"პანიკა არ არის საჭირო. ამისგან უნდა ვისწავლოთ" - კეინი "ბარსასთან" მარცხზე
ჰარი კეინის კომენტარი "ბარსელონასთან" მარცხის შემდეგ:

"ჩვენ პირველი ტაიმი გვქონდა, სადაც ძალიან საშიშად გამოვიყურებოდით, თუმცა "ბარსელონამ" კარგად ითამაშა და ვერ გამოვიყენეთ ის დრო.

ჩვენ უნდა დავბრუნდეთ მიუნხენში და ვისწავლოთ ამისგან.

არ არის საჭირო პანიკა - შემდეგ ჯერზე უკეთესები ვიქნებით."
მიულერი: "ჩვენ აქ მოსაგებად მოვედით, მაგრამ 4-1 წავაგეთ"
თომას მიულერი "ბარსელონასთან" 4 - 1 მარცხის შემდეგ:

"ეს აშკარად არ არის კარგი განცდა. ჩვენ აქ მოსაგებად მოვედით, მაგრამ წავაგეთ 4-1, ასე რომ, ბევრი მუშაობა მოგვიწევს.

როდესაც გადავხედავთ და გავაანალიზებთ თამაშს, დავინახავთ, რომ "ბარსელონას" ჩვენზე მეტი კარგი მომენტი ჰქონდა.

ბურთის ფლობა მეტი გვქონდა, ასე რომ, შესაძლოა, ანგარიში ცოტა უცნაური იყო.

პატივი უნდა ვცეთ იმას, რომ "ბარსელონა" კარგი გუნდია, რაფინიამ თითქმის იდეალური ღამე ჩაატარა, ჩვენ კი კარგი შანსები გავუშვით".
“ამ დროისთვის ვერაფერს უზრუნველყოფს” - მათეუსმა ნოიერი გააკრიტიკა
ლოთარ მათეუსი ნოიერის ახლანდელ ფორმას გამოეხმაურა:

"ამ მომენტში მანუელ ნოიერი არ არის მანუელ ნოიერი.

მისი მეკარეობა შეიცვალა. ადრე ის წინასწარ ხედავდა ყველა სიტუაციას, ჰქონდა 360 გრადუსიანი ხედვა და შეეძლო თავდასხმების წამოწყება გამაგრებული პასით.

ამ დროისთვის კი ვერაფერს უზრუნველყოფს. იმედი მაქვს, მალე დაიბრუნებს თავის ძველ ფორმას და თავდაჯერებულობას.

"ბარსელონას" მეორე გოლი კარგი მაგალითია. მანუელი ყოყმანობდა, შემდეგ გავიდა ხაზიდან და ვერაფერი გააკეთა."
- განაცხადა მათეუსმა.
ებერლი: “მარცხისგან უნდა ვისწავლოთ. ერთად ვიმარჯვებთ და ვმარცხდებით”
მაქს ებერლი გუშინდელ 4 - 1 მარცხზე:

„თამაშზე კონტროლი ნახევარი საათის შემდეგ დავკარგეთ.

ადრეული გოლის მიუხედავად ნახევარი საათის განმავლობაში შთამბეჭდავი ფეხბურთი ვითამაშეთ და დამსახურებულად გავათანაბრეთ.

ამის შემდეგ ჩვენ არ გამოგვივიდა კარგად. მარცხისგან უნდა ვისწავლოთ. ჩვენ ერთად ვიმარჯვებთ და ერთად ვმარცხდებით."


მაქს ებერლი გაბრაზდა ჟურნალისტზე, რომელიც აკრიტიკებდა დაცვას და უთხრა:

"აიღე შენი სამწვრთნელო ლიცენზია, მაშინ უკეთესს გააკეთებ. ძალიან ადვილია დაცვის დადანაშაულება, როცა გოლებს გვიტანენ.”
კომპანი: “პირველ ტაიმში ვიგრძენი, რომ თამაშის მოგება შეგვეძლო”
ვენსან კომპანის კომენტარი “ბარსელონასთან” 4 - 1 მარცხის შემდეგ:

"ჩვენ წავაგეთ და ეს აშკარა მარცხია.

პირველ ტაიმში, პირველ 30 წუთში, მათი ადრეული გოლის გარდა, ვიგრძენი, რომ შეგვეძლო თამაშის მოგება.

მაგრამ შემდეგ თამაში შეიცვალა მეორე და მესამე გოლით. ჩვენ გავაანალიზებთ, ვისწავლით ამისგან და გავაუმჯობესებთ. ეს მარცხი არ არის გადამწყვეტი სეზონისთვის.

ჩვენ შევხედავთ ფორმის ვარდნას პირველ და მეორე ტაიმებს შორის და ვიმუშავებთ მის გაუმჯობესებაზე."
ნოიერი: “ნახევარდაცვაში უფრო აგრესიულები უნდა ვყოფილიყავით“
მანუელ ნოიერი “ბარსელონასთან” 4 - 1 მარცხის შემდეგ:

"ორივე გუნდი სარისკო თამაშს თამაშობდა, ამიტომ ასეთ დროს შეცდომები და ბურთის დაკარგვა შეიძლება მოხდეს.

ჩვენ ვუშვებდით შეცდომებს, ნახევარდაცვაში უფრო აგრესიულები უნდა ვყოფილიყავით, რადგან ბარსელონას წინ რაფინიას მსგავსი სწრაფი ფეხბურთელები ჰყავს - ეს დღეს გვაკლდა.

ისიც უნდა ითქვას, რომ ბარსა უფრო მაღალი ინტენსივობით თამაშობს, ვიდრე აქამდე შეხვედრილი გუნდები.”
"ბაიერნი" რამდენიმე პირობით დეივისს კონტრაქტს გაუხანგრძლივებს
"ბაიერნი" კვლავ ღიაა ალფონსო დეივისთან კონტრაქტის გასაგრძელებლად, მაგრამ რამდენიმე პირობით.

ამ პირობებიდან ერთ-ერთია, რომ მოთამაშემ შეამციროს თავისი მოთხოვნები.

"ბაიერნის" ბოლო შეთავაზება დეივისისთვის იყო 13 მილიონი ევრო ფიქსირებული პლუს ბონუსები წელიწადში.

ფეხბურთელმა და მისმა აგენტმა კი მოითხოვეს 16 მილიონი პლუს ბონუსები, გარდა 15 მილიონი ევროს ხელმოწერის საფასურისა.

დაინტერესებული კლუბები არიან მადრიდის "რეალი" და "მანჩესტერ იუნაიტედი".
ბარსელონაში "ბაიერნის" ოფიციალური პირი გაძარცვეს
"ბაიერნის" ოფიციალური პირი, (რომლის ვინაობაც არ საჯაროვდება) წუხელ ბარსელონაში გაძარცვეს.

მოპარულია მისი ტელეფონი, საფულე და ძვირადღირებული საათი. მძარცველი არც დაკავებულია და არც იდენტიფიცირებული.

კატალონიის პოლიციამ გამოძიება დაიწყო, მაგრამ "ბაიერნის" ოფიციალურ პირს განუცხადეს, რომ მოპარული ნივთების დაბრუნება ძალიან რთული იქნება.
  • ბომბარდირები
  • ასისტენტები
  • ბარათები
1
ჰარი კეინი
გოლი: 32 8 23 1
2
ჯამალ მუსიალა
გოლი: 17 2 12 3
3
მაიკლ ოლისე
გოლი: 13 5 8 0
4
ლეროი სანე
გოლი: 10 1 8 1
5
თომას მიულერი
გოლი: 5 2 1 2
1
მაიკლ ოლისე
ასისტი: 13 2 10 1
2
ჰარი კეინი
ასისტი: 10 2 7 1
3
იოზუა კიმიხი
ასისტი: 9 4 5 0
4
ჯამალ მუსიალა
ასისტი: 6 4 2 0
5
სერჟ გნაბრი
ასისტი: 6 2 3 1
1
იოზუა კიმიხი
5 0 1 3 1
2
ჰარი კეინი
2 0 0 2 0
3
ჯამალ მუსიალა
1 0 0 1 0
4
საშა ბოე
1 0 0 1 0
5
დეიოტ უპამეკანო
3 0 0 3 0