bayern.ge სიახლეები გვერდი 454
"უნიონი" - "ბაიერნი" სასტარტო შემადგენლობა
გერმანიის ბუნდესლიგის მე-11 ტურში მიუნხენის "ბაიერნი" ბერლინის "უნიონს" სტუმრობს.

"რეკორდმაისტერის" მთავარმა მწვრთნელმა, ჰანს ფლიკმა მატჩამდე ერთი საათით ადრე სასტარტო თერთმეტეული დაასახელა

ნოიერი - პავარი, ბოატენგი, ალაბა, დეივისი - გორეცკა - გნაბრი, მიულერი, მუსიალა, კომანი - ლევანდოვსკი.
ფლიკი: "ამჟამად კომანი მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესოა"
მიუნხენის "ბაიერნის" მთავარმა მწვრთნელმა, ჰანს ფლიკმა "უნიონთან" მატჩამდე პრესკონფერენციაზე ისაუბრა.

"ჩვენი მომავალი მეტოქე ტაქტიკურადაც და ფიზიკურადაც კარგად თამაშობს. ისინი კარგად უტევენ და ბევრი გოლიც გააქვთ."

"წლის დასრულებამდე 3 მატჩი დაგვრჩა და ვეცდებით, რომ პოზიტიურ ნოტაზე შევხვდეთ 2021-ს. სტანდარტულების კუთხით შედარებით მოვუმატეთ, რაც კარგია."

"ტოლისომ გუშინ ივარჯიშა და გუნდთან ერთადაა. ფინალური ვარჯიშის შემდეგ გადავწყვეტ, ითამაშებს თუ არა. კიმიხი მომავალი კვირიდან შეუერთდება გუნდს."

"ჩემპიონთა ლიგა ყველასთვის საოცნებო ტურნირია. ჩვენ მისი გემო გასულ სეზონში გავიგეთ და არც მიმდინარე სეზონში ვაპირებთ რაიმეს დათმობას. თუმცა, უპირველესი მიზანი ბუნდესლიგაა."

"ამ მომენტისთვის კომანი თავის პოზიციაზე მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესოა. მან დიდი პროგრესი განიცადა, ეხმარება დაცვას და ასრულებს გოლებსა და საგოლე გადაცემებს. მეტი რა უნდა მოითხოვო ვინგერისგან?" - აცხადებს ფლიკი.
"უნიონი" - "ბაიერნი" სავარაუდო შემადგენლობა
გერმანიის ბუნდესლიგის მე-11 ტურში მიუნხენის "ბაიერნი" ბერლინის "უნიონს" ესტუმრება.

გთავაზობთ "რეკორდმაისტერის" სავარაუდო შემადგენლობას მომავალი დაპირისპირებისთვის.

ნოიერი - პავარი, ბოატენგი, ალაბა, დეივისი - გორეცკა, როკა - გნაბრი, მიულერი, კომანი - ლევანდოვსკი.
"ბაიერნი" "იუვენტუსის" სუპერვარსკვლავის ტრანსფერს უმიზნებს
იტალიური გამოცემა Tuttosport-ის ინფორმაციით, მიუნხენის "ბაიერნის" რადარზე ტურინის "იუვენტუსის" სუპერვარსკვლავი, პაულო დიბალა გამოჩნდა.

მას შემდგომ, რაც გუნდში ანდრეა პირლო მოვიდა, არგენტინელ შემტევს სათამაშო დრო გაცილებით შეუმცირდა. "რეკორდმაისტერი" კი სწორედ ამ შანსის გამოყენებას ეცდება.

დიდი ალბათობით, მომავალ წელს დიბალა "ბებერი სინიორას" რიგებს დატოვებს. "ბაიერნი" კი სწორედ მისი შეძენის ერთ-ერთი მთავარი კანდიდატი იქნება.

27 წლის ფეხბურთელის შეძენა "რეკორდმაისტერის" გარდა ასევე "მანჩესტერსა" და მადრიდის "რეალსაც" სურთ. დიდი ალბათობით, "იუვენტუსი" დიბალას 80 მილიონი ევროს სანაცვლოდ შეელევა.
FIFA-მ საუკეთესო სამეულები დაასახელა
FIFA-ს ოფიციალურმა საიტმა 2020 წლის საუკეთესოსთვის მებრძოლი სამეულები დაასახელა.

ფეხბურთელებს შორის კრისტიანო რონალდუსა და ლეო მესისთან ერთად სამეულში რობერტ ლევანდოვსკია.

საუკეთესო მწვრთნელის ჯილდოსთვის ჰანს ფლიკი მარსელო ბიელსასა და იურგენ კლოპთან ერთად იბრძვის. რაც შეეხება მეკარეს, ამ პრიზს მანუელ ნოიერს, ალისონ ბეკერსა და იან ობლაკს შორის ერთ-ერთი მიიღებს.

შეგახსენებთ, რომ FIFA გამარჯვებულების ვინაობას 17 დეკემბერს დაასახელებს.
კლოპი: "ფლიკმა ჩემზე მეტად დაიმსახურა საუკეთესოს ჯილდო"
გუშინ ამერიკულმა გამოცემა ESPN-მა 2020 წლის საუკეთესო მწვრთნელად იურგენ კლოპი დაასახელა. გერმანელმა სპეციალისტმა ამ თემაზე კომენტარი გააკეთა.

"მე ეს ჰანს ფლიკზე მეტად დავიმსახურე? არანაირად. ერთადერთი რაც შემიძლია ვთქვა არის ის, რომ ხმის მიცემის პროცესში მონაწილეობას არ ვიღებდი."

"ვფიქრობ, მსგავსი ინდივიდუალური ჯილდოები მწვრთნელებისთვის არაფერს წარმოადგენს. ის მთელს შტაბზე უნდა გაიცემოდეს, რაც ჩემს შემთხვევაში ექვს კაცს შეადგენს."

"საბოლოო ჯამში მადლობა მინდა გადავუხადო ყველას, ვინც ხმა მომცა, ჰანსის გამო კი ვწუხვარ. ვფიქრობ, რომ მან ჩემზე მეტად დაიმსახურა ჯილდო." - აცხადებს კლოპი.
ზულე: "ფეხებზე მკიდია რას წერს პრესა"
გასული კვირების განმავლობაში მიუნხენის "ბაიერნის" ცენტრალური მცველი, ნიკლას ზულე მისი ფიზიკური ფორმის გამო არაერთხელ გააკრიტიკეს.

ახალგაზრდა ფეხბურთელმა კრიტიკოსებს ასეთი განცხადებით უპასუხა:

"როდესაც ცუდად ვთამაშობ, არ მსურს ინტერვიუს ჩაწერა. ასევე, როდესაც კარგად ვთამაშობ, არც მაშინ მაქვს ამის სურვილი, რადგან ეს არ არის ჩემი საქმე."

"2020 წელს ყველა ტურნირზე ძალიან კარგად ვითამაშეთ და გავიმარჯვეთ. ხოლო რას წერს პრესა, ეს ყველაფერი ფეხებზე მკიდია." - წერს ზულე.
ჩემპიონთა ლიგის წილისყრა - ყველაზე მეტად ვისთან შეხვედრის შანსი აქვს "ბაიერნს"
ორშაბათს, 14 დეკემბერს ჩემპიონთა ლიგის კენჭისყრა ჩატარდება, სადაც მიუნხენის "ბაიერნის" 1/8 ფინალური მეტოქე გაირკვევა.

მოგეხსენებათ, სავარაუდო კანდიდატებს შორის ხუთი გუნდი ფიგურირებს. ესენია: "პორტუ", "ლაციო", "ატალანტა", "სევილია" და "ბარსელონა".

სხვადასხვა ფაქტორის გათვალისწინებით (ერთი ქვეყნის გუნდები ერთმანეთს ვერ შეხვდებიან, ასევე ერთი ჯგუფის გუნდებიც), სტატისტიკოსებმა "რეკორდმაისტერის" მომავალი მეტოქის ამოსვლის შანსები დაითვალეს.

საინტერესოა, რომ ყველაზე დიდი ალბათობით მიუნხენური გრანდის მეტოქე 1/8 ფინალში კატალონიის "ბარსელონა" იქნება. ამის შანსი 22.23%-ს შეადგენს, ყველაზე ნაკლები ალბათობით კი - "პორტუ", 16.42%.

სრული შანსები შემდეგნაირად გადანაწილდა:


ESPN-მა წლის საუკეთესო მწვრთნელი დაასახელა
ავტორიტეტულმა ამერიკულმა გამოცემა ESPN-მა 2020 წლის საუკეთესო მწვრთნელები დაასახელა.

რაც არ უნდა უცნაური იყოს, ტრებლის მომგები ჰანს ფლიკი სიაში მხოლოდ და მხოლოდ მეორე ადგიზლე გავიდა. მას იურგენ კლოპმა გაუსწრო.

მესამედან მეხუთე ადგილებზე შესაბამისად პეპ გვარდიოლა, ჯამპაოლო გასპერინი და იულიან ნაგელსმანი გავიდნენ.
ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის სიმბოლური ნაკრები ცნობილია
სტატისტიკურმა გამოცემა Whoscored-მა ჩემპიონთა ლიგის 2020/21 წლების სეზონის ჯგუფური ეტაპის სიმბოლური ნაკრები დაასახელა.

აღსანიშნავია, რომ შემადგენლობაში ყველაზე მეტი, 3 წარმომადგენელი მიუნხენის "ბაიერნს" ჰყავს. ესენი არიან მანუელ ნოიერი, იოზუა კიმიხი და ნიკლას ზულე.

სრული სიმბოლური ნაკრები შემდეგნაირად გამოიყურება:

გამოკითხვა: ვინ გსურთ ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალში მეტოქედ
ორშაბათს, 14 დეკემბერს ჩემპიონთა ლიგის წილისყრაა, სადაც მიუნხენის "ბაიერნის" მეტოქე გაირკვევა 1/8 ფინალურ ეტაპზე.

ვარიანტი სულ ხუთია. ამოარჩიეთ თქვენი ფავორიტი და მიეცით ხმა.
"ბაიერნის" სავარაუდო მეტოქეები ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალში ცნობილია
რამდენიმე წუთის წინ დასრულდა ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპი და უკვე ცნობილია იმ გუნდების ვინაობა, რომლებიც, შესაძლოა "ბაიერნს" 1/8 ფინალურ ეტაპზე შეხვდნენ.

მოგეხსენებათ, "რეკორდმაისტერი" ჯგუფში პირველ ადგილზე გავიდა, შესაბამისად, მისი სავარაუდო მეტოქეები სხვა ჯგუფების მეორეადგილოსნები იქნებიან.

ეს გუნდები არიან: "პორტუ", "ატალანტა", "სევილია", "ბარსელონა", "ლაციო".
"ბაიერნი" - "ლოკომოტივი" პირდაპირი ტრანსლიაცია
ჩემპიონთა ლიგის ბოლო ტურის შეხვედრაში მიუნხენის "ბაიერნი" მოსკოვის "ლოკომოტივს" უპირისპირდება.

გთავაზობთ მატჩის საყურებელ ლინკებს.

ლინკი 1​​​

ლინკი 2​​​

ლინკი 3​​​

ლინკი 4​​​
"ბაიერნი" - "ლოკომოტივი" სასტარტო შემადგენლობა
ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის ბოლო ტურში მიუნხენის "ბაიერნი" მოსკოვის "ლოკომოტივს" მასპინძლობს.

გთავაზობთ "რეკორდმაისტერის" სასტარტო შემადგენლობას მომავალი დაპირისპირებისთვის.

ნოიერი - სარი, ბოატენგი, სულე, დეივისი - მარკ როკა, გორეცკა - სანე, მიულერი, დუგლას კოშტა - ჩუპო მოტინგი
"ბაიერნმა" ალაბას თაობაზე საბოლოო გადაწყვეტილება მიიღო
როგორც ჩანს, დავიდ ალაბას მიუნხენური კარიერა საბოლოოდ დასრულდა.

გამოცემა BILD-ის ინფორმაციით, "ბაიერნმა" საბოლოო გადაწყვეტილება მიიღო ავსტრიელი მცველის თაობაზე და მასთან ახალი კონტრაქტის პირობების განხილვა აღარ მოხდება.

მოგეხსენებათ, ალაბამ და მისმა აგენტმა, პინი ზაჰავმა რამდენჯერმე უარით გაისტუმრეს "რეკორდმაისტერის" შეთავაზება. კლუბი კი აღარ აპირებს ამ საქმეზე დროის დახარჯვას.

შესაბამისად, ალაბას მომავალი თვიდან უკვე შეეძლება იმ კლუბთან წინასწარი კონტრაქტის გაფორმება, რომელიც მის მოთხოვნებს დააკმაყოფილებს. მისი შეძენის მსურველები მადრიდის "რეალი", "ბარსელონა", "პსჟ" და "სიტი" არიან. სავარაუდოდ, ზაფხულში სწორედ ამ კლუბებიდან ერთ-ერთში აღმოჩნდება ალაბა.
"რენიმ" კამავინგას ფასი დაადო
მოგეხსენებათ, მიუნხენის "ბაიერნი" სერიოზულად არის დაინტერესებული ფრანგი ამომავალი ვარსკვლავის, ედუარდო კამავინგას დამატებით.

გერმანული გამოცემა BILD-ის ინფორმაციით, "რენის" ხელმძღვანელობა უკვე შეეგუა იმ აზრს, რომ მიმდინარე სეზონის დასრულების შემდეგ ახალგაზრდა ნახევარმცველი კლუბს დატოვებს და ახლა მხოლოდ მის სარფიანად გაყიდვაზე ფიქრობს.

წყაროს ცნობით, ფრანგებმა კამავინგას სატრანსფერო ფასი უკვე განსაზღვრეს და მას არანაკლებ 50 მილიონი ევროს სანაცვლოდ შეელევიან.

შესაბამისად, იმ შემთხვევაში, თუ "ბაიერნს" მართლაც სურს ედუარდოს დამატება, სწორედ ამ თანხის გადახდა მოუწევს.
  • ბომბარდირები
  • ასისტენტები
  • ბარათები
1
ჰარი კეინი
გოლი: 36 11 24 1
2
ჯამალ მუსიალა
გოლი: 18 3 12 3
3
მაიკლ ოლისე
გოლი: 14 5 9 0
4
ლეროი სანე
გოლი: 12 1 10 1
5
თომას მიულერი
გოლი: 6 3 1 2
1
მაიკლ ოლისე
ასისტი: 15 2 12 1
2
ჰარი კეინი
ასისტი: 10 2 7 1
3
იოზუა კიმიხი
ასისტი: 9 4 5 0
4
სერჟ გნაბრი
ასისტი: 8 3 4 1
5
ჯამალ მუსიალა
ასისტი: 6 4 2 0
1
იოზუა კიმიხი
5 0 1 3 1
2
ჰარი კეინი
2 0 0 2 0
3
ჯამალ მუსიალა
1 0 0 1 0
4
საშა ბოე
1 0 0 1 0
5
დეიოტ უპამეკანო
3 0 0 3 0