bayern.ge სიახლეები გვერდი 526
მიულერი: "ფლიკმა აქ ყოფნის პერიოდში დიდი ენერგია ჩადო"
მიუნხენის "ბაიერნის" ლიდერმა, თომას მიულერმა ჰანს ფლიკის გუნდიდან წასვლის გადაწყვეტილებაზე ისაუბრა.

"მას ზუსტი მიზეზები ჩვენთვის არ უთქვამს და ეს არც უნდა გაეკთებინა. ჰანსიმ ძალიან დიდი ენერგია ჩადო იმ 1.5 წლის მანძილზე, რაც აქ გაატარა."

"ბაიერნის მწვრთნელობა მარტივი საქმე არ არის. ასეთ დროს განსაკუთრებული ფსიქოლოგია გჭირდება."

"აქ ყოფნის დროს მოლოდინები ყოველთვის ძალიან მაღალია და მუდამ გუნდის გვერდზე უნდა იყო." - აცხადებს მიულერი.
ნოიერმა ფლიკის წასვლაზე პირველი კომენტარი გააკეთა
დღეს მიუნხენის "ბაიერნის" მთავარმა მწვრთნელმა, ჰანს ფლიკმა დაადასტურა, რომ სეზონის ბოლოს გუნდს დატოვებს.

აღნიშნულ თემაზე კომენტარი გააკეთა გუნდის კაპიტანმა, მანუელ ნოიერმა.

"ჩვენთვის არ აქვს მნიშვნელობა, თუ რატომ მიდის ჰანსი გუნდიდან. ეს ძალიან ემცოიური მომენტი იყო ყველასთვის, რადგან ერთად დიდებული დრო გავატარეთ."

"მისთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო, რომ პირადად მას ეთქვა ამ გადაწყვეტილების შესახებ." - აცხადებს ნოიერი.
ფლიკი: "რატომ მივდივარ გუნდიდან? ეს საკითხი გუნდში განვიხილეთ და აქვე დარჩება"
მიუნხენის "ბაიერნის" მთავარმა მწვრთნელმა, ჰანს ფლიკმა დაადასტურა, რომ სეზონის დასრულების შემდეგ კლუბს ტოვებს.

"მსურს რომ კლუბთან კონტარქტი გავწყვიტო და ეს ფაქტია. მნიშვნელოვანი იყო რომ გუნდს ეს პირადად ჩემგან გაეგო."

"ჩემპიონთა ლიგიდან გამოვარდნის შემდეგ, შუა კვირაში შესაბამის პირებს შევხვდი "ბაიერნიდან" და ეს თემა განვიხილეთ."

"მარტივი გადაწყვეტილება არ ყოფილა. მე ამ გუნდის დიდი ქომაგი ვარ. გერდ მიულერი, პოლ ბრაიტნერი, კარ-ჰაინც რუმენიგე. ისინი ჩემი ბავშვობის კუმირები არიან."

"მსურს დიდი მადლობა გადავუხადო კლუბს ამ შანსის მოცემისთვის და შესანიშნავი გუნდის გაწვრთნისთვის."

"თითქმის ორი წლის განმავლობაში ჩვენ ერთად დიდებული საქმეები გავაკეთეთ. რატომ მივდივარ? ეს საკითხში გუნდის შიგნით განვიხილეთ და აქვე დარჩება." - აცხადებს ფლიკი.
ოფიციალურად: ჰანს ფლიკი სეზონის ბოლოს "ბაიერნს" ტოვებს
მიუნხენის "ბაიერნის" მთავარმა მწვრთნელმა, ჰანს ფლიკმა "ვოლფსბურგთან" მატჩის შემდეგ მოულოდნელი ინფორმაცია გააჟღერა.

"დღეს ჩემს გუნდს ვუთხარი, რომ სეზონის დასრულების შემდეგ "ბაიერნთან" კონტრაქტის გაწყვეტა მსურს." - განაცხადა გერმანელმა სპეციალისტმა.

ჯერ-ჯერობით უცნობია, ვინ შეცვლის მომავალ სეზონში ფლიკს. კანდიდატებად კი მასიმო ალეგრი და იულიან ნაგელსმანი განიხილებიან.
"ბაიერნს" კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ფეხბურთელი დაუშავდა
გერმანიის ბუნდესლიგის გასულ ტურში "ბაიერნმა" სტუმრად "ვოლფსბურგი" 2:3 დაამარცხა და ლიდერობა გაიმყარა. თუმცა, მატჩს გუნდისთვის იდეალურად არ ჩაუვლია.

თამაშის ბოლო წუთზე ლუკას ერნანდესმა დაზიანება მიიღო, რის გამოც მინდვრის დატოვება სამედიცინო შტაბის დახმარებით მოუწია.

ფრანგ მცველს კევინ მბაბუსთან ორთაბრძოლის დროს მუხლი დაუზიანდა. ჯერ-ჯერობით უცნობია, რამდენად მძიმეა მისი ტრავმა.

შეგახსენებთ, რომ ერნანდესს მატჩამდეც აწუხებდა ტკივილები და "ვოლფსბურგის" წინააღმდეგ მისი თამაში საეჭვო იყო.
"ვოლფსბურგი" 2:3 "ბაიერნი" ფეხბურთელების შეფასებები
გერმანიის ბუნდესლიგის 29-ე ტურში მიუნხენის "ბაიერნი" სტუმრად "ვოლფსბურგს" დაუპირისპირდა და 2:3 დაამარცხა.

გთავაზობთ ფეხბურთელების შეფასებებს გამოცემა Whoscored-ის ვერსიით.

"ვოლფსბურგი" - "ბაიერნი" სასტარტო შემადგენლობა
გერმანიის ბუნდესლიგის 29-ე ტურში მიუნხენის "ბაიერნი" სტუმრად "ვოლფსბურგს" შეხვდება.

მატჩის დაწყებამდე "რეკორდმაისტერის" მთავარმა მწვრთნელმა, ჰანს ფლიკმა სასტარტო თერთმეტეული დაასახელა.

ნოიერი - პავარი, ბოატენგი, ერნანდესი, დეივისი - კიმიხი, ალაბა - სანე, მიულერი, მუსიალა - ჩუპო მოტინგი.
"ვოლფსბურგი" - "ბაიერნი" სავარაუდო შემადგენლობა
გერმანიის ბუნდესლიგის 29-ე ტურში მიუნხენის "ბაიერნი" სტუმრად "ვოლფსბურგს" დაუპირისპირდება.

გთავაზობთ "რეკორდმაისტერის" სავარაუდო შემადგენლობას მომავალი მატჩისთვის:

ნოიერი - პავარი, ბოატენგი, ალაბა, დეივისი - კიმიხი, მარტინესი - სანე, მიულერი, კომანი - ჩუპო მოტინგი.
ფლიკმა ტრავმირებული მოთამაშეების დაბრუნების თარიღი დააანონსა
მიუნხენის "ბაიერნის" მთავარმა მწვრთნელმა, ჰანს ფლიკმა "ვოლფსბურგთან" მატჩამდე პრესკონფერენცია ჩაატარა.

"ტრავმირებული მოთამაშეები ჯერ-ჯერობით მზად არ არიან. ლევანდოვსკი სულ ახლახანს დაუბრუნდა გუნდს. გორეცკას თამაშიც ხვალ საეჭვოა. გნაბრი მომდევნო კვირაში დაბრუნდება. ლუკას ერნანდესი ტკივილს გრძნობს და ხვალამდე საბოლოო პასუხი არ გვეცოდინება."

"გუნდი ოდნავ გადაღლილია. თუმცა, წინ მნიშვნელოვანი მატჩები გველოდება და ვეცდებით, რომ ყველა მოვიგოთ."

"როდესაც გუნდი 300 სტანდარტულს ასრულებს და 7 გოლი გააქვს ცუდია. რა თქმა უნდა, ამ სტატისტიკით არ ვარ კმაყოფილი. აქამდე დრო არ გვქონდა, თუმცა, ამ საკითხზე აუცილებლად ვიმუშავებთ და ვეცდებით მის გამოსწორებას."

"ვოლფსბურგი ძალიან კარგი გუნდია, რომელსაც ძალიან კარგი მწვრთნელი უდგას სათავეში. ისინი ბრწყინვალე სეზონს ატარებენ."

"ჩემპიონთა ლიგიდან გავარდნა მარტივი გადასატანი არ არის. ასეთ დროს ძილიც კი რთულია. თუმცა, ცხოვრება გრძელდება და ჩვენ უნდა გავაგრძელოთ მოგებები." - აცხადებს ფლიკი.
ოფიციალურად: კიმიხმა სააგენტოსთან კონტრაქტი გაწყვიტა
მიუნხენის "ბაიერნის" ლიდერმა, იოზოუა კიმიხმა სააგენტო "ფეარ სპორტთან" კონტრაქტი გაწყვიტა.

"ეს რთული გადაწყვეტილება იყო, რომელიც გასულ წელს მივიღე. გადავწყვიტე, რომ პირადად მე წარმომედგინა ჩემი ღირებულებები, ხედვები და ჩემს თავზე ამეღო პასუხიმსგებლობა."

"ვფიქრობ, საკუთარი პოზიციის დაფიქსირებას პირადად მეც მოვახერხებ." - აცხადებს კიმიხი.

ხსენებული სააგენტო "ბაიერნთან" მუშაობდა კიმიხის კონტრაქტის გახანგრძლივებაზე. ახლა კი თავად ფეხბურთელი იზრუნებს ამ საკითხზე.
რა თანხა დაუჯდება "ბაიერნს" ნაგელსმანის დამატება
ბოლოდროინდელი ცნობებით, სეზონის დასრულების შემდეგ დიდი ალბათობით, ჰანს ფლიკი მიუნხენის "ბაიერნის" მთავარი მწვრთნელის პოსტს დატოვებს.

როგორც ცნობილია, "რეკორდმაისტერში" მის შემცვლელად იულიან ნაგელსმანის მოყვანას აპირებენ, თუმცა, ეს სერიოზულ ფინანსურ ხარჯებთან იქნება დაკავშირებული.

გამოცემა BILD-ის ინფორმაციით, იმ შემთხვევაში, თუ "ბაიერნს" 33 წლის მწვრთნელის დამატება სურს, მაშინ 20 მილიონი ევროს გადახდა მოუწევს.

შეთანხმების მიხედვით სწორედ ეს არის ის კომპენსაციის თანხა, რომელიც ნაგელსმანის კონტრაქტის გაწყვეტისთვის იქნება გადასახდელი.
რა თანხა გამოიმუშავა "ბაიერნმა" ჩემპიონთა ლიგაზე
მიუნხენის "ბაიერნი" ჩემპიონთა ლიგის გათამაშებას 1/4 ფინალური ეტაპიდან გამოეთიშა, რამაც გუნდის ფინანსურ მდგომარეობაზეც იქონია გავლენა.

გერმანული გამოცემა BILD-ის ინფორმაციით, "რეკორდმაისტერი" ევროტურნირების მიმდინარე სეზონში მონაწილეობისთვის 100 მილიონ ევროს მიიღებს, რაც დაახლოებით 24%-ით უფრო ნაკლებია, ვიდრე გასული წლის შედეგი.

მოგეხსენებათ, 2019/20 წლების სეზონში მიუნხენელებმა ჩემპიონის ტიტული მოიგეს. გუნდმა კი მაშინ 130 მილიონ ევროზე მეტი გამოიმუშავა.
"ბაიერნს" ფლიკის შემცვლელად კიდევ ერთი კანდიდატი ჰყავს
ბოლო პერიოდში ევროპულ პრესაში აქტიურად იწერება იმის შესახებ, რომ სეზონის დასრულების შემდეგ მიუნხენის "ბაიერნის" მთავარი მწვრთნელის პოსტს ჰანს ფლიკი დატოვებს.

იტალიური გამოცემა Sport Mediaset-ის ინფორმაციით, "რეკორდმაისტერს" 56 წლის სპეციალისტის პოტენციურ შემცვლელად მასიმილიანო ალეგრი ესახება.

წყაროს ცნობით, იტალიელი მწვრთნელის მიმართ ყველაზე დიდი სიმპატიები კარლ-ჰაინც რუმენიგეს აქვს და სწორედ მისი სურვილით განიხილება ალეგრი "ბაიერნის" მთავარი მწვრთნელის პოსტზე.

შეგახსენებთ, რომ გერმანული გამოცემები ფლიკის შემცვლელად ასევე იულიან ნაგელსმანსაც ასახელებენ.
ფლიკი თუ სალიჰამიჯიჩი - "ბაიერნის" ფანების არჩევანი ცნობილია
ბოლო დროს პრესაში აქტიურად ვრცელდება ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ჰანს ფლიკსა და ჰასან სალიჰამიჯიჩს შორის განხეთქილებაა.

გერმანული გამოცემების ცნობით, არ არის გამორიცხული, სეზონის დასრულების შემდეგ კლუბს მათ შორის არჩევანის გაკეთება და ერთ-ერთის განთავისუფლება მოუწიოს.

გამოცემა BILD-მა აღნიშნულ ფაქტს გამოკითხვა მიუძღვნა, რომელშიც დაახლოებით 317 ათასმა ადამიანმა მიიღო მონაწილეობა.

"ბაიერნის" ფანების 93.2%-მა არჩევანი ფლიკზე შეაჩერა, 6.8%-მა კი ხმა სალიჰამიჯიჩს მისცა. შესაბამისად, გულშემატკივრების აზრით არჩევანის შემთხვევაში კლუბმა სწორედ გერმანელი სპეციალისტი უნდა დატოვოს თანამდებობაზე.
ჩემპიონთა ლიგის 1/4 ფინალების სიმბოლური ნაკრები ცნობილია
ჩემპიონთა ლიგის 1/4 ფინალური ეტაპი დასრულდა და სამწუხაროდ, "ბაიერნი" გათამაშებას გამოეთიშა. მიუნხენური გრანდი ორი მატჩის ჯამში "პსჟსთან" სტუმრად გატანილი ნაკლები გოლით დამარცხდა.

1/4 ფინალების შემდეგ ცნობილმა სტატისტიკურმა გამოცემა Whoscored-მა სიმბოლური ნაკრები დაასახელა.

შემადგენლობაში "ბაიერნის" მხრიდან მხოლოდ 1 ფეხბურთელი, ლუკას ერნანდესი მოხვდა.

სრული თერთმეტეული შემდეგნაირად გამოიყურება:

კიდევ ერთი ფაქტი, რამაც ჰანს ფლიკის გაბრაზება გამოიწვია
გერმანული გამოცემა BILD მიუნხენის "ბაიერნის" მთავარ მწვრთნელთან დაკავშირებით ახალ ინფორმაციებს აქვეყნებს.

წყაროს ცნობით, იმ დროს, როდესაც კლუბი დაიოტ უპამეკანოს ტრანსფერს აგვარებდა, ჰასან სალიჰამიჯიჩსა და იულიან ნაგელსმანის წარმომადგენლებს შორის დიალოგი შედგა.

როგორც ცნობილია, უპამეკანოსაც და ნაგელსმანსაც ერთი სააგენტო ემსახურება. შესაბამისად, ბოსნიელი სპეციალისტი ამ სიტუაციის გამოყენებას შეეცადა. მართალია, პირდაპირი საუბრები არ ყოფილა, თუმცა სალიჰამიჯიჩს სურდა გაეგო ნაგელსმანის სამომავლო გეგმები და ის, თუ რას ფიქრობდა "ბაიერნზე".

როგორც BILD იტყობინება, ამ ფაქტმა ჰანს ფლიკის დიდი უკმაყოფილება გამოიწვია და ეს შეიძლება ერთ-ერთი მთავარი მიზეზი გახდეს მისი გუნდიდან წასვლის.
  • ბომბარდირები
  • ასისტენტები
  • ბარათები
1
ჰარი კეინი
გოლი: 54 14 34 6
2
მაიკლ ოლისე
გოლი: 21 6 13 2
3
ლუის დიასი
გოლი: 20 7 11 2
1
მაიკლ ოლისე
ასისტი: 26 5 19 2
2
ლუის დიასი
ასისტი: 17 3 13 1
3
იოზუა კიმიხი
ასისტი: 10 2 6 2
1
კონრად ლაიმერი
7 0 2 5 0
2
ლუის დიასი
8 2 1 8 1
3
დაიოტ უპამეკანო
6 0 1 3 2