"ბაიერნის" ფან დაჯგუფებამ გულშემატკივრებს ბოიკოტისკენ მოუწოდა - ცნობილია მიზეზი
"ბაიერნის" გულშემატკივრებმა გააუქმეს 36000 ბილეთის მოთხოვნა ჩემპიონთა ლიგის მატჩისთვის "შახტართან".

ეს მოხდა მას შემდეგ, რაც მიუნხენელთა ფან დაჯგუფებამ - 'Südkurve München'-მა მოუწოდა "ბაიერნის" გულშემატკივრებს ბოიკოტისკენ. მიზეზი კი ფანებისთვის ბილეთების მაღალი ფასებია.

"რეკორდმაისტერის" ფანებისთვის დასაჯდომი ადგილები 105 ევროდან იწყება. შედარებისთვის, შახტარის საშინაო მატჩში ჩვეულებრივი ფასი 28 ევროა.

ასევე "ბაიერნის" გულშემატკივრებისთვის დგომა 52 ევრო ღიღს. ეს ფასები თითქმის 2-ჯერ მეტია სტანდარტულებზე.
ვინ არის 25 წლის ვარსკვლავი, რომლისთვისაც “ბაიერნი” და “ლივერული” იბრძოლებენ
“ბაიერნს” ომარ მარმუში ჰყავს თავის რადარში და განიხილავს მის გადმოყვანას მომავალ ზაფხულს.

მაქს ებერლი ეგვიპტელი ფორვარდის დიდი გულშემატკივარია. ამ ეტაპზე არანაირი შეთანხმება ან მოლაპარაკება არ არის, მაგრამ რამდენიმე თავდაპირველი, არაფორმალური მოლაპარაკებები შედგა.

ფრანკფურტის “აინტრახტს” 50-60 მილიონი ევრო სურს. სერიოზული ინტერესი აქვს “ლივერპულსაც”
ებერლი: “კეინი სხვაგვარად არის ინტეგრირებული მაგრამ გოლებს მაინც იტანს.”
ჰარი კეინმა ბოლო სამ მატჩში ექვსი გოლი გაიტანა. როგორ გამოჯანმრთელდა ის თავისი ხანმოკლე ტრავმის შემდეგ?

ებერლი: "ჩვენ ვერც კი შევამჩნიეთ, რომ მას ტრავმა ჰქონდა.

ჰარი კეინს ძალიან აფასებენ მისი გოლებით, მაგრამ მას უკვე გაკეთებული აქვს ბევრი საგოლე გადაცემაც.

ის ფეხბურთელია, რომელიც სხვაგვარად არის ინტეგრირებული ჩვენს თამაშში და მაინც იტანს გოლებს, ამიტომ მას ოქროს ფასი აქვს."
გერმანიის თასის მერვედფინალში "ბაიერნი" "ლევერკუზენს" დაუპირისპირდება
გერმანიის თასის მერვედფინალში მიუნხენის "ბაიერნი" ალიანს არენაზე ლევერკუზენის "ბაიერს" დაუპირისპირდება...
"კმაყოფილები ვართ იმ გუნდით, რომელიც გვყავს." - კომანის და ებერლის ინტერვიუ
კინგსლი კომანი გუშინდელი თამაშის შემდეგ:

„ამ მომენტში საქმე კარგად მიდის.

ჩვენ ბევრს ვაპრესინგებთ და კარგ შანსებს ვქმნით. ჩვენ შეგვიძლია ასე გავაგრძელოთ."

მაქს ებერლი კომანის ბოლო გამოსვლებზე:

„პირველ სექტემბერს ვთქვით, რომ ძალიან კმაყოფილები ვართ იმ გუნდით, რომელიც გვყავს.

კომანი დაბრუნდა იქ, სადაც არის - ის ჯანმრთელადაა. თავის ნაწილს აკეთებს იმისათვის, რომ ჩვენ წარმატებული ვიყოთ."
მაქს ებერლი: "ბარსელონას წინააღმდეგ თამაშს არ უნდა ვუყუროთ.“
მაქს ებერლი: "ბარსელონას წინააღმდეგ თამაშს არ უნდა ვუყუროთ. ჩვენ ვიმუშავეთ მთელი თამაშის განმავლობაში, იქ 4-1 წავაგეთ, მეორე ტაიმი არ იყო კარგი.

ახლა ჩვენ სამი მატჩის შემდეგ კარი სუფთად შევინარჩუნეთ. ეს გვაძლევს განცდას, რომ ჩვენ გვჭირდება ეტაპობრივად განვითარება.

ჩვენ გვყავს ახალი მწვრთნელი, ჩვენ ფეხბურთს სხვანაირად ვთამაშობთ, ფაქტია, რომ რაღაცეების ადაპტირება უნდა მოხდეს და ეს კარგია, მაგრამ გუნდმა ეს გააკეთა და ჩვენ ძალიან კარგად გამოვდივართ ბუნდესლიგაში."


“მას ეს ბევრჯერ გაუკეთებია მიუნხენის ბაიერნისთვის..” - კომპანი კეინზე
ვენსან კომპანი ჰარი კეინზე:

"მე ვხედავ ბევრ პრაქტიკას. როდესაც ის დგას ბურთის უკან და ისვრის, მე შემიძლია ამოვიცნო ის, რასაც ვარჯიშებზე აკეთებს.

მაგრამ, რა თქმა უნდა, გუნდს სჭირდება სიტუაციების შექმნა და მისნაირ ფეხბურთელს სჭირდება თავდაჯერებულობა.

მას ეს ბევრჯერ გაუკეთებია მიუნხენის “ბაიერნისთვის” და ეს არის ის, რაც, რა თქმა უნდა, ჩვენთვის დიდ მნიშვნელობას მატებს."
ნოიერი: “სტატისტიკას არ აქვს მნიშვნელობა. ვფიქრობ კარგ ფორმაში ვარ.”
მანუელ ნოიერი გასული რამდენიმე კვირის კრიტიკისა და ცუდი სტატისტიკის შესახებ ამ სეზონში:

„კრიტიკისთვის ყურადღება არ მიმიქცევია.

საქმე ყოველთვის შანსების ხარისხზეა, როცა საქმე გაშვებულ გოლებს ეხება.

ამიტომ სტატისტიკას ჩემთვის საერთოდ არ აქვს მნიშვნელობა. ვფიქრობ, კარგ ფორმაში ვარ.”
"ჩვენგან ძალიან კარგი გამოსვლა იყო." - კეინი ბერლინთან გამარჯვებაზე
ჰარი კეინი "უნიონ ბერლინთან" 3 - 0 გამარჯვებაზე:

"ჩვენგან ძალიან კარგი პერფორმანსი იყო.

იოლი არ იყო, მაგრამ საშინაო თამაშში ხალხი ჩვენგან გამარჯვებას ელის.

ვიცოდით, რომ რთული იქნებოდა, ისინი კარგად იცავენ და კონტრებზეც კარგები იყვნენ. მთლიანობაში მათ ძლიერად ითამაშეს."
ბაიერნი - უნიონ ბერლინი (ოფიციალური სასტარტო შემადგენლობა)
დღეს, 2 ნოემბერს, თბილისის დროით 18:30 - საათზე გაიმართება მატჩი “ბაიერნსა” და “უნიონ ბერლინს” შორის.

მატჩამდე 1 საათით ადრე ცნობილია მიუნხენელთა შემადგენლობა:

ნოიერი © - გერეირო, უპამეკანო, კიმი, დეივისი - კიმიხი, პალინია - ოლისე, მუსიალა, კომანი - კეინი. 
“დორტმუნდის” მეკარე მიუნხენის “ბაიერნში”? - ცნობილია დეტალები
გრეგორ კობელი იმედგაცრუებული და გაბრაზებულია “დორტმუნდის” ცუდი თამაშების შემდეგ.

მიუხედავად იმისა, რომ მან გასულ წელს გაახანგრძლივა კონტრაქტი 2028 წლამდე, შვეიცარიელ მეკარეს ტიტულების მოგება სურს და გამორიცხული არ არის, თუ კლუბს დროზე ადრე დატოვებს.

“ბაიერნი” იმ კლუბებს შორის იყო, რომლებსაც კობელი ჰყავდათ რადარზე, მაგრამ ამ დროისთვის კონკრეტული არაფერია.
  • ბომბარდირები
  • ასისტენტები
  • ბარათები
1
ჰარი კეინი
გოლი: 32 8 23 1
2
ჯამალ მუსიალა
გოლი: 17 2 12 3
3
მაიკლ ოლისე
გოლი: 13 5 8 0
4
ლეროი სანე
გოლი: 10 1 8 1
5
თომას მიულერი
გოლი: 5 2 1 2
1
მაიკლ ოლისე
ასისტი: 13 2 10 1
2
ჰარი კეინი
ასისტი: 10 2 7 1
3
იოზუა კიმიხი
ასისტი: 9 4 5 0
4
ჯამალ მუსიალა
ასისტი: 6 4 2 0
5
სერჟ გნაბრი
ასისტი: 6 2 3 1
1
იოზუა კიმიხი
5 0 1 3 1
2
ჰარი კეინი
2 0 0 2 0
3
ჯამალ მუსიალა
1 0 0 1 0
4
საშა ბოე
1 0 0 1 0
5
დეიოტ უპამეკანო
3 0 0 3 0