bayern.ge სიახლეები გვერდი 527
ფლიკი ნაკრებზე: "ყველა გადაწყვეტილების მიღების წინ უნდა დაფიქრდე"
ჰანს ფლიკმა ჩემპიონთა ლიგის 1/4 ფინალიდან გავარდნის შემდეგ პირველი კომენტარი გააკეთა.

"პირველ წრეში ბევრი შანსი გავანიავეთ. მესამე გოლის არ გაშვების შემთხვევაში ახლა შემდეგ ეტაპზე ვიქნებოდით."

"თუმცა, "პსჟმ" ეს დაიმსახურა და ვულოცავ მათ. ჩემს ფეხბურთელებს კი კომპლიმენტები ეკუთვნით.  წაგების მიუხედავად მათ კარგი მატჩი ჩაატარეს."

"ლუკასმა და ჟერომმა ბრწყინვალე მატჩი ჩაატარეს. ერნანდესს მცირე პრობლემები ჰქონდა, თუმცა, მაინც ძალიან კარგად ითამაშა."

"მნიშვნელობა არ აქვს როგორ მიდის საქმეები, კარგად თუ ცუდად. ნებისმიერი გადაწყვეტილების მიღების დროს უნდა დაფიქრდე." - აცხადებს ფლიკი.
ნოიერი: "ჩვენ დღეს არ გავვარდით, არამედ მიუნხენში"
მიუნხენის "ბაიერნის" ლიდერმა, მანუელ ნოიერმა "პსჟსთან" განცდილი მარცხის შემდეგ პირველი კომენტარი გააკეთა.

"ჩვენ დღეს არ გავვარდით. უკეთესი შედეგი გვჭირდებოდა მიუნხენში. ძალიან გულდასაწყვეტია, რადგან ბევრი მომენტი გავუშვით ხელიდან."

"მსგავსი ტოპ კლუბის წინააღმდეგ თამაში ყოველთვის რთულია. თუმცა, ჩვენ ყველაფერი გავაკეთეთ მოსაგებად." - აცხადებს ნოიერი.
მათეუსი: "სეზონის დასრულების შემდეგ ფლიკი "ბაიერნს" დატოვებს"
მიუნხენის "ბაიერნის" ლეგენდამ, ლოთარ მათეუსმა "პსჟსთან" მატჩის შემდეგ სენსაციური ინფორმაცია გააჟღერა.

"დარწმუნებული ვარ, მიმდინარე სეზონის დასრულების შემდეგ ჰანს ფლიკი "ბაიერნის" მწვრთნელი აღარ იქნება."

"ის იოახიმ ლიოვს ჩაანაცვლებს გერმანიის ნაკრებში. ეს ყველაფერი მომავალ ზაფხულში მოხდება." - აცხადებს მათეუსი.

გერმანული გამოცემების ცნობით, მათეუსსა და ფლიკს შორის ორშაბათს სატელეფონო საუბარი შედგა და როგორც ჩანს, გუნდის დამრიგებელმა გარკვეული ინფორმაციაც გაანდო მას.
ნეიმარის ღირსეული საქციელი, რის გამოც მას ბევრი დააფასებს (ვიდეო)
ჩემპიონთა ლიგის 1/4 ფინალურ ეტაპზე მიუნხენის "ბაიერნი" "პსჟს" დაუპირისპირდა და ორი მატჩის ჯამში სტუმრად გატანილი მეტი გოლის წყალობით დამარცხდა.

თამაშის დასრულების შემდეგ, როდესაც პარიზელები 1/2 ფინალში გასვლას აღნიშნავდნენ, ნეიმარ ჯუნიორმა ზეიმი შეწყვიტა, რათა დავიდ ალაბასთვის მადლობა გადაეხადა.

2019/20 წლების სეზონის ფინალში, როდესაც "ბაიერნმა" "პსჟ" დაამარცხა და ტიტული მოიგო, ავსტრიელი ფეხბურთელი ზუსტად ამდაგვარად მოიქცა და ნეიმარს გადაეხვია, რათა ის დაემშვიდებინა. დღეს კი, როგორც ხედავთ პარიზელთა ლიდერმა ასეთივე ღირსეული საქციელით უპასუხა მეტოქეს.

იხილეთ ვიდეო:



ნეიმარის პირველი კომენტარი "ბაიერნის" დამარცხების შემდეგ
ფრანგული "პსჟს" ლიდერმა, ნეიმარ ჯუნიორმა ჩემპიონთა ლიგიდან "ბაიერნის" გაგდების შემდეგ პირველი კომენტარი გააკეთა.

"ჩვენ ევროპის ჩემპიონები გამოვთიშეთ. გუნდურად ვითამაშეთ და ახლა უკვე 1/2 ფინალში ვართ."

"თამაშის განმავლობაში ბევრს ვსაუბრობდით ერთმანეთში. ძალიან ბედნიერი ვარ ამ გამარჯვებით." - აცხადებს ნეიმარი.

შეგახსენებთ, რომ ორი მატჩის ჯამში პარიზულმა გუნდმა სტუმრად გატანილი მეტი გოლის წყალობით იმარჯვა.
"პსჟ" 0:1 "ბაიერნი" ფეხბურთელების შეფასებები
ჩემპიონთა ლიგის 1/4 ფინალური ეტაპის განმეორებით შეხვედრაში მიუნხენის "ბაიერნი" "პსჟს" ესტუმრა და 0:1 დაამარცხა. თუმცა, სტუმრად გატანილი მეტი გოლის წყალობით მომდევნო ეტაპზე პარიზული გუნდი გავიდა.

თამაშის ერთადერთი გოლი მე-40 წუთზე ჩუპო-მოტინგმა გაიტანა.

გთავაზობთ ფეხბურთელების შეფასებებს გამოცემა Whoscored-ის ვერსიით.


"პსჟ" 0:1 "ბაიერნი" პირველი ტაიმის შეფასებები
ჩემპიონთა ლიგის 1/4 ფინალური ეტაპის განმეორებით მატჩში პირველი ტაიმის შემდეგ მიუნხენის "ბაიერნი" სტუმრად "პსჟს" 0:1 ამარცხებს.

გთავაზობთ პირველი ტაიმის შეფასებებს გამოცემა Whoscored-ის ვერსიით.


ოფიციალურად: გორეცკა "პსჟს" წინააღმდეგ ვერ ითამაშებს
"პსჟსა" და "ბაიერნის" მატჩის დაწყებამდე მცირე ხნით ადრე მორიგი სამწუხარო ინფორმაცია დადასტურდა.

პარიზელთა წინააღმდეგ მონაწილეობას ვერ მიიღებს ლეონ გორეცკა. გერმანელ ნახევარმცველს კუნთის ტრავმა აწუხებს და შესაბამისად, ის ვერც სათადარიგოთა სკამიდან დაეხმარება გუნდს.

მაშასადამე, ფლიკის განკარგულებაში სათადარიგოთა სკამზე სულ 7 ფეხბურთელი იქნება. ესენი არიან:

ნუბელი, ხავი მარტინესი, სარი, ნიანზუ, მუსიალა, სტანიშიჩი, ზაიცერი.
"პსჟ" - "ბაიერნი" სასტარტო შემადგენლობები ცნობილია
ჩემპიონთა ლიგის 1/4 ფინალური ეტაპის განმეორებით მატჩში მიუნხენის "ბაიერნი" სტუმრად "პსჟს" დაუპირისპირდება.

თამაშის დაწყებამდე მცირე ხნით ადრე მწვრთნელებმა სასტარტო თერთმეტეულები დაასახელეს.

"პსჟ": ნავასი - დაგბა, დანილო, კიმპემბე, დიალო - გაიე, პარედესი - დი მარია, დრაქსლერი, ნეიმარი - მბაპე.

"ბაიერნი": ნოიერი - პავარი, ბოატენგი, ერნანდესი, დეივისი - კიმიხი, ალაბა - სანე, მიულერი, კომანი - ჩუპო მოტინგი.
მატჩამდე მცირე ხნით ადრე - რა ხდება პარიზის ქუჩებში ამ წუთებში (ვიდეო)
"პსჟსა" და "ბაიერნის" მატჩის დაწყებამდე მცირე ხნით ადრე გუნდები "სტად დე ფრანსზე" მივიდნენ.

გულშემატკივრებმა პარიზული კლუბის ავტობუსი სტადიონამდე მიაცილეს.

იხილეთ ვიდეო:
"მე მჯერა თქვენი" - ლევანდოვსკის ემოციური მიმართვა მატჩამდე
"პსჟსა" და "ბაიერნის" განმეორებითი მატჩის დაწყებამდე მცირე ხნით ადრე რობერტ ლევანდოვსკიმ თანაგუნდელები გაამხნევა.

"გამარჯობა ბიჭებო. მე ახლა სახლიდან გქომაგობთ. თქვენი მჯერა და ვიცი, რომ ყველაფერს გააკეთებთ მოსაგებად. Mia san mia." - მიმართავს პოლონელი "ბაიერნის" ფეხბურთელებს.

შეგახსენებთ, რომ ლევანდოვსკი ტრავმის გამო აღნიშნულ მატჩში მონაწილეობას ვერ იღებს.
Tuttosport: "ბაიერნი" კვარაცხელიას ტრანსფერზე გააქტიურდა
ხვიჩა კვარაცხელიას ტრანსფერზე კიდევ ერთმა გავლენიანმა ევროპულმა გამოცემა, Tuttosport-მა დაწერა.

იტალიური გაზეთის ინფორმაციით, მას შემდგომ, რაც "იუვენტუსის", "მილანისა" და სხვა სერია ა-ს გრანდების ინტერესი დადასტურდა, მიუნხენის "ბაიერნმა" ქართველი ვინგერის ტრანსფერზე მუშაობა კიდევ უფრო აქტიურად დაიწყო.

წყაროს ცნობით, "რეკორდმაისტერი" სერიოზულად არის დაინტერესებული კვარაცხელიას დამატებით და არ არის გამორიცხული, უახლოეს მომავალში მოლაპარაკებებიც დაიწყოს.

შეგახსენებთ, რომ კვარაცხელიას შეძენა კიდევ ერთ გერმანულ გრანდს, დორტმუნდის "ბორუსიასაც" სურს.

კიმპემბე: "ჩვენ ყველაფერს ძალიან კარგად ვაკეთებთ"
"პარისსენჟერმენის" 25 წლის ფრანგმა მცველმა  პრესკონფერენციაზე "ბაიერნთან" გასამართ მატჩზე ისაუბრა.

"ჩვენ ყველაფერს ძალიან კარგად ვაკეთებთ, ამიტომ ვართ მშვიდად. შესანიშნავად ვემზადებით, რადგან  ვიცით თუ რა დიდი მნიშვნელობა აქვს ამ მატჩს. დაძაბულ თამაშს ველით, მაგრამ უნდა შევინარჩუნოთ სიმშვიდე და მთელი სერიოზულობით დავიწყოთ ხვალ."

"მარკინიოსი? ის არის ჩვენი დაცვის ლიდერი და კაპიტანი, ძალიან დიდი დანაკლისი იქნება ჩვენთვის მის გარეშე თამაში, მაგრამ ჩვენ გვყავს კარგი ფეხბურთელები, რომლებსაც შეუძლიათ არ გვაგრძნობინონ მისი არყოფნა."

 "ბაიერნის" გამოთიშვა? ჩვენ არ გვიფიქრია იმაზე თუ როგორი გრძნობა იქნება ეს, მაგრამ ვფიქრობ ეს იქნება რაღაც დიდი მიღწევა გუნდის ისტორიაში, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ისინი ამ მომენტისთვის მსოფლიოს პირველ გუნდად მოიაზრებიან. ჩვენ ძალიან დიდ პატივს ვცემთ მათ, მაგრამ ვიმედოვნებთ, რომ კარგად ვითამაშებთ და ამ ბარიერსაც გადავლახავთ."

"მსგავსება "ბარსელონასთან" თამაშთან? ის სულ სხვა თამაში იყო, ჩვენ მოედანზე მოსაგებად გავალთ, გვინდა, რომ ხვალ გავიმარჯვოთ  და ვიმედოვნებთ, რომ ყველაფერი ისე იქნება, როგორც გვინდა"
ლუკა ერნანდესი: "კარგი შანსი გვაქვს, რომ ნახევარფინალში გავიდეთ"
"ბაიერნის" 25 წლის ფრანგმა მცველმა "პსჯსთან" გასამართ მატჩზე ისაუბრა.

"ჩვენ დიდი შანსი გვაქვს და იმისთვის მივემგზავრებით პარიზში, რომ კარგი თამაში ვაჩვენოთ. გუნდი ძალიან მოტივირებულია რომ ნახევარფინალში გავიდეს."

"ბურთის დაჭერა ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი იქნება, ხოლო თუკი დავკარგავთ უნდა ვიყოთ ძალიან ფრთხილად, რომ მეტოქისგან სწრაფი კონტრშეტევა არ მივიღოთ, რადგან ისინი ძალიან კარგები არიან უბურთოდაც."

"ფეხბურთში ძალიან მნიშვნელოვანია რომ მაქსიმალურად გამოიყენო მიღებული შანსები, ამიტომ პარიზში ჩვენ უნდა ვიყოთ განსაკუთრებით ეფექტურები."

"ყველაფერს გავაკეთებ, რომ ეს ეტაპი დავძლიოთ, იგივეს შეეცდება მთელი გუნდი. ახლა ჩვეზეა დამოკიდებული გაგრძელდება თუ არა ეს თავგადასავალი." განაცხადა ლუკა ერნანდესმა.




მსოფლიოს ყველაზე ძვირადღირებული კლუბების ათეული ცნობილია
ცნობილმა ამერიკულმა ფინანსურმა გამოცემა Forbes-მა მსოფლიოს ყველაზე ძვირადღირებული კლუბების სია დაასახელა.

წყაროს ცნობით, მიუნხენის "ბაიერნის" ამჟამინდელი ღირებულება 4.22 მილიარდ ამერიკულ დოლარს შეადგენს და ამ მონაცემით მესამე ადგილზეა.

როგორც სტატიაში ვკითხულობთ, "რეკორდმაისტერის" ჯამურმა შემოსავალმა გასულ წელს 703 მილიონ ამერიკულ დოლარს მიაღწია. გარდა ამისა, კლუბის ფასმა ბოლო 2 წლის მანძილზე 39%-ით მოიმატა.

ყველაზე ძვირადღირებული კლუბების ათეული სრულად შემდეგნაირად გამოიყურება:


  • ბომბარდირები
  • ასისტენტები
  • ბარათები
1
ჰარი კეინი
გოლი: 54 14 34 6
2
მაიკლ ოლისე
გოლი: 21 6 13 2
3
ლუის დიასი
გოლი: 20 7 11 2
1
მაიკლ ოლისე
ასისტი: 26 5 19 2
2
ლუის დიასი
ასისტი: 17 3 13 1
3
იოზუა კიმიხი
ასისტი: 10 2 6 2
1
კონრად ლაიმერი
7 0 2 5 0
2
ლუის დიასი
8 2 1 8 1
3
დაიოტ უპამეკანო
6 0 1 3 2