ფრანგული "პსჟს" მთავარმა მწვრთნელმა, მაურისიო პოჩეტინომ "ბაიერნთან" მატჩამდე პრესკონფერენცია ჩაატარა.
"ყველა გუნდს თავისი ხასიათი აქვს. "ბაიერნი" მაღალ პრესინგს თამაშობს. მათი შემტევები მუდმივად ცდილობენ დაარღვიონ შენი დაცვის ხაზი. მნიშვნელოვანი იქნება მომდევნო მატჩში, რომ საშიშ ზონებში ბურთი იშვიათად დავკარგოთ."
"ვიცით, რომ "ბაიერნს" დანაკლისი აქვს, თუმცა, ასეთივე სიტუაციაა ჩვენს გუნდშიც. მიმდინარე სეზონში ეს ბევრი მწვრთნელის პრობლემაა და ამას უნდა შევეგუოთ."
"გნაბრი და ლევანდოვსკი დიდებული ფეხბურთელები არიან, მაგრამ "ბაიერნის" მთავარი სიძლიერე მთლიანი კოლექტივია. სწორედ ამის წყალობით მოიგეს ჩემპიონთა ლიგა და საკლუბო მუნდიალი."
"მჯერა, რომ პლეი-ოფის ეტაპზე ყველა გუნდს აქვს შანსი. ვიცით, რომ "ბაიერნი" ევროპის ჩემპიონი და მსოფლიოს უძლიერესი კლუბია. მაგრამ, ჩვენ ასევე გვსურს ამ ტიტულის მოგება. საკუთარი სიძლიერის რწმენა არავის გვაკლია." - აცხადებს პოჩეტინო.
"ბაიერნის" მთავარმა მწვრთნელმა ჰანს ფლიკმა "პარისსენჟერმენთან" მატჩისწინა პრესკონპერენციაზე თავისი ფეხბურთელების შესახებ ისაუბრა.
"მარკ როკამ კვირას ტრავმა მიიღო და დღეს ის ვერ დაგვეხმარება. ეჭვქვეშაა სერჟ გნაბრის თამაშიც, რადგან მას ყელი სტკივა."
"ახლა ჩვენთვის გასული წლის ფინალი აქტუალური არ არის. ხვალ სულ სხვაგვარი თამაში გველის განსხვავებული გუნდის წინააღმდეგ.."
"მათ მწვრთნელი შეიცვალეს. ჩვენი მიზანია ორმატჩიან ბრძოლაში გავიმარჯვოთ და ნახევარფინალში გავიდეთ."
"სასტარტო შემადგენლობა? დღეს ვინც გუნდთან ერთად ივარჯიშა ყველა მზად არის სათამაშოდ. ამ კითხვას ღიად დავტოვებ. ხვალ გადავწყვეტ ვინ იქნება თერთმეტეულში."
"პსჟს ძლიერი დაცვის ხაზი და მეკარე ჰყავს, ასევე, რა თქმა უნდა, მათი შეტევაც უდიდეს პრობლემას წარმოადგენს მეტოქისთვის. ეს ამ კლუბის მთავარი სიძლიერეა." - აცხადებს ფლიკი.
ოთხშაბათს, 7 აპრილს ჩემპიონთა ლიგის პირველი 1/4 ფინალური ეტაპის მატჩი გაიმართება, რომელშიც მიუნხენის "ბაიერნი" საკუთარ კედლებში "პსჟს" მიიღებს.
თამაშამდე ერთი დღით ადრე პარიზელთა მთავარმა მწვრთნელმა, მაურისიო პოჩეტინომ განაცხადი დაასახელა.
გუნდს მიუნხენში კოვიდინფიცირებული მარკო ვერატისა და ალესანდრო ფლორენცის გარდა ასევე არ ეყოლება ხუან ბერნატი, მაურო იკარდი, ლეონ კურჟავა და ლეანდრო პარედესი.
ცნობილმა გამოცემა Tribuna.com-მა 2021 წლის ოქროს ბურთის ფავორიტების სია დაასახელა.
გასაკვირი არ იქნება თუ გეტყვით, რომ პირველ ადგილზე მიუნხენის "ბაიერნის" ლიდერი, რობერტ ლევანდოვსკი იმყოფება.
პოლონელ თავდამსხმელს მიმდინარე სეზონში ბუნდესლიგის, ჩემპიონთა ლიგისა და ევრო 2020-ის მოგების შანსი აქვს და წარმატების მიღწევის შემთხვევაში მართლაც ბრწყინვალე შანსი აქვს ოქროს ბურთის დაუფლების.
ბათუმში, ჭავჭავაძის ქუჩაზე „ნეოლეთის“ ფილიალი გაიხსნა. სადაც მომხმარებლები სხვადასხვა სახის ფინანსური მომსახურების მიღებას შეძლებენ. პარალელურ რეჟიმში განაგრძობს მუშაობას ბათუმის მეორე ფილიალი 26 მაისის ქუჩაზე.
„ნეოლეთი“ საგადახდო მომსახურების პროვაიდერია. რომელიც მომხმარებელს საშუალებას აძლევს ნეოლეთის ელექტრონულ სისტემაში უსაფრთხოდ და მარტივად აწარმოოს სხვადასხვა ტიპის ფინანსური ოპერაციები, ისეთი როგორიც არის:
ონლაინ სათამაშო ოპერატორების ბალანსზე თანხის შეტანა სალაროების და საბანკო ბარათების მეშვეობით;
კომუნალური გადასახადების გადახდა;
მობილური ბალანსის შევსება;
ნეოლეთის სხვა მომხმარებელთან ფულის გადარიცხვა;
N Card-ით თანხის განაღდება საქართველოში არსებული ბანკომატების და POS ტერმინალების საშუალებით;
N Card-ით, ევროპაბეთის ანგარიშიდან თანხის გატანის ყველაზე მოსახერხებელი გზით, მომხმარებლები წლებია სარგებლობენ მისი მთავარი უპირატესობების გამო. N Card-ით განხორციელებული ტრანზაქციები არ ჩანს საბანკო ამონაწერში, თანხის გატანა შესაძლებელია საქართველოს ბანკისა და თიბისი ბანკის ბანკომატებიდან, N Card-ით უნაღდო ანგარიშსწორება ხდება საქართველოს ბანკისა და თიბისი ბანკის ტერმინალებზეც და ევროპაბეთის ბალანსიდან თანხის გატანა შესაძელებელია ნებისმიერ დროს მომენტალურად.
რამდენიმე დღის წინ "პსჟს" ოფიციალურმა საიტმა დაადასტურა, რომ მარკო ვერატის კორონავირუსი დაუფიქსირდა, რის გამოც "ბაიერნთან" თამაშებში მონაწილეობის მიღებას ვერ შეძლებს. დღეს პარიზელთა ბანაკში ვირუსის კიდევ ერთი შემთხვევა დაფიქსირდა.
კერძოდ, წყაროს ცნობით, ამჯერად კორონავირუსის ტესტზე დადებითი პასუხი განაპირა მცველს, ალესანდრო ფლორენცის მიუვიდა.
30 წლის ფეხბურთელს მარკო ვერატისთან კონტაქტი ჰქონდა, რის გამოც გასულ დღეებში ის იზოლაციაში იმყოფებოდა. დღეს კი ოფიციალურად დადასტურდა, რომ ისიც კოვიდინფიცირებულია.
ორივე ხსენებული ფეხბურთელი "ბაიერნთან" 1/4 ფინალური ეტაპის მატჩებში მონაწილეობას ვერ მიიღებს.
ოთხშაბათს ჩემპიონთა ლიგის 1/4 ფინალური ეტაპის პირველი მატჩი გაიმართება, რომელშიც მიუნხენის "ბაიერნი" ფრანგულ "პსჟს" უმასპინძლებს.
UEFA-ს ოფიციალურმა საიტმა მატჩის მთავარი არბიტრის ვინაობა დაასახელა. შეხვედრას ესპანელი მსაჯი, მატეო ლაოსი გაუძღვება.
44 წლის სპეციალისტი "ბაიერნისთვის" უცხო არ გახლავთ. მან წარსულში კლუბის 4 მატჩი განსაჯა, მათ შორის ერთი "პსჟსთან" შეხვედრა გახლდათ.
2020 წელს "ბაიერნმა" "ლიონი" 3:0 დაამარცხა, 2018 წელს "ბენფიკა" 0:2, 2013 წელს "პლზენი" 0:1. 2017 წელს გამართული დაპირისპირება კი "პსჟს" გამარჯვებით დასრულდა, 3:0. ყველა ამ მატჩს სწორედ მატეუ ლაოსი უძღვებოდა.
რამდენიმე დღის წინ ული ჰიონესმა განაცხადა, რომ მისი აზრით ჟერომ ბოატენგი იოახიმ ლიოვმა ევროპის ჩემპიონატზე არ უნდა წაიყვანოს.
აღნიშნულ განცხადებას "ბაიერნის" მთავარმა მწვრთნელმა, ჰანს ფლიკმა უპასუხა.
"ეს მისი აზრია. მე კი "ბაიერნში" ვისწავლე, რომ შენს ფეხბურთელებს ყოველთვის უნდა დაუჭირო მხარი ნებისმიერ დროს და ამ გზას მივყვები."
"ჟერომი ჩვენს გუნდში უკვე ათეული წელია ირიცხება და ორჯერ მოიგო ტრიპლეტი. მან ურთულესი პერიოდი გადალახა და ახლა კვლავ უმაღლეს ფორმაშია." - აცხადებს ფლიკი.
ფრანგული "პსჟს" ფეხბურთელებმა და მწვრთნელმა ჩემპიონთა ლიგის მატჩის წინ რობერტ ლევანდოვსკის არყოფნაზე ისაუბრეს.
"ლევანდოვსკი დიდებული ფეხბურთელია და მისი არყოფნა ჩვენთვის კარგი სიახლეა, თუმცა, მე ვწუხვარ ნებისმიერი ადამიანის ტრავმის გამო." - მბაპე.
"მე მებრძოლი ვარ და მიყვარს საუკეთესოებთან დაპირისპირება. კარგი იქნებოდა, რომ ლევანდოვსკის ამ მატჩებში მიეღო მონაწილეობა. თუმცა, ეს ბევრს არაფერს ცვლის, "ბაიერნი" მაინც უძლიერესი გუნდია." - კიმპებე.
"ბაიერნი მხოლოდ ლევანდოვსკი არ არის. ის დიდებული ფეხბურთელია, მაგრამ მიუნხენელებს ჰყავთ ერთიანი გუნდი, რომელიც ნებისმიერი მოთამაშის გარეშეც შეუჩერებელია." - პოჩეტინო.