მიმდინარე სეზონის დასრულების შემდეგ მიუნხენის "ბაიერნის" რიგებს კიდევ ერთი ფეხბურთელი დატოვებს.
ჰერბერტ ჰაინერის განცხადებით, იჯარის ვადის ამოწურვის შემდეგ ტიაგო დანტასი მშობლიურ "ბენფიკაში" დაბრუნდება.
ახალგაზრდა ნახევარმცველი "რეკორდმაისტერს" გასულ წელს შეუერთდა, თუმცა, ძირითად შემადგენლობაში სათამაშო დრო იშვიათად ეძლეოდა.
დანტასის შენარჩუნება ყველაზე მეტად ჰანსი ფლიკს სურდა, თუმცა, მოგეხსენებათ 56 წლის სპეციალისტი სეზონის ბოლოს "ბაიერნს" დატოვებს და როგორც ჩანს, მისი წასვლით ტიაგოს ბედიც გადაწყდა.
მოგეხსენებათ, სეზონის დასრულების შემდეგ მიუნხენის "ბაიერნის" მთავარი მწვრთნელის პოსტს ჰანს ფლიკი დატოვებს.
გასულ თვეებში ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ 56 წლის სპეციალისტი გერმანიის ეროვნულ ნაკრებს ჩაიბარებდა. თუმცა, ახლა სიტუაცია იზრდება.
ესპანური გამოცემების ცნობით, ფლიკის მსურველთა რიგებს ორი ევროპული გრანდი, კატალონიის "ბარსელონა" და ტურინის "იუვენტუსი" შეუერთდნენ.
განსაკუთრებული აქტიურობით "ბლაუგრანას" პრეზიდენტი, ჟოან ლაპორტა გამოირჩევა. როგორც ცნობილია, მას ძალიან მოსწონს ფლიკის სტილი და სურს, რომ მომავალი სეზონიდან სწორედ ის ჩაუდგეს კლუბს სათავეში.
ჯერ-ჯერობით უცნობია, რა გადაწყვეტილებას მიიღებს გერმანელი სპეციალისტი. წყაროს ცნობით, ფლიკი ყველა შესაძლო ვარიანტს განიხილავს.
გერმანიის ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, იოახიმ ლიოვმა ევროასპარეზის შემადგენლობის დასახელების შემდეგ პრესასთან ისაუბრა.
"ჰუმელსსა და მიულერს ბრწყინვალე სეზონები ჰქონდათ. მათ შეუძლიათ ლიდერობის შემოტანა გუნდში. ისინი განვითარებაში დაგვეხმარებიან."
"გვსურდა განსხვავებული ტიპის ფორვარდები გვყოლოდა. სანე და ვერნერი ძალიან სწრაფები არიან, ვოლანდი კი ფიზიკურად ძლიერია. მან საფრანგეთში კარგი სეზონი ჩაატარა და განაცხადშიც მოხვდა."
"დავინახეთ, რომ უკანა ხაზში გამოცდილება გვაკლდა, რაც პრობლემებს გვიჩენდა. მატსს შეუძლია დაცვის ორგანიზება, მას აქვს გამოცდილება რთულ მომენტებთან გამკლავების."
"ბოატენგს უდიდეს პატივს ვცემ. მან ნაკრებში დიდი სამუშაო გაწია. თუმცა, ასევე არიან ფეხბურთელები, რომლებმაც მიმდინარე სეზონში შესანიშნავად ითამაშეს. სწორედ ამიტომ გადავწყვიტეთ ჰუმელსის წაყვანა და ბოას დატოვება."
"ჩვენ ტურნირის მთავარი ფავორიტები არ ვართ, ამიტომ კონკრეტული მიზანი არ გვაქვს. თუმცა, ყველაფერს გავაკეთებთ მაქსიმალურად შორს გასასვლელად. ყველა თამაშს ისე ჩავატარებთ, თითქოს ის უკანასკნელია." - აცხადებს ლიოვი.
დღეს გერმანიის ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, იოახიმ ლიოვმა ის შემადგენლობა დაასახელა, რომელიც ევრო 2020-ზე გაყვება გუნდს.
განაცხადში ვეტერანი შემტევი, თომას მიულერიც მოხვდა, რომელსაც ბოლო პერიოდში ეროვნულ გუნდში არ იძახებდნენ.
"ძალიან გახარებული ვარ ეროვნულ გუნდში დაბრუნებით. მე და ლიოვს სასიამოვნო და ღია საუბარი გვქონდა და ორივემ გავიგეთ, თუ რას ველით მომავალ ევროტურნირზე."
"გერმანიის ნაკრების ფორმის კიდევ ერთხელ მორგება დიდი გამოწვევა იქნება. ყველაფერს გავაკეთებ, რათა ბიჭებთან ერთად წარმატებას მივაღწიო." - აცხადებს მიულერი.
პრემიერლიგის გასულ ტურში "ლივერპულის" კიპერმა, ალისონ ბეკერმა ბოლო წუთზე "ვესტ ბრომვიჩის" კარის დალაშქვრა მოახერხა და გუნდს 3 ქულა მოუპოვა.
ამ იშვიათ მოვლენას "ბაიერნის" მეკარე, მანუელ ნოიერი გამოეხმაურა.
"მე მას მივულოცე და რამდენიმე მესიჯი გავცვალეთ. ყველა მეკარე ოცნებობს ბოლო წუთზე გამარჯვების მომტანი გოლის გატანაზე."
"როგორც წესი მეკარეები მეტოქის საჯარიმოში მაშინ ჩადიან, როდესაც აგებენ, თუმცა, ამ შემთხვევაში "ლივერპულს" ლიგის საგზურისთვის მოგება სჭირდებოდა და ალისონი სწორად მოიქცა."
"უბრალოდ ფენომენალურია. მან ბრწყინვალე თავური შეასრულა. სრულიად ნასიამოვნები ვარ ამ მომენტით. ალისონი დიდებული ადამიანია და ეს დაიმსახურა." - აცხადებს ნოიერი.
მიროსლავ კლოზე გერმანული ფეხბურთისა და "მიუხენის" ბაიერნის ერთ-ერთი ლეგენდაა. მან მსოფლიოს თავი მაღალი კლასითა და გამორჩეული საფეხბურთო უნარებით დაამახსოვრა.
კლოზემ გერმანულ გამოცემა kickers-თან დაადასტურა, რომ ბაიერნთან კონტრაქტის გახანგრძლივება აღარ სურს და ამ სეზონის შემდეგ ის მიუხენურ გუნდს დატოვებს.
ის "ბაიერნის" მთავარი მწვრთნელის, ჰანს ფლიკის, ასისტენტი გახლდათ.
როგორც მოგეხსენებათ, ამ სეზონის დასრულების შემდეგ ჰანს ფლიკს "ბაიერნში" იულიან ნაგელსმანი შეცვლის და აქედან გამომდინარე, მიროსლავ კოლზემაც კონტრაქტის გახანგრძლივება არ ისურვა.
33-ე ტურის შეხვედრაში "ბაიერნმა" სტუმრად "ფრაიბურგს" დაძაბული ფრე, 2-2, ეთამაშა.
აღსანიშნავია რობერტ ლევანდოვსკის თამაში. როგორც მოგეხსენებათ, მას ერთი გოლი აკლდა, ლეგენდარული გერმანელის, გერდ მიულერის რეკორდამდე. 26-ე წუთზე გატანილი პენალტით კი შეძლო მისი გამეორება.
რობერტ ლევანდოვსკი ამ უმნიშვნელოვანესი მიღწევისა და კარგი თამაშის გამო ტურის საუკეთესო მოთამაშედ აღიარეს.
იმ შემთხვევაში, თუ პოლონელი შემდეგ ტურშიც შეძლებს მეტოქის კარის აღებას, ის ყველა დროის საუკეთესო შედეგს დააფიქსირებს.
მიუნხენის "ბაიერნის" თავდამსხმელის, რობერტ ლევანდოვსკის დამატებით კიდევ ერთი ევროპული გრანდი დაინტერესდა.
ფრანგული გამოცემა L'equipe-ს ინფორმაციით, ამჯერად 33 წლის ფეხბურთელის ტრანსფერი "პსჟს" სურს.
წყაროს ცნობით, იმ შემთხვევაში, თუ ზაფხულში პარიზელთა რიგებს კილიან მბაპე დატოვებს, მაშინ კლუბის პირველი სამიზნე სწორედ პოლონელი იქნება.
"პსჟს" ლევანდოვსკის შეძენა გასულ წლებშიც სურდა და არ გამოუვიდა. თუმცა, ახლა ფეხბურთელს "ბაიერნთან" კონტრაქტის ვადა უმცირდება, რაც მისი წასვლის შანსებს ზრდის.
შეგახსენებთ, რომ ლევანდოვსკის დამატება ლონდონის "ჩელსისაც" სურს.
ბუნდესლიგის 33-ე ტურში აწ უკვე ჩემპიონი "ბაიერნი" "ფრაიბურგს" ესტუმრება.
წინა ტურში "ბაიერნმა" გლადბახის "ბორუსია" გააცამტვერა, ექვსი უპასუხო გოლი გაუტანა და გაჩემპიონდა ორი ტურით ადრე ბუნდესლიგის დამთავრებამდე.
kickers-მა დააანონსა ის ძირითადი შემადგენლობები, რომლითაც სავარაუდოდ წარდგებიან გუნდები ერთმანეთის პირისპირ.
"ბაიერნის" შემადგენლობა კი ასეთია: ნოიერი - პავარი, ბოატენგი, ერნანდესი, დევისი, - კიმიხი, ალაბა - გნაბრი, მიულერი, კომანი - ლევანდოვსკი.
მიუხენელებს დუგლას კოშტა, ნიანზუ და გორეცკა დააკლდებიან.
შეგახსენებთ, რომ რობერტ ლევანდოვსკის ერთი გოლი აშორებს ლეგენდარული გერმანელის გერდ მიულერის რეკორდამდე და ძალიან მონდომებული იქნება, რომ ეს გოლი ამ ტურშივე გაიტანოს.