bayern.ge სიახლეები გვერდი 490
დიდი დარტყმა: "ბაიერნის" ერთბაშად 2 ლიდერი გამოაკლდა
მიუნხენის "ბაიერნის" ერთ-ერთმა ლიდერმა, ლეროი სანემ მძიმე ტრავმა მიიღო, რის გამოც გუნდს დაახლოებით 4 კვირის განმავლობაში ვერ დაეხმარება.

"რეკორდმაისტერის" მთავარი მწვრთნელის, ჰანს ფლიკის განცხადებით, ახალგაზრდა ვინგერმა მუხლის დაზიანება მიიღო. უკვე გადაწყვეტილია, რომ ის "დორტმუნდის" წინააღმდეგ ვერ ითამაშებს.

გარდა ამისა, ფლიკის თქმით, ასევე კუნთის პრობლემები აწუხებს დავიდ ალაბასაც და მისი თამაში მომდევნო მატჩში ძალზე სათუოა.
"ბაიერნი" - "დორტმუნდი" სავარაუდო შემადგენლობები
გერმანიის სუპერთასის შეხვედრაში მიუნხენის "ბაიერნი" "ალიანს არენაზე" დორტმუნდის "ბორუსიას" დაუპირისპირდება.

გთავაზობთ გუნდების სავარაუდო თერთმეტეულებს მომავალი შეხვედრისთვის.

"ბაიერნი": ნოიერი - პავარი, სულე, ბოატენგი, ერნანდესი - კიმიხი, გორეცკა - კომანი, მიულერი, გნაბრი - ლევანდოვსკი.

"დორტმუნდი": ბურკი - ჩანი, ჰუმელსი, აკანჟი - პიშჩეკი, დელანი, გერეირო - ბრენდთი, როისი - ჰოლანდი, სანჩო.
კუისენსიმ საკუთარ მომავალზე გადაწყვეტილება მიიღო
მიკაელ კუისენსის თაობაზე ატეხილი სატრანსფერო აჟიოტაჟი კვლავ გრძელდება.

გერმანული გამოცემა Bild-ის ინფორმაციით, ახალგაზრდა ნახევარმცველმა თავის მომავალზე საბოლოო გადაწყვეტილება მიიღო და მას მიუნხენის "ბაიერნის" დატოვება უნდა.

თავდაპირველად, ფრანგ ფეხბურთელს კლუბში დარჩენა სურდა, თუმცა, მან გაანალიზა, რომ საკმარისი სათამაშო დრო არ მიეცემა. ამიტომაც, "რეკორდმაისტერის" დატოვება გადაწყვიტა.

წყაროს ცნობით, კუისენსი უკვე შეუთანხმდა "ლიდსს" პირადი კონტრაქტის დეტალებზე და ახლა ჯერი მხოლოდ "ბაიერნზეა". ბრიტანელებმა 20 მილიონ ევროიანი შეთავაზება უკვე გააკეთეს და თანხმობის შემთხვევაში სატრანსფერო ვადის ამოწურვამდე ფეხბურთელი ნისლიან ალბიონზე გადაბარგდება.
"იყიდეთ ის" - მათეუსმა "ბაიერნს" სატრანსფერო რჩევა მისცა
მიუნხენის "ბაიერნის" ლეგენდარულმა ფეხბურთელმა, ლოთარ მათეუსმა კლუბს სატრანსფერო რჩევა მისცა.

"კრამარიჩს საკმარისი პოტენციალი აქვს იმისთვის, რომ "ბაიერნში" ითამაშოს. ის იდეალურად შეცვლიდა არა მარტო ლევანდოვსკის, არამედ თომას მიულერსაც."

"ანდრეას შეძენა მარტივი არ იქნება. ის ძვირი ეღირება, დაახლოებით 40 მილიონი ევრო. თუმცა, "ბაიერნის" ადგილზე მას აუცილებლად დავიმატებდი." - აცხადებს მათეუსი.
ლევანდოვსკიმ და კუისენსიმ Bild-ის ბრალდებას უპასუხეს
დღეს გერმანულმა გამოცემა Bild-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც "ბაიერნის" ფეხბურთელებმა ერთმანეთში იჩხუბეს.

აღნიშნულ ინფორმაციას "ინციდენტში მონაწილე" პირები სოციალური ქსელის მეშვეობით გამოეხმაურნენ.

"როგორც შანს შენ რაღაც მასწავლე." - წერს კუისენსი საკუთარ თვითერზე.

ეს პოსტი კი პოლონელმა გადააზიარა და სიცილის სმაილები დაუწერა.


"ბაიერნის" გეგმები სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე ცნობილია
8 ოქტომბერს ევროპის მასშტაბით სატრანსფერო ფანჯარა საბოლოოდ დაიხურება. გერმანულმა გამოცემა Bild-მა "ბაიერნის" გეგმებზე ისაუბრა.

წყაროს ცნობით, კლუბი ჯამში ოთხი პოზიციის გაძლიერებას აპირებს. ესენია: მარჯვენა მცველი (პავარის შემცვლელი), ვინგერი (სანეს, გნაბრისა და კომანის შემცვლელი), საყრდენი ნახევარმცველი და თავდამსხმელი (ლევანდოვსკის შემცვლელ).

დაცვის მარჯვენა ხაზში ორი ვარიანტი განიხილება - მაქს აარონსი და სერჟინიო დესტი. ამ უკანასკნელს კატალონიის "ბარსელონას" უკავშირებენ და დიდი ალბათობით, ფეხბურთელიც ესპანეთს მიაშურებს. რაც შეეხება აარონსს, მის ტრანსფერზე საუბრები სულ უფრო ხშირდება.

ნახევარდაცვისა და თავდასხმის ხაზში, ჯერ-ჯერობით კონკრეტული სახელები არ არის. იმ შემთხვევაში, თუ გუნდმა არავინ დაიმატა, დიდი ალბათობით, ხავი მარტინესი დარჩება.

რაც შეეხება ვინგერს. კლუბმა მივიწყებული ჰადსონ-ოდოის ტრანსფერზე მუშაობა კიდევ ერთხელ დაიწყო. ვინაიდან ფეხბურთელი "ჩელსის" სასტარტო რგოლში არ განიხილება, არსებობს ვარიანტი იმისა, რომ "ბაიერნმა" ის ერთწლიანი იჯარით დაიმატოს.
ვარჯიშის დროს "ბაიერნის" ფეხბურთელები ერთმანეთს დაუპირისპირდნენ
მიუნხენის "ბაიერნის" დღევანდელი ვარჯიშის დროს უსიამოვნო ინციდენტი დაფიქსირდა.

გერმანული გამოცემა Bild-ის ინფორმაციით, რობერტ ლევანდოვსკისა და მიკაელ კუისენსის შორის მცირე შელაპარაკება მოხდა.

სიტუაცია მაშინ დაიძაბა, როდესაც ერთ-ერთ მომენტში პოლონელმა თავდამსხმელმა თანაგუნდელს უხეში ვარდნა გაუკეთა, რამაც ამ უკანასკნელის უკმაყოფილება გამოიწვია.

ფრანგი ფეხბურთელი ლევანდოვსკის მისამართით გაიწია, თუმცა ის მთავარმა მწვრთნელმა და გუნდელებმა შეაკავეს.

წყაროს ცნობით, კუისენსი მომხდარის შემდეგ ფლიკმა განცალკევებით გაიყვანა და გაესაუბრა. საბოლოოდ, ფეხბურთელები ერთმანეთს მშვიდობიანად დაშორდნენ.
ფლიკი: "შემადგენლობაში ახალი ფეხბურთელები გვჭირდება"
მიუნხენის "ბაიერნის" მთავარმა მწვრთნელმა, ჰანს ფლიკმა "დორტმუნდთან" მატჩამდე მნიშვნელოვანი განცხადება გააკეთა.

"ყველა თამაშში მოსაგებად გამოვდივართ. მნიშვნელობა არ აქვს მეტოქეს. ჩვენს ძალებში დარწმუნებულები ვართ და გვჯერა, რომ გამარჯვებას მოვახერხებთ."

"რაც შეეხება შემადგენლობას, ვფიქრობ, ახალი ფეხბურთელების დამატება საჭიროა, რათა სიღრმე გაიზარდოს და ძირითადი გუნდის წევრებს დასვენების საშუალება ჰქონდეთ." - აცხადებს ფლიკი.
ფლიკმა კუისენსის თაობაზე გადაწყვეტილება მიიღო
ფრანგული გამოცემა L'equipe მიკაელ კუისენსის თაობაზე ახალ ინფორმაციას აქვეყნებს.

წყაროს ცნობით, მას შემდგომ, რაც ტიაგო ალკანტარამ "ბაიერნი" დატოვა, ფრანგ ნახევარმცველს იმედი ჰქონდა, რომ მისი როლი გუნდში გაიზრდებოდა და მეტ სათამაშო დროს მიიღებდა.

თუმცა, კუისენსის პირადად ჰანს ფლიკი ესაუბრა და აუხსნა, რომ ფეხბურთელი მის გეგმებში არ შედის და გარანტირებულ სათამაშო დროს ვერ მისცემს. შესაბამისად, მისთვისვე უმჯობესი იქნება, თუ ახალ კლუბს მოძებნის.

ამჟამად კუისენსის ტრანსფერით ყველაზე მეტად "ლიდსი იუნაიტედი" არის დაინტერესებული.
კუისენსის მომავალი, ფაქტობრივად, გადაწყდა
გასული დღეების განმავლობაში აქტიურად იწერებოდა იმის შესახებ, რომ "ლიდსი იუნაიტედი" მიკაელ კუისანსის დამატებას ცდილობდა. როგორც ჩანს, ტრანსფერი მართლაც საკმაოდ რეალურია.

ავტორიტეტული ჟურნალისტის, ფაბრისიო რომანოს მტკიცებით, ინგლისურ კლუბსა და 21 წლის ფეხბურთელს შორის კონტრაქტის თაობაზე შეთანხმება უკვე შედგა და ახლა ჯერი "ბაიერნზეა".

წყაროს ცნობით, ინგლისელებმა "რეკორდმაისტერს" კუისენსის სანაცვლოდ 20 მილიონი ევრო შესთავაზეს. იმ შემთხვევაში, თუ კლუბი წინადადებას დათანხმდება, მაშინ ტრანსფერი საბოლოოდ დასრულდება.

შეგახსენებთ, რომ თავდაპირველად საუბრები იჯარაზე მიდიოდა. თუმცა, როგორც ჩანს "ლიდსი" ფეხბურთელს საბოლოოდ იყიდის.
ლევანდოვსკიმ მსოფლიოს საუკეთესო თავდამსხმელები დაასახელა
მიუნხენის "ბაიერნის" ლიდერმა, რობერტ ლევანდოვსკიმ მსოფლიოს საუკეთესო თავდამსხმელები დაასახელა.

"ეს არ არის მარტივი კითხვა. ამ პოზიციაზე უამრავი მსოფლიო დონის ვარსკვლავი თამაშობს და კონკურენცია ძალიან დიდია."

"პირადად ჩემთვის, თუ სუფთა 9-იანის, კლასიკური თავდამსხმელის პოზიციით განვიხილავთ, საუკეთესოები კუნ აგუერო, ქარიმ ბენზემა და ლუის სუარესი არიან." - აცხადებს ლევანდოვსკი.
ნოიერი: "ასეთი რამ გასულ სეზონშიც ვნახეთ"
მიუნხენის "ბაიერნის" კაპიტანმა, მანუელ ნოიერმა "ჰოფენჰაიმთან" განცდილი მარცხის შემდეგ პირველი კომენტარი გააკეთა.

"არ ვაპირებთ ამ წაგების დატირებას. მტკივნეული მარცხი იყო, თუმცა, რაც შეიძლება სწრაფად უნდა დავივიწყოთ. წინ მნიშვნელოვანი სატიტული დაპირისპირება გველოდება."

"მსგავსი რამ გასულ სეზონშიც ვნახეთ, როდესაც მატჩები ზედიზედ, მიყოლებით გვიწევდა. ასეთ სიტუაციაში თამაშის გამოცდილება გვაქვს და ვფიქრობთ, რომ წარმატებით გავართმევთ თავს პრობლემებს." - აცხადებს მანუ.
ფლიკის პირველი კომენტარი "ჰოფენჰაიმთან" მარცხის შემდეგ
მიუნხენის "ბაიერნის" მთავარმა მწვრთნელმა, ჰანს ფლიკმა "ჰოფენჰაიმთან" განცდილი მარცხის შემდეგ პირველი კომენტარი გააკეთა.

"ნათელი იყო, რომ ოდესღაც ეს დღეც დადგებოდა. კომპლიმენტები ჩემგან "ჰოფენჰაიმსა" და სებასტიან ჰიონესს. ჩვენ ბევრი მომენტი ვერ შევქმენით და გაიმარჯვა იმან, ვინც უკეთესად ითამაშა."

"მარცხის რამდენიმე მიზეზი არსებობს, თუმცა, ჩემს ფეხბურთელებს ვერ დავადანაშაულებ. დომინანტები არ ვიყავით და მეტოქეს დავუთმეთ უპირატესობა. ამ მატჩიდან გაკვეთილი მალევე უნდა მივიღოთ. ახლა მთლიანად ოთხშაბათზე ვართ ფოკუსირებულები." - აცხადებს 
რა გახდა "ბაიერნის" მარცხის მთავარი მიზეზები
მოგეხსენებათ, დღეს მიუნხენის "ბაიერნი" ბუნდესლიგის მეორე ტურში "ჰოფენჰაიმთან" 4:1 დამარცხდა, რამაც ფანების დიდი უკმაყოფილება გამოიწვია. გთავაზობთ, რამდენიმე მნიშვნელოვან მიზეზს, რაც "რეკორდმაისტერის" მარცხს ლოგიკურ ახსნას მოუძებნის.

პირველ რიგში, ამის მთავარი მიზეზი შემადგენლობის გადაღლაა. გუნდმა სულ რაღაც 3 დღის წინ ურთულესი, 120-წუთიანი მატჩი ჩაატარა ევროპის სუპერთასზე და შესაბამისად, საკმარისად ძალების აღდგენა ვერ მოახერხა.

გადაღლამ თავის მხრივ შემადგენლობის როტაცია გამოწივია. ფლიკს მოუწია, რომ რამდენიმე ძირითადი შემადგენლობის წევრი, მათ შორის რობერტ ლევანდოვსკიც სათადარიგოთა სკამზე გადაესვა და შედარებით გამოუცდელი ფეხბურთელებით დაეწყო დღევანდელი მატჩი.

ამას ემატება ფსიქოლოგიური წნეხიც. როდესაც რამდენიმე დღის წინ სეზონში რიგით მეოთხე ტიტული მოიგე და თანაც 23 მატჩიანი მოგებათა რეკორდიც დაამყარე, რა თქმა უნდა ეს გარკვეულ წნეხში აქცევს გუნდს.

ამ ყველაფერმა საბოლოო ჯამში საკმაოდ ცუდი სტარტი და საწყის წუთებშივე მასპინძელთა ორი ბურთით დაწინაურება გამოიწვია.

რა თქმა უნდა, გუნდის ყოველი მარცხი მტკივნეულია, მითუმეტეს, როდესაც ასე იშვიათად ხდება ეს მოვლენა. თუმცა, იმედს ვიტოვებთ, რომ ჰანს ფლიკი შესაბამის დასკვნებს გამოიტანს და მომდევნო ტურში კვლავ ჩვეულ "ბაიერნს" ვიხილავთ.
როდის გაუშვა "ბაიერნმა" უკანასკნელად 4 გოლი
დღეს მიუნხენის "ბაიერნი" ბუნდესლიგის მეორე ტურში "ჰოფენჰაიმს" ესტუმრა და გამანადგურებელი სხვაობით, 4:1 დამარცხდა.

"რეკორდმაისტერი" ამ მატჩამდე ბრწყინვალე ფორმაში იყო და ზედიზედ 23 გამარჯვება ჰქონდა მოპოვებული, მაგრამ, დღეს ბოლო 10 თვის განმავლობაში ყველაზე მძიმე მარცხი იწვნია.

უკანასკნელად "ბაიერნმა" 4 ან მეტი გოლი ერთ შეხვედრაში გასული წლის ნოემბერში გაუშვა. ნიკო კოვაჩის უკანასკნელ მატჩში გუნდი "აინტრახტთან" სტუმრად 5:1 დამარცხდა. ამის შემდეგ კი კლუბს სულაც მხოლოდ 2 წაგება და 1 ფრე ჰქონდა, დღევანდელ თამაშამდე.
"ჰოფენჰაიმი" 4:1 "ბაიერნი" ფეხბურთელების შეფასებები
მიუნხენის "ბაიერნმა" 23 მატჩიანი მოგებების სერია შეწყვიტა და "ჰოფენჰაიმთან" სტუმრად, ანგარიშით 4:1 დამარცხდა.

გთავაზობთ ფეხბურთელების შეფასებებს Whoscored-ის ვერსიით.


  • ბომბარდირები
  • ასისტენტები
  • ბარათები
1
ჰარი კეინი
გოლი: 38 11 26 1
2
ჯამალ მუსიალა
გოლი: 18 3 12 3
3
მაიკლ ოლისე
გოლი: 17 5 12 0
4
ლეროი სანე
გოლი: 13 1 11 1
5
თომას მიულერი
გოლი: 6 3 1 2
1
მაიკლ ოლისე
ასისტი: 16 2 13 1
2
ჰარი კეინი
ასისტი: 10 2 7 1
3
იოზუა კიმიხი
ასისტი: 10 4 6 0
4
სერჟ გნაბრი
ასისტი: 9 3 5 1
5
ჯამალ მუსიალა
ასისტი: 6 4 2 0
1
იოზუა კიმიხი
5 0 1 3 1
2
ჰარი კეინი
2 0 0 2 0
3
ჯამალ მუსიალა
1 0 0 1 0
4
საშა ბოე
1 0 0 1 0
5
დეიოტ უპამეკანო
3 0 0 3 0