bayern.ge სიახლეები გვერდი 417
"ბაიერნი" გერმანიის თასზე სპეციალური ფორმებით გამოვა (ფოტოები)
22-23 დეკემბერს გერმანიის თასის მეორე ეტაპის შეხვედრები გაიმართება, რომელშიც მონაწილეობას, რა თქმა უნდა, მიუნხენის "ბაიერნიც" მიიღებს.

ჯერ-ჯერობით უცნობია, ვის შეხვდება "რეკორდმაისტერი", თუმცა, უკვე გარკვეულია, რომ ფეხბურთელები მინდორზე სპეციალური ფორმებით გამოვლენ.

ახალი მაისური ე.წ. Human Race-ის მოძრაობის მხარდასაჭერი იქნება და ის ადიდასის დიზაინერმა, ფარელ ვილიამსმა შექმნა. როგორც ცნობილია, ამ მაისურით გუნდი მხარს დაუჭერს ტოლერანტულობისა და მშვიდად თანაცხოვრების იდეას.

იხილეთ ფოტოები:



ფლიკი: "ტიაგო მსოფლიო დონის ფეხბურთელია, დანტასს კი თავისი სტილი აქვს"
გერმანული გამოცემა Sport1-ის ინფორმაციით, მიუნხენის "ბაიერნის" მთავარი მწვრთნელი, ჰანს ფლიკი წლების განმავლობაში აკვირდებოდა ტიაგო დანტასის პროგრესს. იგი თავდაპირველად ჟოზე ბოტოს, "ბენფიკას" ყოფილ სკაუტს დაუკავშირდა.

წყაროს ცნობით, ახალგაზრდა ნახევარმცველის დამატება თავად "რეკორდმაისტერის" მთავარი მწვრთნელის მოთხოვნა იყო. დიდი ალბათობით, კლუბი მას სეზონის ბოლოს 7.5 მილიონ ევროდ გამოისყიდის.

დანტასმა უკვე დაიწყო გერმანული ენის შესწავლა. ის მალევე დაუმეგობრდა თომას მიულერს. ეს უკანასკნელი ტიაგოს ადაპტაციაში და ენის სწავლაში აქტიურად ეხმარება.

აქვე გთავაზობთ ნაწყვეტს ფლიკის ინტერვიუდან, სადაც ის ტიაგო დანტასის შესახებ საუბრობს.

"როგორც მწვრთნელს, ძალიან მსიამოვნებს მასთან ერთად მუშაობა. ტიაგო მოწადინებულია, რომ რაც შეიძლება ბევრი ისწავლოს. მან თავისი ძალა უკვე გვაჩვენა ვარჯიშებზე."

"ალკანტარა მსოფლიო დონის ფეხბურთელია, რომელმაც საკუთარი შესაძლებლობები დაამტკიცა, დანტასს კი თავისი სტილი აქვს, რომელსაც მალე გვაჩვენებს. ის ფიზიკურ ორთაბრძოლებში ოდნავ მოიკოჭლებს, თუმცა, ამაზე ვიმუშავებთ." - აცხადებს ფლიკი.
გნაბრის შემდეგ "ბაიერნის" კიდევ ერთ წევრს დაუდასტურდა კორონავირუსი
მოგეხსენებათ, სამშაბათს მიუნხენის "ბაიერნის" ერთ-ერთ ლიდერს, სერჟ გნაბრის კორონავირუსი დაუდასტურდა, რის გამოც მან "ატლეტიკოსთან" შეხვედრა გამოტოვა.

გერმანული გამოცემა Bild-ის ინფორმაციით, "რეკორდმაისტერის" რიგებში კიდევ ერთ ადამიანს მიუვიდა დადებითი პასუხი ტესტზე და ეს გახლავთ სტაფის წევრი, ჯიანი ბიანკი.

როგორც ცნობილია, გუნდის ფიზმომზადების მწვრთნელს კონტაქტი არ ჰქონია გნაბრისთან, შესაბამისად, გადაცემა მისგან არ მომხდარა. ვინაიდან "ბაიერნის" რიგებში ვირუსის გადაცემის ფაქტი არ დაფიქსირებულა, "აინტრახტთან" მატჩი ჩვეულებრივად გაიმართება.

შეგახსენებთ, რომ გუშინდელი ინფორმაციით სერჟ გნაბრიმ უკვე დაამარცხა კორონავირუსი და საკარანტინო 10 დღის გასვლის შემდეგ დაუბრუნდება გუნდს.
"ბაიერნი" - "აინტრახტი" სავარაუდო შემადგენლობა
გერმანიის ბუნდესლიგის მეხუთე ტურში მიუნხენის "ბაიერნი" ფრანქფურტის "აინტრახტს" უმასპინძლებს.

გთავაზობთ "რეკორდმაისტერის" სავარაუდო თერთმეტეულს მომავალი დაპირისპირებისთვის.

ნოიერი - პავარი, ზულე, ალაბა, ერნანდესი - კიმიხი, გორეცკა - დუგლას კოშტა, მიულერი, კომანი - ლევანდოვსკი.
მიქაუტაძე ლევანდოვსკის კვალდაკვალ - ქართველი საუკეთესოებს შორის
მიმდინარე სეზონში აქტუალური თემა გახლავთ გიორგი მიქაუტაძე. საფრანგეთის პასპორტის მქონე ქართველი ფეხბურთელი, რომელიც ბელგიის პროქსიმუს ლიგაში ბრწყინვალედ გამოიყურება.

19 წლის ფორვარდის დიდი პროგრესი არც ევროპაში გამორჩენიათ. ცნობილმა გამოცემა Transfermarkt-ზე ქართველი ფორვარდის სატრანსფერო ფასი 6-ჯერ გიაზარდა და ახლა 1.2 მილიონ ევროს შეადგენს. გარდა ამისა, საიტმა მას მცირე სტატიაც მიუძღვნა.

როგორც სტატიიდან ირკვევა, მიქაუტაძე გოლების გატანის მხრივ ევროპაში მეორეა. კერძოდ, მას ყოველ 44 წუთში გააქვს გოლი და ამ მაჩვენებლით მხოლოდ და მხოლოდ "ბაიერნის" ლიდერს, რობერტ ლევანდოვსკის ჩამორჩება, რომელსაც ყოველ 43 წუთში ერთხელ გააქვს გოლი. მესამე ადგილზე კრამარიჩია, 45 წუთიანი მაჩვენებლით.

ცნობისთვის, მიქაუტაძეს ბელგიის პროქსიმუს ლიგაში 7 თამაშში უკვე 14 გოლი აქვს გატანილი, რობერტ ლევანდოვსკის მაჩვენებელი კი 4 მატჩში 7 გოლია.
"ხულიგნებს ვეთამაშებით" - რა უთხრა მიულერმა მსაჯს ბარათის მიღების მომენტში
ჩემპიონთა ლიგის გახსნით ტურში მიუნხენის "ბაიერნმა" მადრიდის "ატლეტიკოს" უმასპინძლა და ანგარიშით 4:0 გაანადგურა.

პირველი ტაიმის მიმდინარეობისას მთავარმა არბიტრმა თომას მიულერი უცნაურ სიტაუციაში გააფრთხილა, რამაც ამ უკანასკნელის აღშფოთება გამოიწვია. თომასმა მაიკლ ოლივერს ამ ეპიზოდში შემდეგი სიტყვებით მიმართა:

"ეს ნამდვილად დაუჯერებელია. რა ხდება? მსოფლიო ფეხბურთში ყველაზე დიდ ხულიგნებთან, "ატლეტიკოსთან" ვთამაშობთ და ყვითელ ბარათს მე მიჩვენებ?" - განუცხადა თომასმა ოლივერს.
სრულიად მოულოდნელად - გნაბრი Covid 19-ისგან 2 დღეში განიკურნა
მოგეხსენებათ, სამშაბათს მიუნხენის "ბაიერნის" ლიდერს, სერჟ გნაბრის კორონავირუსი დაუდასტურდა, რის გამოც მან "ატლეტიკოსთან" შეხვედრა გამოტოვა.

გერმანული გამოცემა Bild-ის ინფორმაციით, ახალგაზრდა ვინგერმა დღეს მორიგი ტესტი ჩაიტარა და რაც არ უნდა მოულოდნელი იყოს, უარყოფითი პასუხი მიიღო.

როგორც ჩანს, გნაბრიმ საკმაოდ მალევე მოახერხა ვირუსის დამარცხება. თუმცა, ამის მიუხედავად მას გარკვეული პერიოდის განმავლობაში თვითიზოლაციაში მოუწევს ყოფნა.

დიდი ალბათობით, გნაბრი მომდევნო დღეებში კიდევ ერთ ტესტს ჩაიტარებს და მორიგი უარყოფითი პასუხის შემთხვევაში სავარაუდოდ, 31 ოქტომბერს, "კიოლნთან" შეხვედრაში შეძლებს გუნდის დახმარებას.
ჩემპიონთა ლიგის პირველი ტურის სიმბოლური ნაკრები ცნობილია
ჩემპიონთა ლიგის პირველი ტური დასრულდა და უკვე ცნობილია კვირის საუკეთესო თერთმეტეული გამოცემა Whoscored-ის ვერსიით.

"ატლეტიკოსთან" ბრწყინვალე გარჯა დაუფასდათ მიუნხენის "ბაიერნის" ნახევარმცველებს. ხსენებულ პოზიციაზე 4-დან სამი ფეხბურთელი სწორედ "რეკორდმაისტერიდან" იყო. ესენი არიან იოზუა კიმიხი, ლეონ გორეცკა და კინგსლი კომანი.

სრული თერთმეტეული შემდეგნაირად გამოიყურება:

"მადლობა თქვი, რომ მსაჯმა ვერ გაიგო" - როგორ უპასუხა მიულერმა კრიტიკას (ფოტო)
ჩემპიონთა ლიგის პირველ ტურში მიუნხენის "ბაიერნმა" მადრიდის "ატლეტიკოს" უმასპინძლა და ანგარიშით 4:0 გაანადგურა.

შეხვედრის პირველ ტაიმში "რეკორდმაისტერის" ლიდერმა, თომას მიულერმა საკმაოდ საკამათო სიტუაციაში ყვითელი ბარათი მიიღო, რაც მან გააპროტესტა. ამ ეპიზოდს სოციალურ ქსელებში დიდი გარჩევა მოჰყვა, რაზეც ერთ-ერთმა ფეხბურთის გულშემატკივარმა ასეთი შინაარსის კომენტარი დაწერა:

"უხეში დარღვევა, სრულიად დამსახურებული ყვითელი ბარათი. და თომასის სიტყვები სრულიად საშინელება იყო. მადლობა თქვი, რომ მსაჯმა ვერ გაიგო, თორემ შხაპს ნაადრევად მიიღებდი." - წერს ერთ-ერთი ფანი.

ამ კომენტარს მიულერმა მარტივად, მხოლოდ ერთი ე.წ. ღიმილის emoji-ს დახმარებით უპასუხა - ?.



 
სიმეონე: "მატჩში გუნდებს შორის ერთი განსხვავება იყო"
მადრიდის "ატლეტიკოს" მთავარმა მწვრთნელმა, დიეგო სიმეონემ "ბაიერნთან" განცდილი მძიმე მარცხის შემდეგ პირველი კომენტარი გააკეთა.

"არც კი ვიცი რატომ დავუშვით ამდენი შეცდომები, თუ ეს უბრალოდ მეტოქის ვირტუოზული თამაშის წყალობით მოხდა. უბრალოდ, მათ ყველაფერი გამოსდიოდათ."

"დღევანდელ მატჩში გუნდებს შორის განსხვავება მხოლოდ ეს იყო, "ბაიერნმა" თავისი შანსები გამოიყენა. თუმცა, ჩვენ ბოლომდე ვცდილობდით გოლის გატანას."

"სევილია სულ ცოტა ხნის წინ ეთამაშა ამ გუნდს და კინაღამ, სუპერთასის ტიტულიც აართვა. ჩვენ კი მწარე მარცხი განვიცადეთ. ამ თამაშიდან დასკვნები უნდა გამოვიტანოთ." - აცხადებს ჩოლო.
ფლიკი: "მიულერი მატჩის მიმდინარეობის დროს გუნდს მოძღვრავს"
მიუნხენის "ბაიერნის" მთავარმა მწვრთნელმა, ჰანს ფლიკმა მადრიდის "ატლეტიკოს" გამარჯვების შემდეგ პირველი კომენტარი გააკეთა.

"ძალიან კარგად ვითამაშეთ. ისეთ გუნდს დავუპირისპირდით, რომელიც დაცვაში ბრწყინვალედ თამაშობს, თუმცა, ჩვენი თამაში დამაგვირგვინებელ ფაზაში ფანტასტიკური იყო."

"გახარებული ვარ ჩემი გუნდის თამაშით და ულამაზესი გოლებით. უმნიშვნელოვანესი 3 ქულა მოვიპოვეთ."

"მეტოქის მიერ დატოვებული სივრცეები კარგად გამოვიყენეთ. ისინი ძალიან მარლა იყვნენ ამოწეულები და ამით ვისარგებლეთ."

"თომასმა კარგად იცის სად უნდა დადგეს. ის მატჩის მიმდინარეობს თან გუნდს წვრთნის, მოძღვრავს. შეიძლება ითქვას, რომ მიულერი მწვრთნელისთვის დამატებითი ხელია." - აცხადებს ფლიკი.
"სტალინი!" - ქართველების სახალისო კომენტარები "ბაიერნის" გამანადგურებელი გამარჯვების შემდეგ
მიუნხენის "ბაიერნმა" ჩემპიონთა ლიგის გახსნით ტურში მადრიდის "ატლეტიკოს" უმასპინძლა და ანგარიშით 4:0 გაანადგურა.

გთავაზობთ ქართველი გულშემატკივრების სახალისო კომენტარებს ამ მატჩის შესახებ.


კითხვა: "ვინ შეძლებს ბაიერნის გაჩერებას?"

პასუხები:



როგორ გამოეხმაურა "ბარსას" ფეხბურთელი "ბაიერნის" გამარჯვებას
ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის პირველ ტურში მიუნხენის "ბაიერნმა" მადრიდის "ატლეტიკოს" უმასპინძლა და 4:0 გაანადგურა.

"რეკორდმაისტერის" მორიგ დამაჯერებელ გამარჯვებას კატალონიის "ბარსელონას" ახალგაზრდა ფეხბურთელი, აარონ ვესტი ხუმრობით გამოეხმაურა.

"ჰელოუინისთვის ვაპირებ, რომ "ბაიერნის" ფორმაში გამოვეწყო." - წერს ვესტი სოციალურ ქსელში.

შეგახსენებთ, რომ თავის მხრივ "ბარსა" გერმანულმა გიგანტმა დაახლოებით 2 თვის წინ ანგარიშით 8:2 გაანადგურა.
ცივსისხლიანად - ნოიერმა ფელიშის უძლიერესი დარტყმა ქუსლით აიღო (ვიდეო)
მიუნხენის "ბაიერნმა" ჩემპიონთა ლიგის გახსნით ტურში 4:0 დაამარცხა მადრიდის "ატლეტიკო".

შეხვედრის ბოლოს სტუმართა ლიდერმა, ჟოაო ფელიშმა სასტვენის შემდეგ უძლიერესად დაარტყა. მიუხედავად იმისა, რომ ბურთის კარში გასვლის შემთხვევაში გოლი მაინც არ ჩაითვლებოდა, ნოიერმა მაყურებელი გაახალისა და ულამაზეს სტილში ბურთი მოიგერია.

იხილეთ ვიდეო.
"ბაიერნი" 4:0 "ატლეტიკო" ფეხბურთელების შეფასებები
ჩემპიონთა ლიგის გახსნით ტურში მიუნხენის "ბაიერნმა" მადრიდის "ატლეტიკოს" ესტუმრა და ანგარიშით 4:0 გაანადგურა.

გთავაზობთ "რეკორდმაისტერის" ფეხბურთელების შეფასებებს გამოცემა Whoscored-ის ვერსიით:


  • ბომბარდირები
  • ასისტენტები
  • ბარათები
1
ჰარი კეინი
გოლი: 13 4 8 1
2
მაიკლ ოლისე
გოლი: 6 0 4 2
3
ჯამალ მუსიალა
გოლი: 3 0 3 0
4
თომას მიულერი
გოლი: 3 0 1 2
5
სერჟ გნაბრი
გოლი: 2 0 2 0
1
ჰარი კეინი
ასისტი: 5 0 5 0
2
ჯამალ მუსიალა
ასისტი: 3 3 0 0
3
სერჟ გნაბრი
ასისტი: 3 0 2 1
4
თომას მიულერი
ასისტი: 3 0 2 1
5
მაიკლ ოლისე
ასისტი: 3 0 2 1
1
იოზუა კიმიხი
1 0 0 0 1
2
ჰარი კეინი
1 0 0 1 0
3
ჯამალ მუსიალა
1 0 0 1 0
4
საშა ბოე
1 0 0 1 0
5
დეიოტ უპამეკანო
2 0 0 2 0