bayern.ge სიახლეები გვერდი 404
ჰერტას მცველმა ლევანდოვსკი გააკრიტიკა მას ეს არ უნდა ეთქვა
ბერლინის ჰერტას ცენტრალური მცველი კარიმ რეკიკი მიუნხენის ბაიერნის ცენტრალური თავდამსხმელით რობერტ ლევანდოვსკით იმედგაცრუებულიაბუნდესლიგის 23ე ტურის შეხვედრაში ბაიერნსა და ჰერტას 10 შორის რეკიკმა ლევანდოვსკიზე უხეშობის გამო პირდაპირ წითელი ბარათი მიიღოთამაშის შემდეგ პოლონელმა ფორვარდმა აღნიშნა რომ ეს აშკარა წითელი იყო რასაც რეკიკი არ ეთანხმებამისი განცხადებით ძალიან იმედგაცრუებული ვარ მას დიდებულ მოთამაშედ ვიცნობ მაგრამ ჩემი აზრით ის სიმართლეს არ ამბობსმას ვთავაზობ რომ ამ ინციდენტს ერთად ვუყუროთ როდესაც სამართლიან წითელ ბარათს ვიღებ გასახდელში შევდივარ და მოვკეტავ ხოლმე რატომ თქვა მან ეს განაცხადა რეკიკმა
ბაიერნი აიაქსის შემტევით დაინტერესდა
მიუნხენურმა კლუბმა შეტევითი ხაზის გასაძლიერებლად ამსტერდამის აიაქსში კიდევ ერთ ალტერნატივას მიაგნოესპანური გამოცემა Estadio Deportivo იტყობინება რომ რეკორდმაისტერი ჰოლანდიური კლუბის გარემარბით დუშან ტადიჩით დაინტერესდა30 წლის სერბი ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე სეზონში საკმაოდ კარგ შთაბეჭდილებას ტოვებს და ბაიერნის ბოსების ყურადღება მიიქციადუშან ტადიჩმა მიმდინარე სეზონში სულ 38 მატჩი ჩაატარა 25 გოლი გაიტანა და 7 საგოლე გადაცემა გააკეთა
აგენტმა პეპეს მომავალზე ოფიციალური განცხადება გააკეთა
ფრანგული ლილის ახალგაზრდა გარემარბის ნიკოლა პეპეს აგენტმა თავისი კლიენტის მომავალზე კომენტარი გააკეთამაიკლ ნჩომ ფრანგული გამოცემა Telefootთან საუბრისას ნიჭიერი შემტევის სამომავლო გეგმები განიხილამას სამომავლოდ ერთი კონკრეტული ჩემპიონატი არ აქვს ამორჩეული ნიკოლა უბრალოდ კარგ პროექტს ელოდება და ამის შემდეგ გააკეთებს არჩევანს აღნიშნა მაიკლმა23 წლის ფრანგი ვინგერი მიუნხენის ბაიერნის ერთერთი სატრანსფერო სამიზნეა ზაფხულისთვისნიკოლა პეპემ მიმდინარე სეზონში ყველა ტურნირზე ერთად 28 თამაშში 16 გოლი გაიტანა და 8 საგოლე გადაცემა გააკეთა
ლევანდოვსკი უფრო მეტი დახმარება მჭირდება
მიუნხენის ბაიერნის ცენტრალურმა თავდამსხმელმა რობერტ ლევანდოვსკიმ ბერლინის ჰერტასთან თამაშის შემდეგ გუნდში კრეატივის ნაკლებობაზე ისაუბრამეტი მხარდაჭერა გვჭირდება ჰერტას წინააღმდეგ კრეატივი დაგვაკლდა სწორედ ამიტომ მომენტების შექმნა მიჭირდაამაზე უნდა ვიმუშავოთ იმედი მაქვს თომასი მალე მიიღებს თავის შანსს და დაამტკიცებს რომ ის მოედანზე ძალიან სასარგებლოა ის მუდმივად მოძრაობს და თამაშში დინამიკა შეაქვს განაცხადა 30 წლის პოლონელმაგერმანიის ეროვნული ჩემპიონატის 23ე ტურში მიუნხენელებმა ჰერტა შინ 10 დაამარცხეს გამარჯვების გოლი კუთხურიდან ხავი მარტინესმა გაიტანარობერტ ლევანდოვსკის მიმდინარე სეზონში სულ 32 თამაშში 25 გოლი გაიტანა ბუნდესლიგაში კი 13
ჰიონესმა ხამესის მომავალზე ოფიციალური განცხადება გააკეთა
მიუნხენის ბაიერნის პრეზიდენტმა ული ჰიონესმა გუშინ პრესასთან და გულშემატკივრებთან გამართა შეხვედრარეკორდმაისტერის ბოსმა ხამეს როდრიგესის მომავალზე მცირე კომენტარი გააკეთათუ მთავარი მწვრთნელი იტყვის რომ ის კარგია მაგრამ სათამაშო დროს არ მისცემს არ ვაპირებ 40 მილიონი ევროს გადახდას მოთამაშეში რომელიც მაინც არ ითამაშებსთუმცა თუ მწვრთნელი გვეტყვის რომ მას ხამესი სჭირდება და მასთან მიმართებაში გარკვეული გეგმები აქვს ხამესს აუცილებლად გავიფორმებთ განაცხადა ულიმ27 წლის კოლუმბიელი მადრიდის რეალის კუთვნილებაა და ბაიერნმა 2017 წლის ზაფხულში დაიმატა ორწლიანი იჯარის წესითხამესმა მიმდინარე სეზონში 19 თამაშში 3 გოლი გაიტანა და 2 ასისტი გააკეთა მისი გამოსყიდვის უფლება ბაიერნს 425 მილიონ ევროდ აქვს
კოვაჩმა დეივისის მომავალზე ისაუბრა
მიუნხენის ბაიერნის მთავარმა მწვრთნელმა ნიკო კოვაჩმა 18 წლის კანადელი სუპერტალანტის ალფონსო დეივისის გუნდში ინტეგრაციაზე ისაუბრაფონსი ძალიან ნიჭიერი ახალგაზრდა მოთამაშეა ის ამერიკიდან მიუნხენის ბაიერნში გადმოვიდა აქ პირველ რიგში რეაბილიტაციაა საჭირო რაც ჯერჯერობით კარგად გამოსდისარ არის მარტივი ახალგაზრდა მოთამაშის ეგრევე სწორ გზაზე დაყენება ამ ბიჭს დრო უნდა მივცეთ თითოეულ ჩვენს ახალწვეულს დრო სჭირდება ამიტომ მოთმინება უნდა გამოვიჩინოთმათგან ეგრევე სასწაულებს არ უნდა ველოდეთ მისი პროგრესით კმაყოფილი ვარ და იმედი მაქვს მისი მუშაობა შედეგს გამოიღებს და დეივისი სათამაშო დროს მიიღებს განაცხადა 47 წლის ხორვატმა სპეციალისტმაალფონსო დეივისი მიუნხენის ბაიერნმა ვანკუვერიდან 13 მილიონ დოლარად გაიფორმა მაგრამ დეივისს ჯერ ძალიან ცოტა დრო ეძლევაალფონსომ ბუნდესლიგაში მხოლოდ 3 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა და საერთო ჯამში მოედანზე მხოლოდ 18 წუთი დაჰყო
Sport1 ბაიერნმა ერნანდესის ალტერნატივას ბუნდესლიგაში მიაგნო
ცნობილი გერმანული სპორტული გამოცემა Sport1 იტყობინება რომ მიუნხენის ბაიერნმა კიდევ ერთ ახალგაზრდა ცენტრალურ მცველს დაუმიზნარეკორდმაისტერის ბოსების რადარზე ამჯერად ბერლინის ჰერტას ცენტრალური მცველი ნიკლას შტარკი მოხვდაზემოთხსენებული წყაროს ინფორმაციით 23 წლის გერმანელი მოთამაშე მადრიდის ატლეტიკოს უნივერსალური მცველის ლუკა ერნანდესის ალტერნატივაამსოფლიო ჩემპიონის გადაბირებას მიუნხენელები იანვარში ცდილობდნენ მაგრამ არ გამოუვიდათ და თუ ზაფხულშიც ვერ დაიმატებენ ლუკას მაშინ შტარკზე გადაერთვებიანნიკლას შტარკი ჰერტას ღირსებას 2015 წლიდან იცავს და გერმანიის ყველა ახალგაზრდულ ნაკრებში აქვს ნათამაშებიბუნდესლიგის მიმდინარე სეზონში შტარკმა 16 მატჩი ჩაატარა და 1 გაფრთხილება მიიღო
ჰავერტცმა თავის მომავალზე ოფიციალური განცხადება გააკეთა
ლევერკუზენის ბაიერის უნიჭიერესმა ნახევარმცველმა კაი ჰავერტცმა მიუნხენური გრანდის ინტერესზე კომენტარი გააკეთაახლა ამაზე ბევრი საუბრობს მაგრამ მე მხოლოდ ბაიერზე ვარ კონცენტრირებული ამ მომენტისთვის სხვა არაფერი მაინტერესებსფეხბურთი ძალიან სწრაფი ბიზნესია ამიტომ არ მაქვს გარანტია რომ ბაიერში დიდი ხნით დავრჩები მაგრამ შემიძლია დაგარწმუნოთ რომ მომდევნო სეზონს ნამდვილად აქ ჩავატარებკლუბთან მოქმედი კონტრაქტი ჯერ კიდევ მაქვს აღნიშნა 19 წლის გერმანელმაკაი ჰავერტცი მიმდინარე სეზონში ბრწყინვალედ გამოიყურება ყველა ტურნირზე ერთად მის ანგარიშზე 30 თამაშში 12 გოლი და 2 საგოლე გადაცემაა
რაფინია კოვაჩი არასწორად მექცევა
მიუნხენის ბაიერნის გამოცდილმა განაპირა მცველმა რაფინიამ გერმანულ პრესასთან საუბარში თავისი უკმაყოფილება არ დამალა და აღნიშნა რომ ნიკო კოვაჩმა მას გული ატკინავფიქრობ მთავარი მწვრთნელი ჩემთან მიმართებაში არასწორია საკუთარ თამაშს ვარჯიშებზე ვაჩვენებ საკუთარი თავის თავად მოტივირება მიჭირს ვარჯიშზე კარგად ვმუშაობ მაგრამ ამას მნიშვნელობა არ აქვს მწვრთნელმა იცის რომ სეზონის ბოლოს მივდივარ შესაძლოა ესაა მიზეზი ლივერპულთან თამაში როდესაც ერთი წუთიც არ გაქვს გატარებული მოედანზე ძალიან რთულია ასეთ მატჩში ჩართვა შესაძლოა ანჩელოტის გვარდიოლასა და ჰაინკესს ფეხბურთის არაფერი ესმით ვინაიდან ისინი რეგულარულად მაძლევდნენ სათამაშო დროს ნიკოსთან სეზონის პირველ ნახევარში ვთამაშობდი მაგრამ ახლა არა არ ვიცი რა მოხდა ძალიან იმედგაცრუებული ვარ განაცხადა 33 წლის ბრაზილიელმარაფინიამ მიმდინარე სეზონში ყველა ტურნირზე ერთად 17 თამაშში მიიღო მონაწილეობა და 1 გოლიც გაიტანასეზონის მეორე ნახევარში რაფინიამ მოედანზე მხოლოდ 79 წუთი დაჰყო და ჩემპიონთა ლიგის საპასუხო 18 ფინალში დისკვალიფიკაცირებული იოზუა კიმიხის შეცვლა მოუწევსრაფინია მიუნხენური კლუბის ღირსებას 2011 წლიდან იცავს და ძირითადის მოთამაშე არასოდეს ყოფილა მაგრამ სათამაშო პრაქტიკას მუდმივად იღებდა
რატომ დატოვა მოედანი გორეცკამ შესვენებაზე
მიუნხენის ბაიერნისა და ბერლინის ჰერტას დღევანდელ შეხვედრაში 10 ნიკო კოვაჩმა პირველი ცვლილება შესვენებაზევე გააკეთამეორე ტაიმში თამაშში ესპანელი ცენტრი ტიაგო ალკანტარა ჩაერთო და შეცვალა ლეონ გორეცკა რომელმაც ბარძაყის დაზიანება თამაშის წინა დღეს მოიშუშა და სასტარტოში დაიწყოგორეცკას შეცვლის მიზეზი ბაიერნის თავკაცმა ნიკო კოვაჩმა დაასახელა ლეონმა გასახდელში მითხრა რომ მეტი არ შეეძლო ამის შემდეგ ტიაგოს ვთხოვეთ გახურება24 წლის გერმანელმა ლივერპულთან ჩემპიონთა ლიგის პირველი მერვედფინალური მატჩი გამოტოვა მაგრამ მისი პრობლემა სერიოზული არ არის
ნოიერმა ლივერპულთან თამაშში კარიერული რეკორდი დაამყარა
ჩემპიონთა ლიგის პირველი მერვედფინალური შეხვედრა ლივერპულსა და მიუნხენის ბაიერნს შორის საკმაოდ დაძაბულად და ინტენსიურად წარიმართაენფილდზე გუნდებმა მოედანი გოლების გარეშე დატოვეს ხოლო რეკორდმაისტერის კაპიტანსა და გოლკიპერს მანუელ ნოიერს შთამბეჭდავი სტატისტიკური მაჩვენებელი ჰქონდა32 წლის გერმანელს კარის ხაზზე ბევრი საქმე არ ჰქონია მაგრამ თამაშში აქტიურად იყო ჩართული და ბურთს 70ჯერ შეეხო70 შეხება ბურთთან ფეხით ჩემპიონთა ლიგის თამაშში მანუელ ნოიერის კარიერული რეკორდიასაპასუხო მატჩი ალიანს არენაზე 13 მარტს ჩვენი დროით 0000 საათზე გაიმართება
ხამესმა ლივერპულთან მატჩის შემდეგ რეალში დაბრუნებაზე გააკეთა კომენტარი
მიუნხენის ბაიერნის შემტევმა ნახევარმცველმა ხამეს როდრიგესმა ლივერპულთან პირველი 18 ფინალური თამაშის შემდეგ თავის მომავალზე ისაუბრაბაიერნთან მოქმედი კონტრაქტი მაკავშირებს და ვნახოთ რა მოხდება ივნისში ვფიქრობ მადრიდში ყველაფერი მაქვს სახლი მეგობრები ხალხი რომელთაც ვუყვარვარ რეალის ზოგიერთ მოთამაშეს დღემდე ვხვდებიარ ვიცი არ მოხდება ახლა ბაიერნთან მაქვს კონტრაქტი და არავინ იცის რა ელის მომავალში მინდა რომ სეზონი ნორმალურად დავასრულო შემდეგ კი ვნახოთ რა შეიცვლება განაცხადა 27 წლის კოლუმბიელმახამეს როდრიგესი რეკორდმაისტერის ღირსებას იჯარის წესით იცავს და ბაიერნს მისი კონტრაქტის 42 მილიონ ევროდ გამოსყიდვის უფლება აქვსმიმდინარე სეზონში ყველა ტურნირზე ერთად ხამესმა 18 თამაშში 3 გოლი გაიტანა და 2 ასისტი გააკეთა
კოვაჩმა ბაიერნს იოვიჩის ყიდვა მოთხოვა
მიუნხენის ბაიერნის მთავარმა მწვრთნელმა ნიკო კოვაჩმა კლუბის ხელმძღვანელობას მომდევნო სეზონისთვის სერბი სუპერტალანტის დამატება თხოვაგერმანული გამოცემა SportBild იტყობინება რომ კოვაჩი რეკორდმაისტერის მესვეურებს ფრანკფურტის აინტრახტის ახალგაზრდა შემტევ ლუკა იოვიჩზე ესაუბრა და მისი შეძენა მოითხოვა21 წლის ლუკა იოვიჩს ნიკო კოვაჩი აინტრახტიდან იცნობს 2017 წლის ზაფხულში ლუკა გერმანულ კლუბში სწორედ კოვაჩმა მიიწვია და ნდობა გამოუცხადამიმდინარე სეზონში კი იოვიჩმა სერიოზული პროგრესი განიცადა და ამ ეტაპზე ბუნდესლიგის საუკეთესო ბომბარდირია 14 გოლი 20 თამაშში ხოლო ყველა ტურნირზე ერთად 28 თამაშში 19 ბურთილუკა იოვიჩს კატალონიის ბარსელონაც აკვირდება 21 წლის სერბი ტალანტის სატრანსფერო ღირებულება 50 მილიონ ევროს შეადგენს
SportBild დე ლიგტის ფავორიტი ბაიერნია
ჰოლანდიის ეროვნული ნაკრებისა და ამსტერდამის აიაქსის ცენტრალური მცველი მატიის დე ლიგტი მიუნხენის ბაიერნისადმი სიმპათიებით არის განწყობილი19 წლის სუპერტალანტისთვის რამდენიმე ევროპული გრანდი ნადირობს მათ შორის მიუნხენური კლუბიც ცნობილი გერმანული გამოცემა SportBild ავრცელებს რომ დე ლიგტის აზრით მისთვის ყველაზე შესაფერისი გუნდი ბაიერნიარეკორდმაისტერი დე ლიგტთან ერთად მადრიდის ატლეტიკოს მცველ ლუკა ერნანდესსაც აკვირდება და ამ ორს შორის მოუწევს არჩევანის გაკეთებამატიის დე ლიგტის სატრანსფერო ღირებულება 60 მილიონ ევროს შეადგენს 19 წლის ჰოლანდიელს აიაქსის დატოვება სეზონის ბოლოს აქვს დაგეგმილი
ჰიონესი ახლაც არ გჯერათ კოვაჩის შესაძლებლობების
მიუნხენური კლუბის პრეზიდენტმა ული ჰიონესმა ლივერპულთან ჩემპიონთა ლიგის პირველი 18 ფინალური მატჩის შემდეგ გუნდის თავკაცი ნიკო კოვაჩი შეაქოგუშინ ჩვენი მთავარი მწვრთნელი კარგი იყო და მომდევნო სამი კვირის განმავლობაში კიდევ ერთ სწორ გადაწყვეტილებას მიიღებსვფიქრობ უნდა შევწყვიტოთ ყოველი თამაშის წინ ნიკოს შესაძლებლობების ეჭვქვეშ დაყენება ის კარგ სამუშაოს ასრულებსვფიქრობ ბოლო 16 თამაშიდან 14 მოვიგეთ ამის შემდეგ მაინც უნდა განვიხილოთ ჩვენი მთავარი მწვრთნელის მუშაობა განაცხადა ჰიონესმაგერმანულმა გრანდმა ენფილდიდან უგოლო ფრე წამოაღო და საპასუხო შეხვედრა 13 მარტს გაიმართება ალიანს არენაზე
რუმენიგე 00 სახიფათო ანგარიშია
მიუნხენის ბაიერნის გენერალურმა დირექტორმა კარლჰაინც რუმენიგემ ჩემპიონთა ლიგის პირველი 18 ფინალური შეხვედრის შედეგი შეაფასა00 სახიფათო ანგარიშია 1981 წელს ასეთი ანგარიში გვქონდა დაფიქსირებული და საბოლოოდ შინ 11ს შემდეგ გამოვვარდითარ უნდა დავუშვათ ის შეცდომები რომლებიც მაშინ ჩემმა გუნდმა დაუშვა მეორე მატჩი ფანტასტიკურად უნდა ჩავატაროთ განაცხადა კალე რუმენიგემრუმენიგემ 198081 წლების სეზონის ჩემპიონთა თასის ნახევარფინალი გაიხსენა მაშინაც ბაიერნმა ლივერპულიდან უგოლო ფრე წამოიღო ხოლო მიუნხენში ფრედ 11 ინგლისელებს აწყობდათსაპასუხო მატჩი ალიანს არენაზე 13 მარტს გაიმართება ნებისმიერი შედეგიანი ფრე სტუმრებს აწყობთ
  • ბომბარდირები
  • ასისტენტები
  • ბარათები
1
ჰარი კეინი
გოლი: 44 8 36 0
2
ჯამალ მუსიალა
გოლი: 12 2 10 0
3
ლეროი სანე
გოლი: 10 2 8 0
4
მატის ტელი
გოლი: 9 2 6 1
5
თომას მიულერი
გოლი: 7 1 5 1
1
ლეროი სანე
ასისტი: 12 1 11 0
2
ჰარი კეინი
ასისტი: 11 3 8 0
3
ტომას მიულერი
ასისტი: 8 1 7 0
4
იოზუა კიმიხი
ასისტი: 9 2 6 1
5
ლეონ გორეცკა
ასისტი: 9 1 7 1
1
ლეონ გორეცკა
5 0 2 3 0
2
ლეროი სანე
5 0 1 4 0
3
დე ლიხტი
5 0 0 5 0
4
ალექსანდარ პავლოვიჩი
5 0 0 5 0
5
დეიოტ უპამეკანო
2 2 1 3 0