bayern.ge სიახლეები გვერდი 518
"ბაიერნმა" კომანის თაობაზე გადაწყვეტილება მიიღო
ბოლო პერიოდში აქტიურად ვრცელდებოდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ კინგსლი კომანი ზაფხულში მიუნხენის "ბაიერნს" დატოვებს.

ამის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი კონტრაქტია. ფრანგი ვინგერი გაზრდილ ხელფასს ითხოვს. მას სურს ისეთივე ანაზღაურება, როგორიც რობერტ ლევანდოვსკის, მანუელ ნოიერს და გუნდის სხვა ტოპ ფეხბურთელებს აქვთ.

თავის მხრივ "ბაიერნი" კომანს წელიწადში 12 მილიონ ევროს სთავაზობთ. მიმდინარე კონტრაქტის ვადა კი 2022 წელს იწურება.

ამის მიუხედავად, "რეკორდმაისტერი" ფრანგის გაყიდვას ზაფხულში 100 მილიონ ევროზე ნაკლებად არ აპირებს. იმ შემთხვევაში, თუ მსგავსი სახის წინადადებას კლუბი არ მიიღებს, მაშინ კომანი მიუნხენში დარჩება და მხარეები კონტრაქტის გახანგრძლივებაზე გააგრძელებენ დიალოგს.

შეგახსენებთ, რომ ფრანგის დამატებით "ჩელსი" და "მანჩესტერ იუნაიტედი" არიან დაინტერესებული.
ქართველი ტალანტი "ბაიერნის" ახალგაზრდულ გუნდში ჩაირიცხა
ოფიციალურად: ქართველი ფეხბურთელი ნიკა ნოზაძე ბაიერნის (U19) გუნდს შეუერთდება.

საქმე იმაშია, რომ გერმანულმა კლუბმა გადაწყვიტა 15 სხვადასხვა ქვეყნიდან 15 მოთამაშის შერჩევა, რომლებიც სპეციალურ მომზადებას გაივლიან და 'ბაიერნის მსოფლიო U19' გუნდში ითამაშებენ. სიაში, ქართველი ფეხბურთელიც მოხვდა, რომელმაც 1 200-ზე მეტ აპლიკანტს აჯობა.

ნიკა ნოზაძე ბაიერნის შეკრებაზე 28 ივნისს მექსიკაში გამეგზავრება. აგვისტოში გავიგებთ დააკმაყოფილებს თუ არა ნიკა გერმანული კლუბის მოთხოვნებს.

აქამდე, ახალგაზრდა ტალანტი გაგრას ასაკობრივ გუნდში გამოდიოდა.
ჰიტცფელდმა ფლიკი გააკრიტიკა: "არ მესმის რატომ მოიქცა ასე"
მიუნხენის "ბაიერნის" ყოფილმა მწვრთნელმა, ოტმარ ჰიტცფელდმა ჰანსი ფლიკი გააკრიტიკა.

"ნამდვილად არ მესმის რატომ მოიქცა ფლიკი ასე და ვერც ვერასდროს გავიგებ."

"მან "ვოლფსბურგთან" მატჩის შემდეგ განაცხადა, რომ კლუბის დატოვება სურდა, თავად კლუბში კი ამის შესახებ არც კი იცოდნენ."

"ჩემთვის დაუჯერებელი გადაწყვეტილებაა. რატომ უნდა წახვიდე "ბაიერნიდან" გერმანიის ნაკრებში ასეთ დროს. დარჩენის შემთხვევაში მას შეეძლო გუნდის ისტორიული პიროვნება, სახე გამხდარიყო." - აცხადებს ჰიტცფელდი.
გერმანია 7:1 ლატვია ვიდეომიმოხილვა
ევროპის ჩემპიონატის მოსამზადებელ ეტაპზე გერმანიის ეროვნულმა გუნდმა ბოლო მატჩი ჩაატარა.

ბუნდესნაკრები ამხანაგურ შეხვედრაში ლატვიას დაუპირისპირდა და ანგარიშით 7:1 დაამარცხა.

იხილეთ მიმოხილვა მატჩიდან.
დაბრუნება შედგა - მიულერმა ნაკრებში 3 წლის შემდეგ გაიტანა (ვიდეო)
თომას მიულერმა ეროვნულ ნაკრებში დაბრუნების შემდეგ პირველი გოლი გაიტანა.

ვეტერანმა ფეხბურთელმა უკანასკნელად გერმანიის მაისურით 2018 წელს, ამხანაგურ შეხვედრაში გაიტანა.

ახლა კი ევროპის ჩემპიონატის დაწყებამდე მცირე ხნით ადრე თომასი ბუნდესნაკრებს დაუბრუნდა და ლატვიელთა კარის დალაშქვრაც მოახერხა.

იხილეთ ვიდეო.
გახვრიტააა - გუნდოგანმა უძლიერესი დარტყმით შეაგდო (ვიდეო)
გერმანიისა და ლატვიის ნაკრებების 21-ე წუთზე ილქაი გუნდოგანმა ბრწყინვალე დარტყმით ანგარიში 2:0 გახადა.

იხილეთ ვიდეო.
ნოიერი დააფასეს - როგორ გაიხსნა გერმანიის ნაკრების მატჩი (ვიდეო)
ლატვიის ნაკრების წინააღმდეგ გერმანიის ნაკრების კაპიტანი, მანუელ ნოიერი თავის მე-100 შეხვედრას ატარებს ეროვნულ გუნდში.

ამ ფაქტის აღსანიშნად ფეხბურთელებმა ვეტერან კიპერს საპატიო კორიდორი მოუწყვეს.

იხილეთ ვიდეო.
გერმანიის ნაკრებს გახსნით მატჩებში ლიდერი ვერ დაეხმარება
ევროპის ჩემპიონატის საწყის მატჩებს გერმანიის ეროვნული ნაკრები დიდი დანაკლისით ხვდება.

გუნდის ერთ-ერთი ლიდერი, ლეონ გორეცკა ტრავმირებულია და დაბრუნების ზუსტი დრო უცნობია.

26 წლის ნახევარმცველმა დაზიანება 8 მაისს მიიღო და ვარაუდობდნენ, რომ ევროპის ჩემპიონატამდე სრულად გამოჯანმრთელებას მოახერხებდა, თუმცა, პროგნოზი ვერ გამართლდა.

როგორც ცნობილია, გორეცკა გახსნით ორ მატჩში მონაწილეობას ვერ მიიღებს. არადა, გერმანიის ნაკრები პირველ ტურში საფრანგეთს, მეორეში კი პორტუგალიას უპირისპირდება.

ჯერ-ჯერობით უცნობია, მოახერხებს თუ არა გორეცკა დაბრუნებას ჯგუფური ეტაპის ბოლო ტურში, უნგრეთის წინააღმდეგ.
ლევანდოვსკის გარეშე - სეზონის საუკეთესო თერთმეტეული ცნობილია
ფრანგულმა ჟურნალმა Onze Mondial-მა 2020/21 წლების სეზონის საუკეთესო შემადგენლობა დაასახელა.

თერთმეტეულში "ბაიერნის" ორი ფეხბურთელი მოხვდა, თუმცა, საინტერესოა, რომ სიაში არ არის რობერტ ლევანდოვსკი.

დაცვის ხაზში ადგილი დავიდ ალაბამ დაიკავა, საყრდენი ნახევარმცველის პოზიციაზე კი იოზუა კიმიხი მოხვდა.

საინტერესოა, რომ ამავე გამოცემამ გასული სეზონის საუკეთესო ფეხბურთელად ქარიმ ბენზემა დაასახელა.

იხილეთ სრული თერთმეტეული:

"ბაიერნის" რადარზე "ატლეტიკოს" ვარსკვლავი გამოჩნდა
მიუნხენის "ბაიერნის" რადარზე მადრიდის "ატლეტიკოს" ვარსკვლავი, საულ ნიგესი გამოჩნდა.

მოგეხსენებათ, "რეკორდმაისტერი" უკვე დიდი ხანია, რაც ახალ ცენტრალურ ნახევარმცველს ეძებს. ევროპული გამოცემების ინფორმაციით კი ერთ-ერთი სამიზნე სწორედ ესპანელი ფეხბურთელია.

წყაროს ცნობით, საულის გაყიდვა თავად "როხიბლანკოს" გეგმებშიც შედის და სასურველი შეთავაზების შემთხვევაში მის გასაშვებად მზად არიან.

როგორც ცნობილია, საულ ნიგესის დამატება "ბაიერნის" გარდა ასევე "პსჟს" და ლონდონის "ჩელსისაც" სურთ.
განხეთქილება ბუნდესნაკრებში? რა მოხდა დანიასთან ამხანაგური მატჩის დროს
გუშინ, 2 ივნისს ამხანაგური შეხვედრა გაიმართა, რომელშიც გერმანიის ეროვნული ნაკრები დანიას დაუპირისპირდა და დაუზავდა - 1:1.

თამაშის მიმდინარეობის დროს უსიამოვნო ფაქტი დაფიქსირდა, რომელიც გერმანულ გამოცემებს არ გამოჰპარვიათ.

კერძოდ, ბუნდესნაკრების ფეხბურთელები ძალიან უკმაყოფილოები იყვნენ ლეროი სანეს თამაშით.

ერთ მომენტში იოზუა კიმიხმა თანაგუნდელს დაუყვირა. თავის მხრივ კი ნიკლას ზულემაც ბევრი შენიშვნა მისცა სანეს და არაერთხელ მოუწოდა გააქტიურებისკენ.

როგოც ცნობილია, სანეს ნაჩვენები თამაშით არაერთი თანაგუნდელი დარჩა უკმაყოფილო.
კოლეგების არჩევანი განსხვავებულია - ფეხბურთელებმა საუკეთესოები დაასახელეს
გერმანიის პროფესიონალური ფეხბურთელების ასოციაციამ ბუნდესლიგის გასული სეზონის საუკეთესო მოთამაშე დაასახელეს.

ხმების 75.9% მიუნხენის "ბაიერნის" ლიდერს, რობერტ ლევანდოვსკის ერგო, რომელმაც საგრძნობლად აჯობა მეორეზე გასულ ერლინ ჰოლანდს (7.1%). მესამე ადგილი თომას მიულერმა დაიკავა.

აღსანიშნავია, რომ თავად ბუნდესლიგამ გულშემატკივრების გამოკითხვის შედეგად წლის საუკეთესო ფეხბურთელად ერლინ ჰოლანდი დაასახელა.

წლის საუკეთესო მწვრთნელად ჰანსი ფლიკი დასახელდა. მან ხმების 29.1% მიიღო. მეორე და მესამე ადგილები იულიან ნაგელსმანმა და ოლივერ გლასნერმა თანაბარი რაოდენობით გაინაწილეს.

რაც შეეხებია საუკეთესო ახალწვეულს, ეს პრიზი ჯუდი ბელინგემმა დაისაკუთრა. მეორე ადგილზე ჯამალ მუსიალა გავიდა.
ზულე: "ეს ორი ნაკრები ევროპის ჩემპიონატის ფავორიტია"
მიუნხენის "ბაიერნისა" და გერმანიის ეროვნული ნაკრების ცენტრალურმა მცველმა, ნიკლას ზულემ ევროპის ჩემპიონატის ფავორიტები დაასახელა.

"როგორც მსოფლიო ჩემპიონატის მოქმედ გამარჯვებულებს, ვფიქრობ ფრანგებს საუკეთესო შანსი აქვთ. მათ ძალიან ღრმა და ნიჭიერი შემადგენლობა ჰყავთ."

"ასევე უძლიერესი გუნდი ჰყავს პორტუგალიის ნაკრებსაც, რომელმაც გასული ევროპის ჩემპიონატის ტიტული მოიგო."

"ჩვენს შანსებს რეალურად ვაფასებთ, თუმცა, არ ვაპირებთ ევროპის ჩემპიონატზე უქმად ყოფნას."

"ეს არის ტურნირი, რომლის მოგებაც ნებისმიერ მონაწილე გუნდს შეუძლია. ყველაფერს გავაკეთებთ წარმატების მისაღწევად." - აცხადებს ზულე
"ბაიერნის" თერთმეტეული 25 წლამდე ფეხბურთელების შემადგენლობით
მიუნხენის "ბაიერნს" რომ მსოფლიოში ერთ-ერთი უძლიერესი შემადგენლობა ჰყავს, ამ ფაქტზე ყველა თანხმდება.

სამწუხაროდ, "რეკორდმაისტერის" ლიდერების, მანუელ ნოიერისა და რობერტ ლევანდოვსკის ასაკი უკვე 33 წელს გადაცდა და უნდა ვივარაუდოთ, რომ არცთუ შორეულ მომავალში მათ კარიერის დასრულება მოუწევთ.

თუმცა, გულშემატკივრებს ამ ფაქტის გამო დიდად ნერვიულობა არ მოუწევთ.

"ბაიერნის" ერთ-ერთმა ქომაგმა გუნდის ახალგაზრდა წევრებისგან შემდგარი სიმბოლური თერთმეტეული დაასახელა და შეიძლება ითქვას, რომ ეს შემადგენლობა საკმაოდ ძლიერად გამოიყურება.

შემადგენლობაში შედიან "ბაიერნის" ის ფეხბურთელები, რომელთა ასაკიც 25 წელი ან უფრო ნაკლებია.

სრული თერთმეტეული შემდეგნაირად გამოიყურება:


მიულერი: "გერმანიის ნაკრებს ამ ყველაფერს შევძენ"
გერმანიის ეროვნულ გუნდში დაბრუნების შემდეგ თომას მიულერმა პრესასთან ისაუბრა.

"ჩემი კარანტინი გერმანიის ნაკრებში დიდხანს გაგრძელდა. გუნდი დიდი სიხარულით მომესალმა. ერთმანეთს ბუნდესლიგიდან ძალიან კარგად ვიცნობთ."

"ჰავერცს ჩემპიონთა ლიგის ფინალში გატანილი გოლი დაეხმარება. ეს მას თავდაჯერებას შემატებს."

"გუნდს მოვუტან იმ ძალას, რასაც გასულ პერიოდში ვინახავდი. მსურს, რომ ნაკრებს ვულიდერო. მოტივირებული ვარ და ყველაფერს გავაკეთებ წარმატებისთვის."

"ბუნდესნაკრებში სიახლე ჩემთვის არაფერია. ეროვნულ გუნდს ყოველთვის ვქომაგობდი და მათ თამაშებს ვუყურებდი. ფეხბურთელებს კარგად ვიცნობ."

"ლიოვთან არაერთხელ ვისაუბრე. ჩვენ განვიხილეთ გეგმები. ორივეს მიზანი ევროპის ჩემპიონატზე წარმატების მიღწევაა." - აცხადებს მიულერი.
VIDEO: ზულინიო ფორმაშია - ფინტების კასკადი ბუნდესნაკრების ვარჯიშის დროს
გერმანიის ეროვნულმა ნაკრებმა ევრო 2020-ის მოსამზადებელი ვარჯიშები უკვე დაიწყო.

პერიოდულად სოციალურ ქსელებში ვარჯიშების ამსახველი ვიდეოები ვრცელდება.

სოციალურ სივრცეში ყურადღება მიიპყრო ნიკლას ზულემ. "ბაიერნის" მცველმა ერთ-ერთ მომენტში ფინტების კასკადი მოაწყო და ამით ბევრი ქომაგის გული მოიგო.

იხილეთ ვიდეო.
  • ბომბარდირები
  • ასისტენტები
  • ბარათები
1
ჰარი კეინი
გოლი: 54 14 34 6
2
მაიკლ ოლისე
გოლი: 21 6 13 2
3
ლუის დიასი
გოლი: 20 7 11 2
1
მაიკლ ოლისე
ასისტი: 26 5 19 2
2
ლუის დიასი
ასისტი: 17 3 13 1
3
იოზუა კიმიხი
ასისტი: 10 2 6 2
1
კონრად ლაიმერი
7 0 2 5 0
2
ლუის დიასი
8 2 1 8 1
3
დაიოტ უპამეკანო
6 0 1 3 2