგენ კლოპი ჩაანაცვლებს.

მოგეხსენებათ, მას "წითლებთან" კონტრაქტი 2023 წლის ზაფხულში ეწურება. მუნდიალი კი ყატარში 2022 წლის დეკემბერში იმართება, რაც იმას ნიშნავს, რომ კლოპი ბუნდესნაკრებს 2022/23 წლების სეზონის დასრულების შემდეგ ჩაუდგება სათავეში.
კომანის დაბრუნების თარიღი ცნობილია
მიუნხენის "ბაიერნი" გერმანიის ბუნდესლიგის მომდევნო ტურში "მაინცს" დაუპირისპირდება. შეხვედრა კვირას, 3 იანვარს გაიმართება.

გერმანული გამოცემების ინფორმაციით, ამ მატჩში "რეკორდმაისტერის" დახმარებას ვერ მოახერხებს კინგსლი კომანი.

წყაროს ცნობით, ფრანგმა ვინგერმა დღეს ინდივიდუალური ვარჯიში ჩაატარა, თუმცა, მატჩში მონაწილეობის მისაღებად ჯერ სრულიად მზად არ არის. დიდი ალბათობით, კომანს 8 იანვარს, "გლადბახის" წინააღმდეგ ვიხილავთ.

შეგახსენებთ, რომ ფრანგმა დაზიანება 2020 წლის ბოლო მატჩში, "ლევერკუზენის" წინააღმდეგ მიიღო და ზამთრის პაუზის წყალობით მას თამაშების გამოტოვება არ მოუწია.
ლევანდოვსკი: "ჩემპიონთა ლიგაზე გატანილი ყველა გოლი ტკბილად მახსენდება"
მიუნხენის "ბაიერნისა" და პოლონეთის ეროვნული ნაკრების ლიდერმა, რობერტ ლევანდოვსკიმ 2020 წლის ემოციები გაიხსენა.

"შემიძლია ვთქვა, რომ ჩემპიონთა ლიგაზე გატანილი ყველა გოლი ტკბილად მახსოვს, განსაკუთრებით კი ის მატჩები, სადაც 4 გოლი შევაგდე."

"საუკეთესო მომენტი ლიგიდან? ყველაზე მარტივი იქნებოდა თუ ვიტყოდი რომ ფინალი და ზოგადად ლისაბონის ტურნირი. თუმცა, გასულ წელს ბევრი სასიხარულო მომენტი მქონდა, 4 გატანილი გოლი ჩემპიონთა ლიგაზე, "შალკესთან" ჰეთ-თრიკი და ა.შ."

"ჩემპიონთა ლიგის თასთან ერთად საწოლში გადაღებული ფოტო? ის კედელზე არ ჩამომიკიდა, თუმცა, ერთ დღესაც ვაპირებ ამას. ნამდვილად კარგი სურათია და ყველა იმ სასიხარულო ემოციას ინახავს, რომელიც იმ ღამეს იყო." - იხსენებს ლევანდოვსკი.


რობერტ ლევანდოვსკი წლის საუკეთესო ათლეტად დასახელდა
საერთაშორისო სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაციამ 2020 წლის საუკეთესო სპორტსმენების ათეული დაასახელა.

პირველი ადგილი მიუნხენის "ბაიერნისა" და პოლონეთის ეროვნული ნაკრების ლიდერს, რობერტ ლევანდოვსკის ერგო. მან ხმების 16.32% მიიღო და დაახლოებით 2%-ით აჯობა ბრიტანელ მრბოლელ ლუის ჰემილტონს.

ათეულში ფეხბურთელებიდან ლევანდოვსკის გარდა ასევე კრისტიანო რონალდუც მოხვდა, რომელსაც მე-6 ადგილი ერგო.

სრული ათეული შემდეგნაირად გამოიყურება:

ნოიერი: "ჩემპიონთა ლიგის ფინალმა 2014 წლის მუნდიალის ფინალი გამახსენა"
მიუნხენის "ბაიერნის" ლიდერმა, მანუელ ნოიერმა გასული სეზონის ჩემპიონთა ლიგის ფინალი გაიხსენა.

"პირველ ტაიმში ნეიმარისა და მბაპეს წინააღმდეგ განხორციელებული სეივები განსაკუთრებული იყო ჩემთვის. ყველაფერი 2014 წლის მუნდიალის ფინალს ჰგავდა. როცა მსაჯმა საფინალო სასტვენი ჩაბერა, ზეწოლა მხრებიდან მოიხსნა."

"რა თქმა უნდა, ეს განსაკუთრებული მოვლენაა, რადგან 2013 წლის შემდეგ ველოდით ამ დღეს. თუმცა, მაშინ განსხვავებული ემოციები იყო, რადგან სტადიონზე ფანებიც იყვნენ."

"როგორც 2013 წელს, ასევე წელსაც, ფინალური მატჩის ბადის ნაჭერი სახლში წავიღე." - იხსენებს ნოიერი.
კიმიხმა კარიერის საუკეთესო მოგონება დაასახელა
მიუნხენის "ბაიერნის" ლიდერმა, იოზუა კიმიხმა თავისი კარიერის საუკეთესო მოგონება გაიხსენა.

"ამ თამაშს რამდენჯერმე ვუყურე განმეორებით. დღემდე ემოციებისგან ვიცლები. ამ დროს ხშირად მბურძგლავს ხოლმე."

"ასისტი, რომელიც კომანიზე გავაკეთე, ჩემპიონობის მომტანი აღმოჩნდა. უდაოა, რომ ეს ჩემი კარიერის საუკეთესო მომენტია." - აცხადებს კიმიხი.
კანი: "კორონავირუსი ამ მხრივ დადებითი გამოდგა"
მიუნხენის "ბაიერნის" ლეგენდამ და დირექტორთა საბჭოს წევრმა, ოლივერ კანმა BILD-თან ინტერვიუში საინტერესო კომენტარი გააკეთა.

"კორონავირუსი გარკვეულწილად დადებითი რამ გამოდგა. მაგალითად, გასული თვეების განმავლობაში ჩვენს ახალგაზრდა ფეხბურთელებს თავის გამოჩენის შანსი მიეცათ."

"ჩვენ შეგვიძლია 5 ცვლილება გამოვიყენოთ. ამის დახმარებით ჯამალ მუსიალამ, იოზუა ზირკზემ, კრის რიჩარდსმა და სხვებმა დიდი სათამაშო დრო მიიღეს." - აცხადებს კანი.
რონალდუს ღირსეული საქციელი ლევანდოვსკის მიმართ
27 დეკემბერს Globe Soccer-ის ყოველწლიურ დაჯილდოების ცერემონია გაიმართა, სადაც 2020 წლის საუკეთესოები გამოავლინეს.

წლის საუკეთესო ფეხბურთელად მიუნხენის "ბაიერნის" ლიდერი, რობერტ ლევანდოვსკი დასახელდა, თუმცა, როგორც ჩანს, თავდაპირველი არჩევანი განსხვავებული იყო.

იტალიური გამოცემა Tuttosport-ის ინფორმაციით, გულშემატკივრებმა წლის საუკეთესო ფეხბურთელად კრისტიანო რონალდუ მიიჩნიეს, მაგრამ, პორტუგალიელმა უარი განაცხადა მის მიღებაზე.

წყაროს ცნობით, თავად რონალდუმ სწორედ ლევანდოვსკი მიიჩნია 2020 წლის საუკეთესო ფეხბურთელად და შესაბამისად, პრიზიც მას დაუთმო.
რომელ ადგილზე გავიდა "ბაიერნი" საუკუნის გუნდის გამოკითხვაში
მოგეხსენებათ, 27 დეკემბერს გამოცემა Globe Soccer-მა 21-ე საუკუნის საუკეთესო გუნდი დაასახელა. ეს წოდება მადრიდის "რეალს" ერგო.

გამოკითხვაში ასევე მიუნხენის "ბაიერნი", კატალონიის "ბარსელონა" და ეგვიპტური "ალ აჰლი" მონაწილეობდნენ.

რაც არ უნდა უცნაური იყოს, მეორე ადგილზე გამოკითხვაში სწორედ არაბული კლუბი გავიდა. მან ხმების 32% დააგროვა და "სამეფო კლუბს" 4%-ით ჩამორჩა.

მესამე ადგილზე "ბარსელონა" გავიდა, რომელმაც 18% დააგროვა, "ბაიერნი" კი მხოლოდ მეოთხე ადგილს დასჯერდა 14%-ით.
ინციდენტი ცერემონიის დროს - რა მოხდა რონალდუს საუკუნის ფეხბურთელად დასახელების შემდეგ (ვიდეო)
დღეს Globe Soccer-მა სხვა ნომინაციებთან ერთად 21-ე საუკუნის საუკეთესო ფეხბურთელიც გამოავლინა.

აღნიშნული ჯილდო კრისტიანო რონალდუს ერგო. თუმცა, პორტუგალიელი ფეხბურთელის დასახელების დროს მცირე ინციდენტი დაფიქსირდა.

კერძოდ, შეკრებილმა პუბლიკამ საუკეთესო მოთამაშის გამოვლენის შემდეგ სტვენა და შეძახილები დაიწყო.

იხილეთ ვიდეო.
21-ე საუკუნის საუკეთესო კლუბის ვინაობა ცნობილია
მოგეხსენებათ დღეს, 27 დეკემბერს Globe Soccer-ის ყოველწლიური დაჯილდოების ცერემონია მიმდინარეობს.

სხვა ნომინაციებთან ერთად გამოცემამ 21-ე საუკუნის საუკეთესო კლუბი დაასახელა.

ნომინაციაზე წარდგენილები იყვნენ მადრიდის "რეალი", კატალონიის "ბარსელონა", "ალ აჰლი" და მიუნხენის "ბაიერნი".

21-ე საუკუნის საუკეთესო კლუბად გამოცემამ მადრიდის "რეალი" დაასახელა.
Globe Soccer-მა ფლიკი წლის საუკეთესო მწვრთნელად დაასახელა
ამ წუთებში გაერთიანებული ემირატების დედაქალაქ დუბაიში Globe Soccer-ის ყოველწლიური გალა-დაჯილდოების ცერემონია მიმდინარეობს.

გამოცემა სხვა გამარჯვებულებთან ერთად 2020 წლის საუკეთესო მწვრთნელსაც აჯილდოებს.

აღნიშნული ტიტული მიუნხენის "ბაიერნის" დამრიგებელს, ჰანს ფლიკს ერგო, რომელმაც გამოკითხვაში იურგენ კლოპს, ზინედინ ზიდანსა და სხვებს აჯობა.

"ბედნიერი ვარ ამ ტიტულის მოპოვებით, მაგრამ, ეს შეუძლებელი იქნებოდა ჩემი გუნდის გარეშე. ამ პრიზს ვუძღვნი ყველა იმ ადამიანს, რომელიც მთელი ამ პერიოდის მანძილზე გვერდში მედგა და გვგულშემატკივრობდა." - აცხადებს ფლიკი.
Sport24: "კვარაცხელია სანჩოს, ჰოლანდისა და აჩრაფ ჰაკიმის გზაზე უნდა წავიდეს"
გასული თვეების განმავლობაში გაჩნდა ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც დორტმუნდის "ბორუსია" ქართველი ტალანტის, ხვიჩა კვარაცხელიას დამატებით არის დაინტერესებული.

ცნობილმა რუსულმა გამოცემა Sport24-მა ხვიჩას მომავალზე საინტერესო სტატია გამოაქვეყნა.

"ხვიჩას მიმართ ინტერესი სერიოზულია. ნაკლებად სავარაუდოა, რომ "დორტმუნდმა" ის ზამთარში შეიძინოს, თუმცა, აშკარაა, რომ გერმანელებს მის მიმართ ინტერესი გააჩნიათ."

"კვარაცხელიასთვის ეს იდეალური ვარიანტი იქნება. "დორტმუნდში" კარგად იციან თავისი საქმე, ტალანტების გამოჭედვა. ხვიჩა ჰოლანდის, სანჩოსა და აჩრაფ ჰაკიმის გზაზე უნდა წავიდეს. ის ორივე ხელით უნდა ჩაეჭიდოს ამ შანსს." - წერია სტატიაში.
ნოიერი: "არასდროს მიგრძვნია გუნდური ერთსულოვნება ისე, როგორც ახლა"
მიუნხენის "ბაიერნის" კაპიტანმა, მანუელ ნოიერმა საახალწლოდ გულშემატკივრებისთვის წერილი გამოაქვეყნა.

"მსურს მთელი გუნდის სახელით მოგილოცოთ ახალი წელი და გისურვოთ 2021 წელს ყველაფერი საუკეთესო, უამრავი სიხარული და რაც ყველაზე მთავარია, ჯანმრთელობა."

"მომავალ 2021 წელს დიდი ოპტიმიზმით ვუყურებთ. ჩვენი დიდი სურვილია, რომ ერთიანი ძალებით მოვახერხოთ კორონავირუსის დამარცხება."

"გასულმა წელმა ფეხბურთშიც დიდი ცვლილებები შეიტანა. ახლა კიდევ უფრო მეტად ვუჭერთ მხარს ერთმანეთს, რადგან ამას ტრიბუნები ვეღარ ახერხებენ."

"ძალიან ბედნიერი და ამაყი ვარ ჩვენი გუნდით და სამწვრთნელო შტაბით. პირადად მე არასდროს მიგრძვნია ცსეთი გუნდური სული, როგორი ახლა "ბაიერნშია".

"2021 წელს დიდი გამოწვევები გველოდება, რომლებსაც უნდა ვუპასუხოთ. ვეცდებით მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატი მოვიგოთ და გავახაროთ გულშემატკვირები." - წერია მანუს განცხადებაში.
ჩემპიონთა ლიგის ისტორიული რეიტინგი - რომელ ადგილზეა "ბაიერნი"
UEFA-ს ოფიციალურმა გვერდმა ჩემპიონთა ლიგის ყველა დროსი რეიტინგი გამოაქვეყნა.

აღსანიშნავია, რომ ჩამონათვალში "რეკორდმაისტერი" მეორე ადგილს იკავებს და მხოლოდ და მხოლოდ ყველაზე ტიტულოვან კლუბს ევროასპარეზზე, მადრიდის "რეალს" ჩამორჩება.

რეიტინგი ტურნირის დაწყების დღიდან ითვლება და მასში გათვალისწინებულია ჩატარებული მატჩების რაოდენობა, მოგებული თამაშები და ტიტულები.

სრული ათეული შემდეგნაირად გამოიყურება:

  • ბომბარდირები
  • ასისტენტები
  • ბარათები
1
ჰარი კეინი
გოლი: 20 5 14 1
2
ჯამალ მუსიალა
გოლი: 9 1 5 3
3
მაიკლ ოლისე
გოლი: 7 0 5 2
4
კინგსლი კომანი
გოლი: 4 0 3 1
5
ლეროი სანე
გოლი: 3 1 1 1
1
ჰარი კეინი
ასისტი: 9 0 6 2
2
სერჟ გნაბრი
ასისტი: 4 1 2 1
3
მაიკლ ოლისე
ასისტი: 3 0 2 1
4
თომას მიულერი
ასისტი: 3 0 2 1
5
ჯამალ მუსიალა
ასისტი: 3 2 1 0
1
იოზუა კიმიხი
2 0 1 0 1
2
ჰარი კეინი
1 0 0 1 0
3
ჯამალ მუსიალა
1 0 0 1 0
4
საშა ბოე
1 0 0 1 0
5
დეიოტ უპამეკანო
2 0 0 2 0