ფლორიან პლეტენბერგი იტყობინება, რომ ამჟამინდელი სიტუაციით ბაიერნი ლეონ გორეცკას თამაშით კმაყოფილი არ არის და არ აპირებს, რომ ფეხბურთელს კონტრაქტი გაუხანგრძლივოს
დაიოტ უპამეკანო, რომელიც ბაიერნში ხელფასის სახით 15 მილიონ ევროს შოულობს, როგორც ჩანს, თავის მოთხოვნას მიაღწევს და შემოსავლის მნიშვნელოვანი ზრდა ექნება
Kicker-ის ინფორმაციით, გარკვეული ხნის წინ, ბაიერნს დაიოტ უპამეკანოსთან შეთანხმებას უკვე მიღწეული ჰქონდა, თუმცა საბოლოო დასტური არ შედგა და უპამეკანომაც პირობები შეცვალა
ახლახანს გავრცელებული ინფორმაციით, ბაიერნი აპირებს, რომ უპამეკანოს მოთხოვნა დააკმაყოფილოს და ფეხბურთელს ხელფასი მნიშვნელოვნად გაუზარდოს, რის შემდეგაც დაიოტი გუნდში ერთ-ერთი ყველაზე მაღალანაზღაურებადი მოთამაშე გახდება
ტობი ალტშაფლი, Sport Bild-ის ჟურნალისტი ამბობს, რომ მანუელ ნოიერის ნაკრებში დაბრუნება გამორიცხული არ არის და საამისოდ ორი ფაქტორის სისრულეში მოყვანაა საჭირო
Bild-ის ინფორმაციით, საკმაოდ შემცირდა იმის შანსი, რომ ნიკო შლოტერბეკმა დორტმუნდის ბორუსიასთან ხელშეკრულება განაახლოს, ამით კი ბაიერნს შეუძლია სარგებლობა