შაბათს გერმანიის ბუნდესლიგის მე-19 ტურის შეხვედრა გაიმართება, რომელშიც მიუნხენის "ბაიერნი" საკუთარ კედლებში "ჰოფენჰაიმს" დაუპირისპირდება.
კლუბის ოფიციალური განცხადებით, "რეკორდმაისტერი" უერთდება კამპანიას ლგბტ პირების მხარდასაჭერად და სწორედ ამიტომ, შაბათს "ალიანს არენა" ცისარტყელის ფერებში იქნება განათებული.
გერმანიის ბუნდესლიგის მომავალ ტურში ყველა გუნდის კაპიტანი ე.წ. ლგბტ სამკლაურებით გამოვა მინდორზე და გამონაკლისი არც მანუელ ნოიერი იქნება.
როგორც განცხადებაშია აღწერილი, კლუბი ამ ქმედებით მხარს უჭერს თანასწორობისა და განსხვავებულობის იდეას.
იოზუას ზირკზეს ირგვლივ ატეხილი სატრანსფერო აჟიოტაჟი საბოლოოდ სრულდება.
გამოცემა Sky-ს ინფორმაციით, ახალგაზრდა თავდამსხმელი კარიერას იტალიის სერია ა-ს ბინადარ "პარმაში" გააგრძელებს. ფეხბურთელი სამედიცინო შემოწმებას მიმდინარე კვირაში გაივლის.
წყაროს ცნობით, იტალიელები ზირკზეს ექვსთვიანი იჯარით დაიმატებენ. გარდა ამისა, "პარმას" მისი გამოსყიდვის უფლება ექნება 10 მილიონი ევროს სანაცვლოდ.
შეგახსენებთ, რომ ზირკზეს ტრანსფერით "ევერტონიც" იყო დაინტერესებული.
ცნობილმა სტატისტიკურმა გამოცემა IFFHS-მა 2011-2020 წლების საუკეთესო თერთმეტეული დაასახელა.
საინტერესოა, რომ სიმბოლურ გუნდში მიუნხენის "ბაიერნის" მხრიდან 4 ფეხბურთელი მოხვდა. ესენი არიან მანუელ ნოიერი, ფილიპ ლამი, რობერტ ლევანდოვსკი და ამჟამად "რეალის" ნახევარმცველი ტონი კროოსი.
მადრიდის "რეალის" ლიდერმა, ტონი კროოსმა "სამეფო კლუბი" და მიუნხენის "ბაიერნი" შეადარა.
"მნიშვნელობა არ აქვს სად მიდიხარ "რეალთან" ერთად, ჩინეთში, თუ ამერიკაში, შენ ხალხის რეაქციას მუდამ გრძნობ ნებისმიერ წერტილში და ეს მხოლოდ "რეალს" ეხება."
"შედარებისთვის, "ბაიერნთან" ერთადაც გვქონდა ჩინეთში ტურნე, თუმცა, იქ ისეთივე აჟიოტაჟი არ გამოუწვევია, როგორიც "რეალს". შეიძლება ითქვას, რომ "სამეფო კლუბი" უფრო ცნობადია მთელს მსოფლიოში."
"თუმცა, რა თქმა უნდა, "ბაიერნიც" უდიდესი კლუბია, რომელსაც ძალიან ბევრი ქომაგი ყავს." - აცხადებს კროოსი.
გერმანული გამოცემა BILD ჰანს ფლიკის მომავალთან დაკავშირებით სენსაციურ ინფორმაციას აქვეყნებს.
წყაროს ცნობით, არ არის გამორიცხული, სეზონის დასრულების შემდეგ 55 წლის სპეციალისტმა მიუნხენის "ბაიერნი" დატოვოს და ამას თავისი მიზეზები აქვს.
პირველ რიგში, ეს გახლავთ გერმანიის ეროვნული ნაკრები. როგორც ცნობილია, ფედერაცია აქტიურად ურთიერთობს ფლიკთან და არ არის გამორიცხული, ევრო 2021-ის დასრულების შემდეგ იოახიმ ლიოვის ნაცვლად სწორედ მას შესთავაზონ მთავარი მწვრთნელის პოსტი.
გარდა ამისა, ფლიკს დაძაბული ურთიერთობა აქვს ჰასან სალიჰამიჯიჩთან. სამწვრთნელო შტაბი უკმაყოფილოა კლუბის მიერ გაკეთებული ტრანსფერებით და თვლიან, რომ შემადგენლობა ტრებლის მოგების შემდეგ გაცილებით შესუსტებულია.
თუმცა, თავის მხრივ კარლ-ჰაინც რუმენიგე ფლიკის დიდი გულშემატკივარია და მათ ძალიან კარგი ურთიერთობა აქვთ, რაც მისი დარჩენის წინაპირობა შეიძლება გახდეს.
შეგახსენებთ, რომ ამჟამინდელი კონტრაქტით ფლიკი "ბაიერნის" მთავარი მწვრთნელის პოსტზე 2023 წლამდე უნდა დარჩეს.
იაპონურმა კომპანია Nendo-მ სრულიად ახალი დიზაინის მქონე ფეხბურთის ბურთი შექმნა, რომელსაც გაბერვა არ სჭირდება და გაფუჭების შემთხვევაში შესაძლებელია მცირე დეტალის გამოცვლა.
ბურთი, რომლის სახელწოდებას My Football Kit გახლავთ, 54 ნაწილისგან შედგება, რომლებიც ერთმანეთში ჯდება. იმ შემთხვევაში, თუ რომელიმე ნაწილი გაფუჭდა, მარტივად შეიძლება მისი შეცვლა.
2018 წელს მიუნხენის "ბაიერნიდან" კატალონიის "ბარსელონას" რიგებში ჩილელი ნახევარმცველი, არტურო ვიდალი გადაბარგდა.
ამ ტრანსფერიდან უკვე 2.5 წელიწადი გავიდა, ფეხბურთელმა "ბლაუგრანას" რიგებიც დატოვა, თუმცა, რაც არ უნდა უცნაური იყოს, მიუნხენელებს ჯერ კიდევ არ მიუღიათ ტრანსფერის საფასური სრულად.
ესპანური გამოცემების ინფორმაციით, იმ 18 მილიონიდან, რომლის საფასურადაც "ბარსამ" ვიდალი შეიძინა, კლუბს 950'000 ევრო ამ დრომდე გადასახდელი აქვს.
წყაროს ცნობით, ზოგადად ესპანურ გრანდს უკვე არაერთი ფეხბურთელის ტრანსფერის გამო დაუგროვდა მსგავსი ტიპის ვალი და "ბაიერნიც" სწორედ ერთ-ერთი მევალეა.
გერმანიის ბუნდესლიგის მე-18 ტურში მიუნხენის "ბაიერნი" გელზერკიხენის "შალკეს" ესტუმრა და ანგარიშით 0:4 დაამარცხა.
ხსენებულ შეხვედრაში არაერთი რეკორდი დაამყარა "რეკორდმაისტერის" ლიდერმა, რობერტ ლევანდოვსკიმ.
პირველ რიგში აღსანიშნავია, რომ პოლონელი თავდამსხმელი ბუნდესლიგის ისტორიაში პირველი ფეხბურთელი გახდა, რომელმაც ზედიზედ 8 მატჩში შეძლო გოლის გატანა. სერია "უნიონთან" მატჩში დაიწყო და უკვე თვეზე მეტია გრძელდება.
ასევე, ლევანდოვსკი უკვე ზედიზედ 11 მატჩია, რაც "შალკეს" კარში გოლის გატანას ახერხებს. ასეთი შედეგი კი ბუნდესლიგის ისტორიაში არცერთ ფეხბურთელს არცერთ კლუბთან არ ჰქონია.
და ბოლოს, 18 ტურის შემდეგ ლევანდოვსკის უკვე 23 გოლი აქვს გატანილი ბუნდესლიგაში. მსგავსი რამ გერმანული ფეხბურთის ისტორიაში არავის გაუკეთებია.
ევროპის წამყვან ჩემპიონატებში პირველი წრე, ფაქტობრივად, მიილია და უკვე შეგვიძლია გარკვეული სტატისტიკები გავარჩიოთ.
ტოპ 5 ჩემპიონატების საუკეთესო ბომბარდირთა სიას რომ რობერტ ლევანდოვსკი ლიდერობს, ეს ამბავი არახალია. საინტერესოა, რომ მიუნხენელები საუკეთესო ასისტენტებს შორისაც მოწინავე პოზიციებზე არიან.
კერძოდ, 12 ყველაზე მეტი საგოლე გადაცემის ავტორს შორის 3 "ბაიერნის" ფეხბურთელი მოხვდა. მათგან საუკეთესო შედეგი თომას მიულერსა და იოზუა კიმიხს აქვთ - 9. ამის წყალობით ისინი სიაში მესამე ადგილზე არიან და მხოლოდ ჰარი კეინსა (11) და კევინ დე ბრუინს (10) ჩამორჩებიან.
რაც შეეხება კინგსლი კომანს, მის ანგარიშზე 8 საგოლე გადაცემაა და ჯეკ გრილიშთან და ჰენრიკ მხითარიანთან ერთად მე-4 პოზიციას ინაწილებს.
მიუნხენის "ბაიერნი" დავიდ ალაბას შემცვლელის ძიებას აქტიურად განაგრძობს.
ესპანური გამოცემების ინფორმაციით, ამჯერად "რეკორდმაისტერის" რადარზე "ვილიარეალის" დაცვის ლიდერი, პაუ ტორესი გამოჩნდა.
24 წლის ფეხბურთელი ბრწყინვალე სეზონს ატარებს და არაერთი გრანდის ყურადღება მიიპყრო, მათ შორის მადრიდის "რეალისაც".
შეგახსენებთ, რომ "ბაიერნს" სეზონის ბოლოს დავიდ ალაბა ტოვებს და კლუბი მის შემცვლელს აქტიურად ეძებს. ერთ-ერთ კანდიდატად კი დაიოტ უპამეკანოსთან ერთად სწორედ პაუ ტორესი მიიჩნევა.
ჯამალ მუსიალას მსურველთა რიცხვი კიდევ უფრო იზრდება.
გამოცემა GOAL-ის ინფორმაციით, 17 წლის ნახევარმცველის შეძენით ახლა უკვე კატალონიის "ბარსელონაც" ინტერესდება.
მოგეხსენებათ, ახალგაზრდა ფეხბურთელს "ბაიერნთან" კონტრაქტი 2022 წლის ზაფხულში ეწურება, მხარეები კი ახლის გაფორმებას ჯერ არ ჩქარობენ. შესაბამისად, მუსიალას სიტუაციას არაერთი გრანდი აკვირდება.
"ბარსელონას" გარდა ინგლისელი ფეხბურთელის დამატება ასევე "ლივერპულსა" და "მანჩესტერ იუნაიტედსაც" სურთ.
გერმანიის ბუნდესლიგაში უკვე 17 ტური მიილია და ამ პერიოდის მანძილზე არაერთმა ფეხბურთელმა დაგვამახსოვრა თავი.
გამოცემა Kicker-მა პირველი წრის საუკეთესო თერთმეტეული გამოაქვეყნა, რომელშიც მიუნხენის "ბაიერნის" მხრიდან 4 ფეხბურთელი მოხვდა. ესენი არიან მანუელ ნოიერი, იოზუა კიმიხი, თომას მიულერი და რობერტ ლევანდოვსკი.