bayern.ge სიახლეები გვერდი 464
როგორია კიმიხის მდგომარეობა ამჟამად (ფოტოები)
მოგეხსენებათ, მიუნხენის "ბაიერნის" ლიდერმა, იოზუა კიმიხმა ოპერაცია ჩაიტარა, რის გამოც ის იანვრამდე ვერ დაეხმარება გუნდს.

ახალგაზრდა ნახევარმცველი დღეს საბენერ შტრასეზე იმყოფებოდა, ექიმთან შეხვედრაზე, რა დროსაც ის კამერებმა დააფიქსირეს.

გერმანული გამოცემების ცნობით, კიმიხი თავს კარგად იგრძნობს, ის არ კოჭლობდა და სწრაფი ნაბიჯებით, ჩვეულებრივად დატოვა ბაზა.

იხილეთ ფოტოები:


ლიოვი: "კიმიხის ტრავმა არაფერია. უარესი გველოდები"
გერმანიის ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, იოახიმ ლიოვმა იოზუა კიმიხის ტრავმაზე კომენტარი გააკეთა.

"ეს პირადად ჩემთვის მოსალოდნელი იყო. კიმიხის ტრავმა არაფერია იმასთან შედარებით, რაც გველოდება, თუ უფრო დიდ პასუხისმგებლობას არ გამოვიჩენთ."

"უმძიმესი კალენდარი - სწორედ ეს არის ფეხბურთელების ტრავმების მიზეზი. წინ კიდევ უარესი გველოდება." - აცხადებს ლიოვი.

შეგხასენებთ, რომ კიმიხმა დაზიანება "დორტმუნდთან" მატჩში მიიღო და ის იანვრამდე ვერ დაუბრუნდება გუნდს.
კომანმა სანაკრებო პაუზის დროს დაზიანება მიიღო
საფრანგეთის ეროვნული ნაკრებისა და მიუნხენის "ბაიერნის" ვინგერი, კინგსლი კომანი ტრავმირებულია.

ფრანგული გამოცემა RMC-ის ინფორმაციით, ახალგაზრდა ფეხბურთელმა ვარჯიშის მიმდინარეობის დროს კოჭი დაიზიანა და სწორედ ამ მიზეზით ფინეთთან გამართული შეხვედრა გამოტოვა.

ამ მომენტისთვის უცნობია, რამდენად სერიოზულია კომანის ტრავმა და მოასწრებს თუ არა ის დაბრუნებას სანაკრებო პაუზის დასრულებამდე.
გერმანია - ჩეხეთი სასტარტო შემადგენლობა
ამხანაგურ შეხვედრაში გერმანიის ეროვნული ნაკრები ჩეხეთს მასპინძლობს.

გთავაზობთ ბუნდესნაკრების სასტარტო თერთმეტეულს მომავალი დაპირისპირებისთვის.

ტრაპი - ტაჰი, კოხი, რუდიგერი - ბაკუ, გუნდოგანი, ნეუჰაუსი, მაქსი - ჰოფმანი, უოლდშმიდტი, ბრენდტი.
მორიგი აღიარება - ლევანდოვსკი მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა
მიუხედავად იმისა, რომ ჟურნალი France Football 2020 წელს ოქროს ბურთს არავის გადასცემს, სხვადასხვა გამოცემებმა საუკეთესო ფეხბურთელები მაინც დაასახელეს და უმეტეს მათგანში ეს ტიტული რობერტ ლევანდოვსკის დარჩა.

UEFA-ს შემდეგ ახლა უკვე ავტორიტეტულმა გამოცემა GOAL-მა დაასახელა გასული წლის საუკეთესო ფეხბურთელები და რა თქმა უნდა, პრიზი პოლონელს შეხვდა.

გამოცემამ მსოფლიოს 38 ცნობილი ჟურნალი გამოკითხა და ლევანდოვსკიმ დიდი უპირატესობით აჯობა მეორეადგილოსან კევინ დე ბრუინს. ეს კი კიდევ ერთხელ ამტკიცებს თუ როგორ მოპარა France Football-მა "ბაიერნის" ლიდერს ოქროს ბურთი.

გამოკითხვაში მესამე ადგილზე "ბარსელონას" ლიდერი, ლეო მესი გავიდა, მეოთხე და მეხუთე ადგილები კი შესაბამისად ნეიმარსა და კრისტიანო რონალდუს ერგოთ. 11 საუკეთესოს შორის "ბაიერნიდან" ასევე თომას მიულერი და იოზუა კიმიხიც მოხვდნენ.
"გწამდეს შენი თავის" - კიმიხმა ოპერაციის შემდეგ პირველი ფოტო გამოაქვეყნა
მიუნხენის "ბაიერნის" ლიდერმა, იოზუა კიმიხმა წარმატებული ოპერაციის შემდეგ პირველი ფოტო გამოაქვეყნა სოციალურ ქსელებში.

"ყოველთვის წინ და არასდროს უკან. გჯეროდეს შენი თავის." - ასეთ წარწერას ურთავს ფეხბურთელი ფოტოს.

შეგახსენებთ, რომ იოზუამ ოპერაცია კვირას გაიკეთა. კიმიხი ტრავმის გამო იანვრამდე ვერ შეძლებს მინდორზე დაბრუნებას.


სუპერკომპიუტერმა ჩემპიონთა ლიგის განახლებული ფავორიტები დაასახელა
ცნობილმა ბრიტანულმა სტატისტიკურმა კომპანიამ სუპერკომპიუტერის გამოთვლებით ჩემპიონთა ლიგის 2020/21 წლების სეზონის მთავარი ფავორიტები დაასახელა.

თავდაპირველი მონაცემები ჯგუფური ეტაპის დაწყებამდე გამოქვეყნდა, რომლის მიხედვითაც "ბაიერნის" შანსები 20%-ით ფასდებოდა, ახლა კი ეს მონაცემი 24%-მდე არის გაზრდილი. მეორე ადგილს კვლავ "სიტის" შანსები იკავებს, 17%-ით, მესამე ყველაზე მაღალი პროცენტი კი "ბარსელონას" აქვს - 11.

საგრძნობლად დაიკლო მადრიდის "რეალის" შანსებმა, რომელიც თითქმის განახევრდა და 7%-იდან 4%-მდე დაეცა. ასევე შემცირდა "ლივერპულის" შანსიც, ნაცვლად 11%-ისა ახლა ის 8%-ს შეადგენს.

ხუთეულში "ბაიერნის", "სიტის", "ბარსელონასა" და "ლივერპულის" გარდა ასევე "დორტმუნდიც" მოხვდა, 6%-ით.
მიულერმა კანის აჯობა და საოცარი რეკორდი დაამყარა
გერმანიის ბუნდესლიგის მეშვიდე ტურში მიუნხენის "ბაიერნი" დორტმუნდის "ბორუსიას" ესტუმრა და 2:3 დაამარცხა.

"რეკორდმაისტერის" მხრიდან სრული, 90 წუთი გაატარა მინდორზე ლიდერმა, თომას მიულერმა. აღსანიშნავია, რომ ამ გამარჯვებით მან ისტორიული მიღწევა დაამყარა.

კერძოდ, ეს მიულერისთვის რიგით 261-ე გამარჯვება გახლავთ გერმანიის ბუნდესლიგაში, რითაც მან ლეგენდარული ოლივერ კანი ჩამოიტოვა და გუნდის ახალი რეკორდსმენი გახლდა.

აღსანიშნავია, რომ ამ შედეგით ხსენებულ ფეხბურთელებს მხოლოდ "ჰამბურგის" ლეგენდა, მანფრედ კალცი უსწრებს, რომელსაც 291 გამარჯვება აქვს ბუნდესლიგაში. შესაბამისად, თომასს მაქსიმუმ 2 სეზონში შეუძლია ამ რეკორდის მოხსნა.
გოსენსი: "ვარჯიშის შემდეგ შეყვარებულს დავურეკე და ეს ვუთხარი"
ბერგამოს "ატალანტას" გერმანელმა ფეხბურთელმა, რობინ გოსენსმა "ბაიერნის" ფეხბურთელებზე ემოციურად ისაუბრა.

"ეროვნულ ნაკრებში მეორე ვარჯიშის ჩატარების შემდეგ ჩემს შეყვარებულს დავურეკე და ვუთხარი:

"იცი რა არის ნამდვილი სიგიჟე? როდესაც ეს ბიჭები ("ბაიერნის" ფეხბურთელები) მინდორზე გამოდიან, შენში გამარჯვებულის მენტალიტეტი საოცრად იზრდება." - აცხადებს გოსენსი.
გერმანია - ჩეხეთი სავარაუდო შემადგენლობები
ოთხშაბათს ამხანაგური შეხვედრა გაიმართება, რომელშიც გერმანიის ეროვნული ნაკრები ჩეხეთს უმასპინძლებს.

ბუნდესნაკრების ძირითადი გუნდის წევრები, მანუელ ნოიერი, მატიას გინტერი, სერჟ გნაბრი, ლეონ გორეცკა, ტონი კროოსი, ლეროი სანე და ტიმო ვერნერი ამ თამაშში დაისვენებენ.

გთავაზობთ გერმანიის ნაკრების სავარაუდო თერთმეტეულს მომავალი დაპირისპირებისთვის.

ტრაპი - ტაჰი, კოხი, რუდიგერი - ჰენრიქსი, გუნდოგანი, ნეუჰაუსი, მაქსი - ჰოფმანი, ბრანდტი - ვოლდშმიტი.
"მეგონა ესპანეთი გვეთამაშებოდა" - რა თქვა ნოიერმა საქართველოსთან მატჩის შემდეგ
2015 წელს ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩი გაიმართა, რომელშიც საქართველოს ეროვნული ნაკრები გერმანიას ესტუმრა და 2:1 დამარცხდა.

იმ შეხვედრაში "ჯვაროსნები" მართლაც ბრწყინვალედ გამოიყურებოდნენ. გთავაზობთ მანუელ ნოიერის კომენტარს ამ თამაშის შემდეგ.

"რთული შეხვედრა გამოგვივიდა. განსაკუთრებული კონცენტრაცია და სიფხიზლე გვჭირდებოდა, რადგან მეგონა საქართველოს კი არა ესპანეთს ან იტალიას ვეთამაშებოდით." - განაცხადა მანუმ.
კობიაშვილის ლეგენდარული გოლი ოლივერ კანის კარში (ვიდეო)
მოგეხსენებათ, წარსულში არაერთ დიდებულ ქართველ ფეხბურთელს უთამაშია გერმანიის ბუნდესლიგაში და ბევრმა მათგანმა დიდი კვალიც დატოვა საკუთარ გუნდებში.

მათ შორის ერთ-ერთი გამორჩეული ლევან კობიაშვილი გახლდათ, რომელიც წლების მანძილზე იცავდა გელზერკიხენის "შალკეს" ღირსებას.

2016-17 წლების სეზონში "შალკე" მიუნხენის "ბაიერნს" შინ დაუპირისპირდა. მატჩის მიმდინარეობის დროს კობიმ საოცარი გასროლით აიღო ოლივერ კანის კარი.

გავიხსენოთ ეს ლეგენდარული გოლი.
ფლიკი: "ალაბა თავისი მომავალი თავად უნდა გადაწყვიტოს"
მიუნხენის "ბაიერნის" მთავარმა მწვრთნელმა, ჰანს ფლიკმა დავიდ ალაბას მდგომარეობაზე ისაუბრა.

"ის აქ ძალიან დიდი ხანია რაც თამაშობს. პროფესიონალ ფეხბურთელად დავიდი "ბაიერნში" ჩამოყალიბდა და ახლა ის გუნდის ერთ-ერთი საკვანძო ფეხბურთელია. ასე რომ, კარგი იქნება, თუ დარჩება."

"ახლა ალაბა მარტო ზის საჭესთან. თავისი მომავალი მხოლოდ მისსავე ხელშია. გადაწყვეტილება პირადად მან უნდა მიიღოს." - აცხადებს ფლიკი.
ოქროს ბუცი 2021 - რომელ ადგილზეა რობერტ ლევანდოვსკი
ევროპის წამყვან ჩემპიონატებში უკვე საწყისი 7-8 ტური მიილია და დაახლოებით ვიცით, თუ რომელი ფეხბურთელები იბრძოლებენ ოქროს ბუცის პრიზისთვის.

გასაკვირი არ იქნება თუ გეტყვით, რომ ამჟამად ჩამონათვალს მიუნხენის "ბაიერნის" ფორვარდი, რობერტ ლევანდოვსკი ლიდერობს.

პოლონელ ფეხბურთელს 11 გოლი აქვს გატანილი და შესაბამისად 22 ქულა დაგროვებული, მეორე ადგილოსან მოთამაშეებს კი 8 ქულით ასწრებს.

ამ მომენტისთვის ოქროს ბუცი 2021-ისთვის მებრძოლთა სია შემდეგნაირად გამოიყურება:


ლიოვი ვეტერანებზე: "მათ ნაკრებში მხოლოდ ერთ შემთხვევაში დავაბრუნებთ"
გერმანიის ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, იოახიმ ლიოვმა ეროვნულ გუნდში ვეტერანი ფეხბურთელების, ჟერომ ბოატენგის, თომას მიულერისა და მატს ჰუმელსის შესაძლო დაბრუნებაზე ისაუბრა.

"ჩვენ უკვე მივიღეთ გადაწყვეტილება ამ თემასთან დაკავშირებით და შეცვლა არ იგეგმება. ახლა უკან დაბრუნება ნამდვილად არ შეგვიძლია."

"თუ მომავალ წელს სცენარი რადიკალურად შეიცვლება და გუნდის მნიშვნელოვანი მოთამაშეები ტრავმას მიიღებენ, ამ შემთხვევაში ალტერნატიულ სცენარზე აუცილებლად ვიფიქრებთ." - აცხადებს ლიოვი.
ოფიციალურად: კიმიხის დაბრუნების თარიღი ცნობილია
მიუნხენის "ბაიერნის" ოფიციალურმა საიტმა იოზუა კიმიხის ტრავმასთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა.

"იოზუა კიმიხმა დაზიანება შაბათს, "დორტმუნდის" წინააღმდეგ გამართული შეხვედრის 36-ე წუთზე მიიღო."

"კიმიხის მარჯვენა ფეხის გვერდითი მენისკის ოპერაციამ კვირას საღამოს წარმატებით ჩაიარა. "ბაიერნის" სამედიცინო შტაბის ვარაუდით ფეხბურთელი რეაბილიტაციის სრული კურსის გავლის შემდეგ იანვარში შეძლებს დაბრუნებას." - წერია განცხადებაში.
  • ბომბარდირები
  • ასისტენტები
  • ბარათები
1
ჰარი კეინი
გოლი: 36 11 24 1
2
ჯამალ მუსიალა
გოლი: 18 3 12 3
3
მაიკლ ოლისე
გოლი: 14 5 9 0
4
ლეროი სანე
გოლი: 12 1 10 1
5
თომას მიულერი
გოლი: 6 3 1 2
1
მაიკლ ოლისე
ასისტი: 15 2 12 1
2
ჰარი კეინი
ასისტი: 10 2 7 1
3
იოზუა კიმიხი
ასისტი: 9 4 5 0
4
სერჟ გნაბრი
ასისტი: 8 3 4 1
5
ჯამალ მუსიალა
ასისტი: 6 4 2 0
1
იოზუა კიმიხი
5 0 1 3 1
2
ჰარი კეინი
2 0 0 2 0
3
ჯამალ მუსიალა
1 0 0 1 0
4
საშა ბოე
1 0 0 1 0
5
დეიოტ უპამეკანო
3 0 0 3 0