ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალურ თამაშში "პარისსენჟერმენმა" მიუნხენურ გრანდს გასვლაზე ანგარიშით 2:3 სძლია.
შეხვედრაში პარიზელთა მეკარემ, კეილორ ნავასმა, ისტორიული შედეგი დააფიქსირა. მართალია კოსტა-რიკელმა კიპერმა 2 გოლი გაუშვა, მაგრამ 10 ჯერ მოახერხა მეტოქის დარტყმის მოგერიება.
ამ სტატისტიკის ათვლა 2003 წელს დაიწყო. ასეთი შედეგი კი 1/4 ფინალებში სწორედ მის დღევანდელ ვიზავს, მანუელ ნოიერს, ჰქონდა 2016-17 წლების ჩემპიონთა ლიგის სეზონში მადრიდის "რეალის" წინააღმდეგ.
შეგახსენებთ ამ გუნდებს შორის განმეორებითი შეხვედრა 13 აპრილს პარიზში გაიმართება.